მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე
სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ეპო­ქის გმი­რი, თა­ვი­სი პლუ­სე­ბით და მი­ნუ­სე­ბით, თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბით, თა­ვი­სი უღირ­სო­ბე­ბით, თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბი­თა და თა­ვი­სი ფან­ტას­ტი­უ­რი რე­ფორ­მე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის გა­რე­შე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძვრას ვე­რა­ვინ ვერ უყოფს.

„ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ რა­ღაც კომ­პლექ­სია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, სხვა­თა შო­რის ოპო­ზი­ცი­ა­შიც. ჩემ­თვის, მა­გა­ლი­თად, გა­უ­გო­ნა­რია, რომ ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი გა­მო­დის და სა­უბ­რობს სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ცერთ შემ­თვე­ვა­ში არ უნდა ჩა­მო­ვი­დე­სო და გვერ­დზე ბო­კე­რია უზით. მე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი არ მაქვს, არც ბო­კე­რი­ას­თან, ყვე­ლას თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა აქვს, მაგ­რამ, რო­დე­საც იძა­ხი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა ჩა­მო­ვი­დე­სო და ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხარ მის გუნდთან, ეს რა­ნა­ი­რი პრი­ცი­პუ­ლო­ბაა ვერ გა­ვი­გე. სა­ა­კაშ­ვი­ლი მსხვერ­პლად შე­სა­წი­რია თუ რო­გორ არის ? მას­ზე მე­ტად ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იყო? ის არის ეპო­ქის გმი­რი, თა­ვი­სი პლუ­სე­ბით და მი­ნუ­სე­ბით, თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბით, თა­ვი­სი უღირ­სო­ბე­ბით, თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბი­თა და თა­ვი­სი ფან­ტას­ტი­უ­რი რე­ფორ­მე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის უდი­დეს ნა­წილს, თით­ქმის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის კომ­პლექ­სი აქვთ. ახ­ლო­საც ვერ მი­დი­ან მას­თან. ძვე­ლე­ბი, ახ­ლე­ბი, ყო­ფი­ლე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით მო­მავ­ლე­ბი, ასე ჩანს. რა­ტომ არის ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ასე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? იმი­ტომ, რომ მისი კომ­პლექ­სი აქვთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის გა­რე­შე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძვრას ვე­რა­ვინ ვერ უყოფს. ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და ნუ იბ­რი­ქე­ბა ნუ­რა­ვინ. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა. ეს არის ფაქ­ტი, ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა. ის დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სო­ლის­ტია, მორ­ჩა და გა­თავ­და“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

გარ­და ამი­სა, სა­ნი­კი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ფაქ­ტორ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის სა­თა­ვე­ში იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 155 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
361

აფთიაქებში ვაზელინი გაქრა მეც არ ვთქვი ვის დასჭირდა ამდენი,თურმე ნუ იტყვი აგერ გუბაზას იმხელა თავი აქვს

hjkjj
68

principshi martalia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე

მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერავინ ვერ უყოფს.

„ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე. სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან. ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლები, ასე ჩანს. რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ძვრას ვერავინ ვერ უყოფს. ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ. აღმოსავლეთ ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია, მორჩა და გათავდა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფაქტორსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იქნება.

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

იქნება თუ არა სისტემური "ლოკდაუნები" ქვეყანაში - გიორგი გახარიას კომენტარი