მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს" - ნათია თურნავა
"რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს" - ნათია თურნავა

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, ნა­თია თურ­ნა­ვა აცხა­დებს, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლოა, ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე გა­და­ვად­დეს. მისი თქმით, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რიზ­მის ამუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისი­ნი ორ ფაქ­ტორს, ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან.

რო­გორც მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათი ამო­ცა­ნაა, რომ ის მო­ნა­პო­ვა­რი, რა­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მარ­თვა, მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია ჰქვია, გა­აძ­ლი­ე­რონ.

„ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრი­ო­რი­ტე­ტი­დან ამოვ­დი­ვართ. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნაა, რომ ის მო­ნა­პო­ვა­რი, რა­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მარ­თვა, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია ჰქვია, გა­ვაძ­ლი­ე­როთ. ამ ამო­ცა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ივ­ლის­შიც საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად მო­ვე­კი­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტებს. აქ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ბიზ­ნეს ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ცალ­კე წესი შე­მუ­შავ­და, რო­მე­ლიც ჩვენს ბა­ზარ­ზე გა­მარ­ტი­ვე­ბულ შე­მოს­ვლას გუ­ლის­ხმობს და მალე სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა. ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს თვი­თონ ევ­რო­კავ­ში­რი, რო­მელ­მაც ჯერ მხო­ლოდ სა­კუ­თარ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის გახ­სნა სა­ზღვა­რი მი­მოს­ვლის­თვის. ახლა ამუ­შა­ვებს და ამ დღე­ებ­ში მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­წევრ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში...

რაც შე­ე­ე­ხე­ბა ფრე­ნებს, ჩვენ დიდი ალ­ბა­თო­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვის გა­და­წე­ვა, ალ­ბათ, ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე მოგ­ვი­წევს. თუმ­ცა ჩარ­ტე­რუ­ლი, საკ­მა­ოდ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი დღე­საც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ივ­ლის­შიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ჩვენ ამ პრაქ­ტი­კას, რა თქმა უნდა, ჯან­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზმს, ერთი ფაქ­ტო­რია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით და მე­ო­რე ფაქ­ტო­რია, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დია. ასე­ვე ით­ქვა უკვე, რომ გერ­მა­ნი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის მო­თხოვ­ნა გა­ა­უქ­მოს. ეს არის სამ­კურ­ნა­ლოდ, სა­მუ­შა­ოდ და სას­წავ­ლებ­ლად ჩამ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია. ფრე­ნე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ჩარ­ტე­რუ­ლი, ჩვენ თუკი გარ­კვე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გარ­კვე­ულ ქვე­ყა­ნას­თან მი­ვი­ღებთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია და­ვი­ნა­ხოთ, რომ ეს ჩვენ­თვის უსაფრ­თხოა“, - აღ­ნიშ­ნა თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
0

bevri xalxi elodeba dabrunebas,jobia ivlisidan agdges frenebi.

Ann
0

some people already have bought tickets for July, to finally see loved once and family members. July- please keep it 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს" - ნათია თურნავა

"რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

თურნავას განცხადებით, ტურიზმის ამუშავებასთან დაკავშირებით ისინი ორ ფაქტორს, ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან და სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა, მოსახლეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია ჰქვია, გააძლიერონ.

„ტურიზმთან დაკავშირებით გავიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან ამოვდივართ. ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა, ჩვენი მოსახლეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია ჰქვია, გავაძლიეროთ. ამ ამოცანიდან გამომდინარე ჩვენ ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ტურისტებს. აქ რამდენიმე მიმართულება იქნება. ბიზნეს ვიზიტორებისთვისა და სტუდენტებისთვის, ცალკე წესი შემუშავდა, რომელიც ჩვენს ბაზარზე გამარტივებულ შემოსვლას გულისხმობს და მალე საჯარო იქნება. ასევე ველოდებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის. ახლა ამუშავებს და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში...

რაც შეეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა, ალბათ, ივლისის ბოლომდე მოგვიწევს. თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ჩვენ ამ პრაქტიკას, რა თქმა უნდა, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ტურიზმს, ერთი ფაქტორია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით და მეორე ფაქტორია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვაკვირდებით, რომელიც ძალიან ცვალებადია. ასევე ითქვა უკვე, რომ გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოდან ჩასული გარკვეული კატეგორია ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა გააუქმოს. ეს არის სამკურნალოდ, სამუშაოდ და სასწავლებლად ჩამსვლელი ადამიანების კატეგორია. ფრენები, რეგულარული იქნება თუ ჩარტერული, ჩვენ თუკი გარკვეულ გადაწყვეტილებას გარკვეულ ქვეყანასთან მივიღებთ, ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება. მთავარია დავინახოთ, რომ ეს ჩვენთვის უსაფრთხოა“, - აღნიშნა თურნავამ.

როგორი იქნება პარკი ბახმაროს ცენტრში, რომელზეც 1 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება - პროექტის ფოტოები

რამდენიმე ბინა, ანაბრები და 22 300 ლარის ხელფასი თვენახევარში - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ - "ევრონიუსი"