მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი
მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ტან­ზა­ნი­ე­ლი მცი­რე­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მა­ღა­რო­ე­ლი ერთ დღე­ში მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­ღა­რო­ელ­მა უიშ­ვი­ა­თე­სი და ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ტან­ზა­ნი­ტის ქვე­ბი იპო­ვა.

სა­ი­ნი­ნიუ ლა­ი­ზერ­მა ტან­ზა­ნი­ტის 2 ქვა 3.4 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და. ქვე­ბი ტან­ზა­ნი­ის მი­ნე­რა­ლე­ბის მი­ნის­ტრმა შე­ი­ძი­ნა. ორი­ვე ქვა სა­ერ­თო ჯამ­ში 15 კგ-ს იწო­ნი­და.

"ხვალ დიდი წვე­უ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ლა­ი­ზე­რი, რო­მელ­საც BBC-ის ცნო­ბით 30-ზ მეტი შვი­ლი ჰყავს.

ტან­ზა­ნი­ტი არის ძვირ­ფა­სი ქვა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ ტან­ზა­ნი­ა­ში მო­ი­პო­ვე­ბა და ის სხვა­დას­ხვა სამ­კა­უ­ლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ო­ლო­გი ამ­ბობს, ეს ქვა შე­იძ­ლე­ბა მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო გა­იშ­ვი­ათ­დეს. ტან­ზა­ნი­ტი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფე­რის იყოს, მათ შო­რის მწვა­ნე, წი­თე­ლი, მე­წა­მუ­ლი და ცის­ფე­რი.

მა­ღა­რო­ელ­მა სა­ი­ნი­ნიუ ლა­ი­ზერ­მა ქვე­ბი გა­სულ კვი­რას აღ­მო­ა­ჩი­ნა. ერთი მათ­გა­ნი 9.2 კგ-ს იწო­ნის, მე­ო­რე კი 5.8 კგ-ს. აქამ­დე მო­პო­ვე­ბულ ტან­ზა­ნი­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი ქვა 3.3 კგ-ს იწო­ნი­და. ლა­ი­ზერს ტან­ზა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯონ მა­გუ­ფუ­ლი­მაც და­უ­რე­კა და მი­უ­ლო­ცა ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა.

"ეს კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, თუ რა მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა ტან­ზა­ნია“, - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი.

ახა­ლი მი­ლი­ო­ნე­რი 52 წლი­საა და 4 ცოლი ჰყავს. ის ამ­ბობს, რომ ამ ამ­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ძრო­ხებს დაკ­ლავს.

“მინ­და, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, მოლი და სკო­ლა ავა­შე­ნო. მინ­და სკო­ლა ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ავა­შე­ნო. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ, რომ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში ატა­რონ. მე გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, მაგ­რამ მომ­წონს როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აკე­თე­ბენ საქ­მეს. ამი­ტომ მსურს ჩემ­მა შვი­ლებ­მა საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად წარ­მარ­თონ“, - ამ­ბობს ახა­ლი მი­ლი­ო­ნე­რი.

მი­სი­ვე თქმით, გამ­დიდ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ აპი­რებს ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლას და გეგ­მავს გა­აგ­რძე­ლოს კვლავ თა­ვის 2 000 ძრო­ხა­ზე ზრუნ­ვა, ფიქ­რობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა სიმ­დიდ­რი­სა, არც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვა სჭირ­დე­ბა.

"თავს უსაფრ­თხოდ ვგრძნობ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის და მე შე­მიძ­ლია ღა­მი­თაც ვი­სე­ირ­ნო ისე, რო­გორც აქამ­დე“, - ამ­ბობს მი­ლი­ო­ნე­რი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურია
9

ჩამოი ძამა გურიაში საჭამიასერზე და განახებთ ღამით სეირნობა როგორია მილიონერიზა

mamuka
0

2000 ძროხა თუ ყავდა ისედაც მილიონერი ყოფილა ეგ კაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ტანზანიელი მცირეშემოსავლიანი მაღაროელი ერთ დღეში მილიონერი გახდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, მაღაროელმა უიშვიათესი და ძალიან ძვირფასი ტანზანიტის ქვები იპოვა.

საინინიუ ლაიზერმა ტანზანიტის 2 ქვა 3.4 მილიონ დოლარად გაყიდა. ქვები ტანზანიის მინერალების მინისტრმა შეიძინა. ორივე ქვა საერთო ჯამში 15 კგ-ს იწონიდა.

"ხვალ დიდი წვეულება გვექნება“, - ამბობს ლაიზერი, რომელსაც BBC-ის ცნობით 30-ზ მეტი შვილი ჰყავს.

ტანზანიტი არის ძვირფასი ქვა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ტანზანიაში მოიპოვება და ის სხვადასხვა სამკაულების გასაკეთებლად გამოიყენება.როგორც ადგილობრივი გეოლოგი ამბობს, ეს ქვა შეიძლება მომდევნო 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიშვიათდეს. ტანზანიტი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს, მათ შორის მწვანე, წითელი, მეწამული და ცისფერი.

მაღაროელმა საინინიუ ლაიზერმა ქვები გასულ კვირას აღმოაჩინა. ერთი მათგანი 9.2 კგ-ს იწონის, მეორე კი 5.8 კგ-ს. აქამდე მოპოვებულ ტანზანიტებს შორის ყველაზე დიდი ქვა 3.3 კგ-ს იწონიდა. ლაიზერს ტანზანიის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულიმაც დაურეკა და მიულოცა ასეთი აღმოჩენა.

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მდიდარი ქვეყანაა ტანზანია“, - ამბობს პრეზიდენტი.

ახალი მილიონერი 52 წლისაა და 4 ცოლი ჰყავს. ის ამბობს, რომ ამ ამბის აღსანიშნავად ძროხებს დაკლავს.

“მინდა, რომ სავაჭრო ცენტრი, მოლი და სკოლა ავაშენო. მინდა სკოლა ჩემს სახლთან ახლოს ავაშენო. აქ ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ ბავშვები სკოლაში ატარონ. მე განათლება არ მიმიღია, მაგრამ მომწონს როცა პროფესიონალურად აკეთებენ საქმეს. ამიტომ მსურს ჩემმა შვილებმა საქმე პროფესიონალურად წარმართონ“, - ამბობს ახალი მილიონერი.

მისივე თქმით, გამდიდრების მიუხედავად არ აპირებს ცხოვრების სტილის შეცვლას და გეგმავს გააგრძელოს კვლავ თავის 2 000 ძროხაზე ზრუნვა, ფიქრობს, რომ მიუხედავად ამხელა სიმდიდრისა, არც გაძლიერებული დაცვა სჭირდება.

"თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, არანაირი პრობლემა არ არის და მე შემიძლია ღამითაც ვისეირნო ისე, როგორც აქამდე“, - ამბობს მილიონერი.

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა -  დაღუპულია 3 ადამიანი

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები