პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო" - მორაგბეების ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე
"ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო" - მორაგბეების ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი საქ­მე­ში ჩნდე­ბი­ან, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი უკვე იქ აღარ იმ­ყო­ფე­ბო­და და ვერ­სია, რომ ბო­ლოს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­მა ნა­ხეს შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძე­წო­ლას გა­ნიც­დი­ან, თან იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ნუ­ლის ტო­ლია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ ერთ-ერთი მოწ­მე გა­მო­ვი­და და იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხა. კონ­კრე­ტუ­ლად მან თქვა, რომ მან­ქა­ნა, რო­დე­საც გა­ჩერ­და, ამა­სო­ბა­ში ორი ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა, სულ ექ­ვსნი იყ­ვნენ, ხოლო ის ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­იქ­ცა, თვი­თონ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი იყო. ლო­გი­კას რომ გავ­ყვეთ, ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ნი, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ჩნდე­ბი­ან და „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, უკვე გი­ორ­გი იქ არ იმ­ყო­ფე­ბა, ე.ი. ვერ­სია, რომ ბო­ლოს ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­მა ნა­ხეს შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ფაქ­ტია, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა და­ა­დას­ტუ­რა ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო მან­ქა­ნის მის­ვლამ­დე გი­ორ­გი იქ არ იყო. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ იმ ბი­ჭე­ბის ნამ­დვი­ლად არა­ნა­ი­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იყო, რომ­ლე­ბიც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში“ ის­ხდნენ. ახლა უკვე ჩემ­თვი­საც ნა­თე­ლია, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ რე­ა­გი­რე­ბა რა­ტომ არ მო­ახ­დი­ნა, იმი­ტომ, რომ მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ნუ­ლის ტო­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­დათ მის დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს და რა­ტომ ჩა­ვიდ­ნენ ისი­ნი ად­გილ­ზე, კო­ბა­ი­ძე პა­სუ­ხობს, რომ მათი მი­ზა­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა იყო.

გარ­და ამი­სა, კო­ბა­ი­ძე ასე­ვე აცხა­დებს, რომ რკი­ნის ხელ­კე­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბის მან­ქა­ნი­დან „ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­დან“ არ არის ამო­ღე­ბუ­ლი და მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს.

„მერ­სე­დეს­ში“ ვინც ის­ხდნენ, ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ მი­სი­ა­ნებს ეძებ­დნენ და სწო­რე­დაც ეძებ­დნენ იმი­ტომ, რომ კონ­ფლიქ­ტი აე­რი­დე­ბი­ნათ. რო­გორც ირ­კვე­ვა, რკი­ნის ხელ­კე­ტი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მან­ქა­ნი­დან არ არის ამო­ღე­ბუ­ლი, მე რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, „მერ­სე­დე­სის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ი­ღეს. ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მან­ქა­ნა­ში ექ­ვსი პირი იჯდა. მათი სუ­ლის­კვე­თე­ბა დახ­მა­რე­ბა და საქ­მის „მოგ­ვა­რე­ბა“ იყო, არ აფი­ზი­კუ­რად დახ­მა­რე­ბა, არა­მედ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა თუნ­დაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ, რო­დე­საც გუკა მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვეს ფაქ­ტია, რომ მას კარ­გად ექ­ცე­ვი­ან, ამ­შვი­დე­ბენ და აწყნა­რებ­დნენ. გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლიც სა­უბ­რობს, რომ მას­სა და ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მან­ქა­ნა­ში მსხდომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა და და­ზი­ა­ნე­ბი სა­ი­დან მი­ი­ღო მან, ეს უკვე ცალ­კე სა­კი­თხია. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, რომ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის ამ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბა ნუ­ლის ტო­ლია, მის­ვლა და­ვიგ­ვი­ა­ნეთ და ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ კონ­ფლიქ­ტიც მომ­ხდა­რი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაც უკვე მომ­ხდა­რი იყო“,-აცხა­დებს კო­ბა­ი­ძე მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ვიღაცეების თავდაძვრენის მცდელობას პირველივე წუთიდან ვგრძნობ, უხილავი ხელი პორციობად ადნობს ვერსიას ვერსიაზე დომხალიზაციისათვის ! 40 თანამეინახე და ათი ჩასული საქმისგამრჩევი, 50 ადამიანი საქმეში , ანუ მინიმუმ 500-მა სიმართლე დიდი ხანია დასაწყისიდანვე იცის პოლიციიან პროკურორებიან ადვოკატებიანად!

koka
0

ამ მორაგბეეებს ვინ გონიათ თავები ასე რომ გაიმეტეს ეს ბიჭი ყველა არის დასაჭერი და ციხეში უნდა დალპეთ რით ვერ განვითარდით კუნთებით რომ აგვარებთ საქმეებს და ძველბიჭობით !!! ყველა ციხეში მე მომხრე ვარ აქცია გავმართოთ ხორავას ქუჩის პონტი რომ არ განმეორდეს მფარველები ვისაც ყავს მხოლოდ ისინი ბედავენ ამდენს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო" - მორაგბეების ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

"ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო" - მორაგბეების ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან სტრესულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც მათი ბრალეულობა ნულის ტოლია.

მოგეხსენებათ, გუშინ ერთ-ერთი მოწმე გამოვიდა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად მან თქვა, რომ მანქანა, როდესაც გაჩერდა, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა, სულ ექვსნი იყვნენ, ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, თვითონ და გიორგი შაქარაშვილი იყო. ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფენი, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და „ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანით გადაადგილდებიან, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება, ე.ი. ვერსია, რომ ბოლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, რომ აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ არ იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ ბიჭების ნამდვილად არანაირი ბრალეულობა არ იყო, რომლებიც „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ. ახლა უკვე ჩემთვისაც ნათელია, ამდენი ხნის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ რეაგირება რატომ არ მოახდინა, იმიტომ, რომ მათი ბრალეულობა ნულის ტოლია“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მის დაცვის ქვეშ მყოფებს და რატომ ჩავიდნენ ისინი ადგილზე, კობაიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი ინტელექტუალური დახმარება იყო.

გარდა ამისა, კობაიძე ასევე აცხადებს, რომ რკინის ხელკეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მანქანიდან „ტოიოტა ქამრიდან“ არ არის ამოღებული და მისი ინფორმაციით, ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან ამოიღეს.

„მერსედესში“ ვინც ისხდნენ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისიანებს ეძებდნენ და სწორედაც ეძებდნენ იმიტომ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა, რკინის ხელკეტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ არის ამოღებული, მე რა ინფორმაციაც მაქვს, „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანიდან ამოიღეს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში ექვსი პირი იჯდა. მათი სულისკვეთება დახმარება და საქმის „მოგვარება“ იყო, არ აფიზიკურად დახმარება, არამედ-ინტელექტუალურად და ინტელექტუალური დახმარება თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ, როდესაც გუკა მანქანაში ჩაისვეს ფაქტია, რომ მას კარგად ექცევიან, ამშვიდებენ და აწყნარებდნენ. გუკა ამირხანაშვილიც საუბრობს, რომ მასსა და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში მსხდომ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და დაზიანები საიდან მიიღო მან, ეს უკვე ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ამ კონფლიქტში ჩართულობა ნულის ტოლია, მისვლა დავიგვიანეთ და ამ დაგვიანებამ განაპირობა ის, რომ კონფლიქტიც მომხდარი და დიდი ალბათობით, ეს ფატალური შემთხვევაც უკვე მომხდარი იყო“,-აცხადებს კობაიძე მედიაცენტრ „მთავარში“.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

"როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინაა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიცაა