ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა და 776 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

მე-2 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში - თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა