საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში
სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში

ბე­ლა­რუ­სი ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ისევ მი­მარ­თა­ვენ. ბრალ­დე­ბულს სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში სჯი­ან - ახ­ლობ­ლებს არ ეუბ­ნე­ბი­ან არც დროს და არც იმ ად­გილს, სა­დაც სიკ­ვდილ­მის­ჯილს კრძა­ლა­ვენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ მსგავს სას­ჯელს მხარს თა­ვად ბე­ლა­რუ­სე­ბი უჭე­რენ, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ამ სას­ჯე­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­შინ შე­ი­ტყვეს, როცა მკაც­რი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე თა­ვად აღ­მოჩ­ნდნენ.

ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია შე­ემ­თხვა ბე­ლა­რუს­ში მცხოვ­რებ ნა­ტა­ლი­ას, რომ­ლის ორ ვაჟს, ილი­ა­სა და სტასს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­სარ­გებ­ლო სამ­სა­ხუ­რის და­კის­რე­ბის გამო, მან ვერ შეძ­ლო ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა და ვერც ბი­ჭე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ეს­წრო...

ნა­ტა­ლი­ას ვა­ჟებ­მა ძმებ­მა კოს­ტე­ვებ­მა, 18 წლის სტა­ნის­ლავ­მა და 20 წლის ილი­ამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­სულ წელს მე­ზო­ბე­ლი პე­და­გო­გი მოკ­ლეს. კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მე­ზობ­ლის სახ­ლი გა­დაწ­ვეს და სახ­ლი­დან კომ­პი­უ­ტერ­თან ერ­თად პრო­დუქ­ტე­ბი მო­ი­პა­რეს.

"პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლე­ბი?"

ნა­ტა­ლი­ას მე­უღ­ლე მა­შინ და­ე­ღუ­პა, როცა მე­ო­თხე შვი­ლი, სტა­სი ჯერ კი­დევ 5 თვის იყო. ნა­ტა­ლია ცდი­ლობ­და სამ­სა­ხუ­რი და­ე­წყო და ბავ­შვე­ბი ერ­ჩი­ნა, პა­ტა­რებს უფ­როს შვილ­თან ანას­თან ტო­ვებ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ცხოვ­რე­ბა უფრო გარ­თულ­და, სა­ხელ­მწი­ფო­სა და დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯზე ყოფ­ნი­სას, სო­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტებ­მა ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ნა­ტა­ლია ბავ­შვებ­თან ერ­თად ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. ბავ­შვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ა­ბა­რეს. მო­ზარ­დი ბი­ჭე­ბი აც­დენ­დნენ გაკ­ვე­თი­ლებს, სკო­ლა­ში ჩხუ­ბობ­დნენ, ილია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვან­თა აღ­რი­ცხვა­ზეც კი და­ა­ყე­ნეს.

ძმე­ბი მშობ­ლი­ურ ჩე­რი­კოვ­ში მას შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ, რაც სრულ­წლოვ­ნე­ბი გახ­დნენ. 18 წლის სტა­სი კი ჩე­რი­კოვ­ში სულ რამ­დე­ნი­მე დღის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო, როცა ძმას­თან ერ­თად და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

ილი­ა­სა და სტა­სის სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბი­სა და აღ­ზრდის გამო ნა­ტა­ლი­ას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის 10 ათა­სი ბე­ლა­რუ­სუ­ლი რუბ­ლი აქვს ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი.

არც უფ­რო­სი გო­გო­ნას ანას ცხოვ­რე­ბა გან­ვი­თარ­და მარ­ტი­ვად. მას სოც­მუ­შა­კებ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ცე­მა ორ­ჯერ მოს­თხო­ვეს. რო­გორც ის ყვე­ბა, ამა­ში დამ­ნა­შა­ვე თა­ვად იყო:

"ერთხელ თა­ვად მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ აგენ­ტებს, დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­ში და ვუ­თხა­რი, რომ დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ, რად­გან არ მინ­დო­და ბავ­შვებს ენა­ხათ, რო­გორ სცემს მათი მამა დე­დას. სა­კუ­თარ თავს თა­ვად და­ვუ­გე მახე. იმის ნაც­ვლად, რომ სა­ხელ­მწი­ფო დამ­ხმა­რე­ბო­და, აღ­რი­ცხვა­ზე ამიყ­ვა­ნეს, ამოწ­მებ­დნენ რო­გორ ვუვ­ლი­დი შვი­ლებს".

მე­ო­რე შემ­თხვე­ვი­სას ად­გი­ლობ­რივ ჩი­ნოვ­ნი­კებს ის ქალი და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ ანას ძმებ­მა მოკ­ლეს. ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, ანას მცრე­წლო­ვა­ნი ბავ­შე­ბი ეზო­ში უფ­რო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ.

ანამ ორი­ვე სირ­თუ­ლე წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა: "ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა, შემ­დეგ ისე გექ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ადა­მი­ა­ნი არ იყო. ერთი შეც­დო­მის გამო, გარ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სი გახ­დე და შეც­დო­მა გა­მო­ას­წო­რო. მაგ­რამ, ჩემს შვი­ლებს იქ არ გა­ვუშ­ვებ­დი, სა­დაც ადრე ჩემი ძმე­ბი მოხ­ვდნენ", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნამ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი პა­ველ სა­პელ­კო, კოს­ტე­ვე­ბის ოჯა­ხის სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას პრე­ზი­დენტ ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ბავ­შვი გა­ე­ჩი­ნათ.

"ერთი ბავ­შვი-ეს თქვე­ნი შვი­ლია, ორი ბავ­შვის გა­ჩე­ნი­სას - და­ვაკ­ვირ­დე­ბით ოჯახს, იქ­ნებ დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც თქვე­ნი შვი­ლე­ბია, მე­სა­მე ბავ­შვი კი - უკვე ჩემი შვი­ლია", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ.

კოს­ტე­ვე­ბის ოჯახ­ში კი ორი "პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია" სტა­სი და ილია, რომ­ლე­ბიც ახლა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ძმე­ბი კოს­ტე­ვე­ბი მე­ზო­ბელ პე­და­გოგს მას შემ­დეგ და­ესხნენ თავს, რაც გარ­დაც­ვლილ­მა ძმე­ბის დას ანას და­ე­მუქ­რა, რომ და­რე­კავ­და და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნი­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­ჟე­ბის დედა, ნა­ტა­ლია კოს­ტე­ვა პრე­ზი­დენტ ლუ­კა­შენ­კოს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, შე­ი­წყა­ლოს ბი­ჭე­ბი და მათ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯოს. თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა კი ერთხელ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და:

"ორმა გა­რე­წარ­მა - სხვაგ­ვა­რად მათ ვერ ვუ­წო­დებ - მოკ­ლა მათი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გან მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი მათი დის­გან და­იც­ვა. მათი და არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, ასო­ცი­უ­რი ელე­მენ­ტია. მას­წავ­ლე­ბელ­მა კი ბავ­შვე­ბი და­იც­ვა და მათი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ბა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. ისი­ნი მე­ზო­ბელს მთე­ლი ღამე ჭრიდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და და­ა­მა­ტა, რომ ეს საქ­მე მისი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ, მას შემ­დეგ რაც ბე­ლა­რუს­მა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა, მხო­ლოდ ერთი სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი შე­ი­წყა­ლა, თუმ­ცა ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი, არა­ვინ იცის. სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნი 400 ადა­მი­ანს გა­მო­უ­ტა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
5

და რა?რა გავიგეთ ამ სტატიიდან,რომ ლუკაშენკოს ბრალია,ამ ორმა რომ მასწავლებელი მოკლა?თუ 8 წელი უნდა მისცე,აჭამო,უმკურნალო და რო გამოვლენ სოციალური დაუნიშნო?ანუ მორალი რა არის?

საღი აზრი
2

გორში რომ 9 წლის გოგონა გააუპატიურა, მოკლა და მერე სანაგვეზე გადააგდო ასეთ ადამიანს რატომ უნდა არჩენდეს სახელმწიფო ციხეში? შეიცვლება, გამოსწორდება თუ სინანულში ჩავარდება? ასეთი ავადმყოფები უნდა მოიკვეთონ. რაც შეეხება ამ ყმაწვილებს ეტყობა ცუდმა საზოგადოებამ და ოჯახმა თავისი გაიტანა და გზას აცდნენ. როცა სხვის სიცოცხლეს განზრახ სპობ აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია როცა შენი სიცოცხლის ხელყოფის დრო დადგება!

ავტორი:

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯას ისევ მიმართავენ. ბრალდებულს საიდუმლო ვითარებაში სჯიან - ახლობლებს არ ეუბნებიან არც დროს და არც იმ ადგილს, სადაც სიკვდილმისჯილს კრძალავენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავს სასჯელს მხარს თავად ბელარუსები უჭერენ, მაგრამ უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ ამ სასჯელის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა მკაცრი რეალობის წინაშე თავად აღმოჩნდნენ.

ტრაგიკული ისტორია შეემთხვა ბელარუსში მცხოვრებ ნატალიას, რომლის ორ ვაჟს, ილიასა და სტასს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სახელმწიფოსთვის სასარგებლო სამსახურის დაკისრების გამო, მან ვერ შეძლო ქალაქის დატოვება და ვერც ბიჭების სასამართლო პროცესს დაესწრო...

ნატალიას ვაჟებმა ძმებმა კოსტევებმა, 18 წლის სტანისლავმა და 20 წლის ილიამ, განსაკუთრებულად მძიმე დაზიანებებით გასულ წელს მეზობელი პედაგოგი მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით მეზობლის სახლი გადაწვეს და სახლიდან კომპიუტერთან ერთად პროდუქტები მოიპარეს.

"პრეზიდენტის შვილები?"

ნატალიას მეუღლე მაშინ დაეღუპა, როცა მეოთხე შვილი, სტასი ჯერ კიდევ 5 თვის იყო. ნატალია ცდილობდა სამსახური დაეწყო და ბავშვები ერჩინა, პატარებს უფროს შვილთან ანასთან ტოვებდა. დროთა განმავლობაში მათი ცხოვრება უფრო გართულდა, სახელმწიფოსა და დახმარების ხარჯზე ყოფნისას, სოციალურმა აგენტებმა ერთხელ დააფიქსირეს, რომ ნატალია ბავშვებთან ერთად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ბავშვები სახელმწიფო დაწესებულებებში მიაბარეს. მოზარდი ბიჭები აცდენდნენ გაკვეთილებს, სკოლაში ჩხუბობდნენ, ილია სამართალდამცავებმა არასრულწლოვანთა აღრიცხვაზეც კი დააყენეს.

ძმები მშობლიურ ჩერიკოვში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც სრულწლოვნები გახდნენ. 18 წლის სტასი კი ჩერიკოვში სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო, როცა ძმასთან ერთად დანაშაული ჩაიდინა.

ილიასა და სტასის სახელმწიფო დაწესებულებაში ცხოვრებისა და აღზრდის გამო ნატალიას სახელმწიფოსთვის 10 ათასი ბელარუსული რუბლი აქვს ასანაზღაურებელი.

არც უფროსი გოგონას ანას ცხოვრება განვითარდა მარტივად. მას სოცმუშაკებმა მცირეწლოვანი შვილების სახელმწიფოსთვის გადაცემა ორჯერ მოსთხოვეს. როგორც ის ყვება, ამაში დამნაშავე თავად იყო:

"ერთხელ თავად მივმართე სოციალურ აგენტებს, დავრეკე პოლიციაში და ვუთხარი, რომ დამხმარებოდნენ, რადგან არ მინდოდა ბავშვებს ენახათ, როგორ სცემს მათი მამა დედას. საკუთარ თავს თავად დავუგე მახე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო დამხმარებოდა, აღრიცხვაზე ამიყვანეს, ამოწმებდნენ როგორ ვუვლიდი შვილებს".

მეორე შემთხვევისას ადგილობრივ ჩინოვნიკებს ის ქალი დაუკავშირდა, რომელიც შემდეგ ანას ძმებმა მოკლეს. ქალის განცხადებით, ანას მცრეწლოვანი ბავშები ეზოში უფროსების ყურადღების გარეშე იყვნენ.

ანამ ორივე სირთულე წარმატებით გადალახა: "ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადალახვა, შემდეგ ისე გექცევიან, თითქოს ადამიანი არ იყო. ერთი შეცდომის გამო, გართმევენ უფლებას მომავალში უკეთესი გახდე და შეცდომა გამოასწორო. მაგრამ, ჩემს შვილებს იქ არ გავუშვებდი, სადაც ადრე ჩემი ძმები მოხვდნენ", - განაცხადა გოგონამ.

უფლებადამცველი პაველ საპელკო, კოსტევების ოჯახის სიტუაციის გაანალიზებისას პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებას იხსენებს, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაეჩინათ.

"ერთი ბავშვი-ეს თქვენი შვილია, ორი ბავშვის გაჩენისას - დავაკვირდებით ოჯახს, იქნებ დახმარება ესაჭიროება, მაგრამ ისინი მაინც თქვენი შვილებია, მესამე ბავშვი კი - უკვე ჩემი შვილია", - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

კოსტევების ოჯახში კი ორი "პრეზიდენტის შვილია" სტასი და ილია, რომლებიც ახლა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდებიან.

როგორც ცნობილია, ძმები კოსტევები მეზობელ პედაგოგს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც გარდაცვლილმა ძმების დას ანას დაემუქრა, რომ დარეკავდა და მცირეწლოვან ბავშვებს სახელმწიფო თავშესაფარში გაგზავნიდა.

ბრალდებული ვაჟების დედა, ნატალია კოსტევა პრეზიდენტ ლუკაშენკოს თხოვნით მიმართავს, შეიწყალოს ბიჭები და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს. თავად პრეზიდენტმა კი ერთხელ საჯაროდ განაცხადა:

"ორმა გარეწარმა - სხვაგვარად მათ ვერ ვუწოდებ - მოკლა მათი მასწავლებელი, რადგან მან ორი მცირეწლოვანი მათი დისგან დაიცვა. მათი და არაფერს წარმოადგენს, ასოციური ელემენტია. მასწავლებელმა კი ბავშვები დაიცვა და მათი სახელმწიფო დაწესებულებაში ჩაბარება მოითხოვა. ისინი მეზობელს მთელი ღამე ჭრიდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ეს საქმე მისი დაკვირვების ქვეშაა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, მას შემდეგ რაც ბელარუსმა სუვერენიტეტი მოიპოვა, მხოლოდ ერთი სიკვდილმისჯილი შეიწყალა, თუმცა ვინ არის ეს ადამიანი, არავინ იცის. სიკვდილით დასჯის განაჩენი 400 ადამიანს გამოუტანეს.

სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში გადავიდა

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება