საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს
"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

წე­სი­ერ ხალ­ხს გა­და­ა­წყდი პო­ლი­ტი­კა­ში, ვაჭ­რო­ბა არ გა­მო­გი­ვი­და და მო­გემტვრა კბი­ლე­ბი? - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს გიგა ბო­კე­რი­ას, რო­მელ­მაც ელი­საშ­ვი­ლი "პო­ლი­ტი­კურ ვაჭ­რო­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი წერს, მას და მის გუნდს "ფე­ხებ­ზე კი­დი­ათ ბო­კე­რი­ა­სა და მის­ნა­ი­რი „ცე­ხა­ვი­კე­ბის“ და­ლა­გე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და გა­რი­გე­ბე­ბი".

"ბო­კე­რია ისე გამ­წა­რე­ბუ­ლი იწყევ­ლე­ბო­და გუ­შინ, ცოტა შე­მე­ცო­და კი­დეც. რაო გიგა, სტამ­ბო­ლის ბა­ზა­რი რომ გაქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რებ­ში ყვე­ლა შენ დაკ­რულ­ზე ვერ აცეკ­ვე და ორ­ღო­ბის დე­და­კა­ცი­ვით წყევ­ლა - კრულ­ვა­ზე გა­დახ­ვე­დი ეს ამ­ხე­ლა „პო­ლი­ტი­კო­სი კაცი“?!

წე­სი­ერ ხალ­ხს გა­და­ა­წყდი პო­ლი­ტი­კა­ში, ვაჭ­რო­ბა არ გა­მო­გი­ვი­და და მო­გემტვრა კბი­ლე­ბი? ვიცი ვე­რაფ­რით იჯე­რებთ შენ და შენი ამ­ფსო­ნე­ბი, მაგ­რამ მარ­თლა ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბი გვა­წუ­ხებს მე და ჩემ გუნდს და მარ­თლა ამ ქვეყ­ნის წინსვლის­თვის ვართ პო­ლი­ტი­კა­ში.

ასე­ვე მარ­თლა ფე­ხებ­ზე გვკი­დია შენი და შენ­ნა­ი­რი „ცე­ხა­ვი­კე­ბის“ და­ლა­გე­ბუ­ლი რა­ღაც სქე­მე­ბი და გა­რი­გე­ბე­ბი. თქვენ რაც პო­ლი­ტი­კა გგო­ნი­ათ, იმა­ზე გვე­რე­ვა ზუს­ტად გული და იმის შე­საც­ვლე­ლად ვართ მო­სუ­ლე­ბი.

ლე­ვან იო­სე­ლი­ანს კა­ცის კაცი რომ უძა­ხე, უნდა იცო­დე, რომ ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. 30 წე­ლია ცხოვ­რე­ბას მხარ­დამ­ხარ მო­ვუყ­ვე­ბით და ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კაცი არაა, რომ ამ ჭუ­ჭყი­ან პო­ლი­ტი­კა­ში ლე­ვა­ნი გვერ­დით მიდ­გას და მაძ­ლი­ე­რებს. შენი მექ­რთა­მე და ხალ­ხის ფუ­ლის ქურ­დი მე­გობ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი არის წე­სი­ე­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და პატ­რი­ო­ტი კაცი", - წერს ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ელი­საშ­ვი­ლი ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას სთა­ვა­ზობ­და, რომ მთაწ­მინ­და­ზე კან­დი­და­ტად ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ, როცა ეს ვერ მი­ი­ღო, გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ამ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
752

ორივე ესენი ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალ ფულზე არიან ! 

Giorgi sixarulidze
1066

ბოკერია არჩევნები რომ ჩაივლის იცოდე 18 მილიონის საქმე აგეწეპება შუბლზე ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ელისაშვილი "პოლიტიკურ ვაჭრობაში" დაადანაშაულა.

როგორც ელისაშვილი წერს, მას და მის გუნდს "ფეხებზე კიდიათ ბოკერიასა და მისნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული საქმეები და გარიგებები".

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა - კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?!

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში.

ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები.

ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი", - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ, მაგრამ, როცა ეს ვერ მიიღო, გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"