სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია
"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ელი­საშ­ვი­ლი ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას სთა­ვა­ზობ­და, რომ მთაწ­მინ­და­ზე კან­დი­და­ტად ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ, როცა ეს ვერ მი­ი­ღო, გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ამ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

"ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი კო­ორ­დი­ნი­რე­ბის იდე­ას უბინ­ძუ­რე­სი ბრალ­დე­ბე­ბით და უბინ­ძუ­რე­სი ლექ­სი­კო­ნით და­უ­პი­რის­პირ­და მა­შინ, რო­დე­საც იქამ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩემ­თან ერ­თად და­ვით ბაქ­რა­ძე იყო და ორ ად­გილს ითხოვ­და. ითხოვ­და, რომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას მთაწ­მინ­და­ზე იო­სე­ლი­ა­ნი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. როცა ვკი­თხეთ, რომ იო­სე­ლი­ან­მა ხუთ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ხმა აიღო, ვიდ­რე შავ­გუ­ლი­ძემ, ამა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. მერე გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ამ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღე­ბო.

თუ ამას ვაჭ­რო­ბას ეძა­ხის, მა­შინ ის რას გვე­ვაჭ­რე­ბო­და? უწე­სო­ბა და უსინ­დი­სო­ბა ცუდი საქ­ცი­ე­ლია და მერე კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა ამ იდე­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც კო­ორ­დი­ნი­რე­ბა ჰქვია, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბაა. თქმა, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში არა­ვის­თან შე­ვალ, პრაქ­ტი­კუ­ლად პირ­და­პირ თქმაა, რომ ივა­ნიშ­ვილს შე­უქ­მნი კო­ა­ლი­ცი­ას, აბა მა­შინ მთავ­რო­ბის გა­რე­შე იყოს ქვე­ყა­ნა თუ რო­გო­რაა მა­გის საქ­მე?!

ვი­მე­ო­რებ კი­დევ ერთხელ, რომ მას ვთა­ვა­ზობ­დით თვი­თონ დამ­დგა­რი­ყო. ძლი­ე­რი კან­დი­და­ტე­ბის და­ყე­ნე­ბა გვინ­და, რომ პირ­ველ ტურ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი და­მარ­ცხდეს, ქვე­ყა­ნას რის­კე­ბი ავა­ცი­ლოთ და თან მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იყოს. მაგ­რამ, როცა ასე­თი უსინ­დი­სო ხარ, რომ თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შე­დი­ხარ და თუ ვერ მი­ი­ღე, რაც გინ­და, მერე გა­მოხ­ვალ, დაგ­მობ ამას, რო­გორც ვაჭ­რო­ბას და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წე­სი­ერ კაცს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს, სა­მიზ­ნედ ამო­ი­ღებ და იძა­ხი, რომ "მა­გან ხომ წა­ა­გოო“, ეგ რა ტექ­სტია?!

ყვე­ლას წა­გე­ბუ­ლი აქვს, მა­გა­საც წა­გე­ბუ­ლი აქვს არ­ჩევ­ნე­ბი და რა­ტომ გვთა­ვა­ზობ­და ექ­ვსჯერ ნაკ­ლე­ბი ხმის მქო­ნე კან­დი­დატს მთაწ­მინ­და­ზე?! მოკ­ლედ, უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
60

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეთანხმები ბოკერიას.

Giorgi sixarulidze
309

კრისები უკვე დაერიენ ერთმანეთს ! smiley

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ, მაგრამ, როცა ეს ვერ მიიღო, გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად დავით ბაქრაძე იყო და ორ ადგილს ითხოვდა. ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო.

თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე?!

ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით თვითონ დამდგარიყო. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს, ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს. მაგრამ, როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ "მაგან ხომ წააგოო“, ეგ რა ტექსტია?!

ყველას წაგებული აქვს, მაგასაც წაგებული აქვს არჩევნები და რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე?! მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია