პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ
ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

XXI სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მია - ასე უწო­და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ალერ­გი­ას, რად­გან გა­მოთ­ვა­ლა, რომ გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2025 წლის­თვის ალერ­გი­ით პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 50-% და­ა­ვად­დე­ბა.

ეს მო­ლო­დი­ნი იმ „დიდი დამ­პყრო­ბე­ლის“ პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი ეწო­დე­ბა, კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა, მით უფრო - სა­სუნ­თქი გზე­ბის ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში, თუკი და­ა­ვა­დე­ბა არ არის ექი­მის კონ­ტრო­ლის ქვეშ.

რა უნდა ვი­ცო­დეთ ალერ­გი­ის შე­სა­ხებ? ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი თა­მარ ბარბლიშ­ვი­ლი.

- და­ვი­წყოთ იმის გან­მარ­ტე­ბით, რა არის ალერ­გია?

- ალერ­გია ზო­გა­დად ეს არის მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა ამა თუ იმ გა­რე­გან გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც, უსაფრ­თხოა და არ იწ­ვევს რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის­თვის ის აგ­რე­სი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა და რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა, მას ორ­გა­ნიზ­მი, შეც­დო­მით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ით პა­სუ­ხობს. ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სწო­რედ ეს ალერ­გი­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, რაც შემ­დე­გომ ექიმ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ამ ნივ­თი­ე­რე­ბებს კი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს, ალერ­გე­ნებს უწო­დე­ბენ.

- რა სა­ხის ალერ­გი­ე­ბი არ­სე­ბობს?

- ალერ­გი­ე­ბი არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­ხის. შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ; ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ - აქ მო­ი­აზ­რე­ბა რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ასე­ვე კოს­მე­ტი­კუ­რი და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ო­ჯა­ხო ქი­მია; ყვა­ვი­ლის მტვრი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მტვრის მი­მართ; ცხო­ვე­ლის ეპი­თე­ლი­უ­მის მი­მართ, თამ­ბა­ქოს კვამ­ლი­სა თუ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მი­მართ და ა.შ. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ ირ­გვლივ არის, პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ალერ­გე­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის იყოს. ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არა ერთ ალერ­გენ­ზე, არა­მედ ალერ­გე­ნე­ბის მთელ სპექტრზე რე­ა­გი­რებს.

ალერ­გო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს „ალერ­გი­უ­ლი მარ­შის“ ცნე­ბა, რო­დე­საც ერთი კომ­პო­ნენ­ტის მი­მართ ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს მე­ო­რე­ში, მე­სა­მე­ში... მა­გა­ლი­თად, გვაქვს კვე­ბი­თი ალერ­გია, მას და­ე­მა­ტოს სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, შემ­დგომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ბრონ­ქუ­ლი ას­თმა და ასე შემ­დეგ.

- ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სო­ბის­თვის უსაფრ­თხოა, რა­ტომ ხდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის­თვის? ვინ არის აქ დამ­ნა­შა­ვე?

- ვინ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ან ალერ­გი­ის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი ჯერ კი­დევ მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვის სა­გა­ნია, თუმ­ცა დღეს და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ გარ­კვე­ულ ფაქ­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზ­მის წი­ნას­წარ გან­წყო­ბას აყა­ლი­ბებს.

ესე­ნია:

ა) მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა: თუ მშო­ბელს ან სის­ხლით ნა­თე­სავს აქვს ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია მათ შვილ­ში ალერ­გი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბის რის­კი, ვიდ­რე იმ პა­ტა­რებ­ში, ვისი მშობ­ლე­ბიც არ არი­ან ასე­თი ანამ­ნე­ზით დატ­ვირ­თულ­ნი;

ბ) ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო: დიდ ქა­ლა­ქებ­ში უფრო ხში­რია ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ვიდ­რე სოფ­ლად;

გ) კვე­ბის ხა­რის­ხი: კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის - საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ, რაც ათე­უ­ლო­ბით წლის წინ და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა, ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჩვენს კლი­ნი­კა­ში ხში­რია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ე.წ. „ჭინჭრის ცი­ე­ბით“, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში გა­მო­ნაყ­რით; ასე­ვე- ბრონ­ქუ­ლი ას­თმით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა; მოგ­ვმარ­თა­ვენ პო­ლი­ნო­ზით, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ე­ბის სა­ხე­ლით და წარ­მო­ად­გენს რე­აქ­ცი­ას მცე­ნა­რე­ე­ბის მტვერ­ზე; ასე­ვე, გახ­ში­რე­ბუ­ლია კა­ნის მხრივ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტე­ბი.

- რო­გორ მივ­ხვდეთ რომ ალერ­გია გვაქვს და არა, ვთქვათ, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია - მა­გა­ლი­თად, კო­ვიდ-19?

- ამას უნდა მივ­ხვდეთ გა­მომ­დი­ნა­რე პა­ცი­ენ­ტის ჩი­ვი­ლე­ბი­დან.

რო­გორც წესი, ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ჩი­ვი­ლი მერ­ყე­ობს კან­ზე გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­დან სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბამ­დე: გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მელ­საც ახ­ლავს ქა­ვი­ლი, ხში­რი ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რი­დან წყა­ლი­ვით გა­მო­ნა­დე­ნით, თვა­ლე­ბის ცრემ­ლი­ა­ნო­ბა. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა იყოს ხვე­ლის კომ­პო­ნენ­ტიც, რომ­ლიც ხში­რად სპაზ­მუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და ა.შ.;

ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გორც წესი, არ ახა­სი­ა­თებს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პა­თო­გე­ნუ­რი ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ერ­თგვა­რი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­თან და, თუნ­დაც, Covid-19-ის შემ­თხვე­ვა­ში. თუმ­ცა, Covid-19 შე­იძ­ლე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ის გა­რე­შეც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს და კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს მარ­კე­რად ვერ გა­მოდ­გე­ბა. აქ სა­ბო­ლოო სი­ტყვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებ­ზეა.

- რა არის და რო­დის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ალერ­გი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია?

- ვაქ­ცი­ნა­ში, ასე ვთქვათ, მო­ი­აზ­რე­ბა იმუ­ნო­თე­რა­პია. რო­დე­საც ადა­მი­ანს აწუ­ხებს ესა თუ ის ალერ­გი­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, მას უტარ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ალე­რო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, კა­ნის სინ­ჯე­ბით იქ­ნე­ბა ეს თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, ხდე­ბა ალერ­გე­ნის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც დო­მი­ნან­ტია პა­ცი­ენ­ტის ალერ­გი­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და შემ­დგომ იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ამ კონ­კრე­ტულ ალერ­გენს შე­ვა­გუ­ოთ ორ­გა­ნიზ­მი. ალერ­გე­ნის ორგნიზ­მში შეყ­ვა­ნის დო­ზე­ბი გათ­ვლი­ლია სქე­მე­ბის მი­ხედ­ვით და ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ დრო­ში გა­წე­ლი­ლია, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლიც გაგ­რძელ­დეს. ამით ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ტო­ლე­რან­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იმის­თვის, რომ რო­დე­საც ეს ალერ­გე­ნი ხელ­მე­ო­რედ მოხ­ვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, ეს უკა­ნას­კნე­ლი ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით არ დახ­ვდეს. ასე­თი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 85%-ია. პა­ცი­ენტს ჩი­ვი­ლე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე უმ­ცირ­დე­ბა და ზოგს - სა­ერ­თოდ ეხ­სნე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­ის­გან სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა?

- ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გორც წესი, ქრო­ნი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ჩვენ, ალერ­გო­ლო­გე­ბი, ვცდი­ლობთ, მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ რე­მი­სი­ა­ში, რო­დე­საც არ გვაქვს აქ­ტი­უ­რი ფაზა, არ გვაქვს ჩი­ვი­ლე­ბი და პა­ცი­ენ­ტი კარ­გად გრძნობს თავს.

ზოგი პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა ამა თუ იმ ნივ­თი­ე­რე­ბის მი­მართ, შე­საძ­ლოა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლოს - ვთქვათ, ბავ­შვო­ბა­ში რა­ღა­ცის მი­მართ ჰქონ­და ალერ­გია, ეს გარ­და­ტე­ხის ასა­კის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ნა­წილ­დეს და ცხოვ­რე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში არც შე­ა­წუ­ხოს.

ასე, რომ 100%-იანი გან­კურ­ნე­ბა ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ როცა პა­ცი­ენ­ტი დამ­ყო­ლია, როცა და­ა­ვა­დე­ბა კარ­გად არის მარ­თუ­ლი, ბევ­რი რამ რე­მი­სი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ და პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი საგ­რძნობ­ლად გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ.

ამი­ტომ, ნუ იფიქ­რებთ, რომ „ალერ­გია თა­ვი­სით გა­გივ­ლის“. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, რათა თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის „იმუ­ნი­ტე­ტის შეც­დო­მა“ დრო­უ­ლად გა­მო­ვას­წო­როთ. ამის­თვის კი აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ყვე­ლა პი­რო­ბა არ­სე­ბობს.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ყველა კვლევა, რაც ამ დროს არის აუცილებელი, არ ტარდება საქართველოშ, სამწუხაროდ.. ექიმის კონსულტაციაში 60 ლარს გადაიხდი, სინჯებშივ - უამრავს და რა მკურნალობაზეა ლაპარაკი, ერთი და იგივე, ხშრად უეფექტო წამალი... 

beso
0

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

საქართველოში ყველა ექიმა, ამბულატორიამ და სტაციონარმა დადოს თავის საიტზე ადამიანის სხეულისა და იმუნიტეტის გაგება და შემდგომ გველაპარაკოს სიმტომებსა და მის მკურნალობაზე. სანამ ამ გაგებას არ ექნება ადგილი მომხმარებელი ყოველთვის იქნება სიმტომატიკის მედიცინის მიერ შექმნილ გაურკვევლობაში და ადამიანს, რომელიც სიზარმაცეშია არასოდეს მიეცემა გარკვეულობა თავის ჯამრთელობის მდგომარეობასა და მის მკურნალობაზე. სიმპტომატიკის მედიცინა თავისი შექმნილი წამლებით მუდმივად გამყოფებს მოწყვლადი ჯამრთელობის გარემოებაში, რადგან პაციენტს არ გააჩნია სხეულსა და მის ჯამრთელობაზე გარკვეულობა. გაასწორეთ სხეულის წყალი, არ ჰქონდეთ მოწყვლად მდგომარეობაში ლიმფური სისტემა, არ ჰქონდეთ სხეული ფარული ანთებით მდგომარეობაში და თქვენთან არ იქნება ალერგიის ტერმინის საჭიროება. მაგრამ ამისათვის თვენ უნდა ჰქონდეთ სხეულის გაგება და იმის გაგება რა იგულისხმება ტერმინ ინმუნიტეტის გაგებაში. კორონასთან შეხებაში, კორონამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს ის ვერ შეეხო, ზოგიერთმა უსიმპტომოდ გადაიტანა, ხოლო ზოგიერთს მოწყვლადი სხეული აღმოაჩნდა. ადამიანმა და ბომონდურმა აზროვნებამ არ იკითხა თუ რა გარემოებას ჰქონდა ადგილი, რატომ არ შეეხო იმ ადამიანს, რომელმაც ის აეროზოლი გაიარა, რომელმაც მეორესთან ან შეხება შექმნა ან მოწყვლადობა. ადამიანს ზოგად ეთქვა, რომ ვიღაცას მასთან შეხებაში იმუნიტეტი გააჩნია, ხოლო ვიღაცას არა და ისიც ეთქვა, რომ ეს იმუნიტეტია ის მიზეზი, რომელიც სხეულში გიპერცოტოკონიას ქმნის და თავს უკრავს ადამიანს ხელოვნური სუნთქვის აპარატშიო. რა გაიგო აქედან ადამიანმა, რომელიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობს და რა აზრი გამოიტანა სათავისოდ, საკითხავი აი ეს არის და ამასაა რომ ვკითხულობ პერიოდულად. არაფერი, რაც ჰქონდა თავში გაურკვევლობა ისეთივე დარჩა ადამიანი კორონას შემდგომაც. ამიტომ ერთხელ მაინც გაერკვიეთ რა იგულისხმება ამ იმუნიტეტში, ხოლო მერე დაფიქრდეთ, რომ ესააააააააააა სხეულის მზაობის ალფა-ომეგა მტერთან შეხებაშიიი? სანამ ამას ასე არ მიუდგებით მუდმივად იქნებით სიმპტომატიკის მედიცინის ტყვეობაში, ხოლო სხეული გექნებათ იმ მდგომარეობაში, რომელიც კორონასთან თუ ნებისმიერი სახის მტვერთან იქნება მოწყვლად მდგომარეობაში. იხვარჩალით! ამას და სხვასაც იმიტომ გეუბნებით, რომ ასეთი მიდგომები დააზარალებს შენს ქვეყანას და ამ ქვეყნის გამოწვევების ჩათვლით შექმნის ერისათვის გამოუვალ გარემოებას. შეხედე ქართველო შენს გამოწვევებს ვერტიკალურ ჭრილში და დააააააააააააააფიქრდი! ხოლო იქ სადაც ამ სახის გაგებები შეიქმნა მედიცინაში (სიმპტომატიკის მედიცინა) ისინი კორონასთან შეხების გარეშეც საზოგადოების ცხოვრების რიტმის ტვეობაში არიან შესული და ადამიანს თავის სიზარმაცის გამო არ უჩნდება კითხვებიც კი. ხედავთ, რომ საზოგადოების უნიფიცირებულმა მოწყობამ იქაც ალტერნატიული აზრის გარეშე დატოვა საზოგადოებაააააააააააააა. აქ ამას სხვა გაგება აქვს, რადგან თუ ცხოვრების წესის ეფექტიანობა არ შევქმენით, იმ გარემოებიდან, რაშიც ვიმყოფებით გამოსავალი არ არსებობს. მანახეთ თქვენ სხვა გამოსავალი და მოგისმენთ სიამოვნებით!!!!!!!!!!!!!!..............>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>საქმედიას! თქვენ გინდათ ისევ სიმპტომატიკის მედიცინის გაგებაში გყავდეთ საქართველოო? საქართველომ ამ კორონასთან შეხებაში უკვე მიიღო ათეულ მილიარდობით ზარალი და კიდევ რასთან ექნება საქმე არავინ იცის, რადგან მსოფლიოს, რომელიც ჩახუტებულია ამ მედიცინას კორონასთან შეხებაში „ტალღა-ტულღას“ გაგების იქით დღის წესრიგი არ გააჩნია. როგორ ფიქრობთ თქვენ, მსოფლმხედველობა, რომელიც ქმნიდა იდუსების ან ხმელთაშუა ზღვის დიეტას და სიმპტომატიკის მედიცინას ან მდინარე იანძის აუზში მკურნალობის პრაქტიკის შემქმნელებს ერთნაირი გაგება ჰქონდათ/აქვთ სხეულზე. სხეულის იმ გაგებაში, სადაც ათრიტი, ჰიპერტონია თუ ალერგია სხეულის მუდმივად მოწყვლად გარემებადაა გაგებული, არაფერი უნიფიცირებული დიეტა არ იწერება სხეულის უნარისა და ჯამრთელობის გაგებით...................................>>> ამაზე დისკუსიის გადადება აჩვენებს, რომ თუ რა მდგომარეობაშია სხეულის გაგება, რაც ამჟამად საქართველოში არსებული კონფესიებს აქვთ გაგებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით, რომელსაც არც კორონასთან შეხებაში და არც არცერთი დავადების გაგებასა და მკურნალობის პრაქტიკაზე კითხვები ააააააააააარ გააჩნია. ხოლო საქმედიას არა აქვს ინტერესი ამაზე მიკრობიოლოგებისა და ფიზიოლოგების ან სხვა აღმოსავლური მედიცინის გაგება ან დისკუსია მიაწოდოს საზოგადოებას............ მიხვარჩალუ. იყავით ამ გარკვეულობაში და აგევსებათ ნალიააააააააააა. ეს არათუ დანაშაულია, არამედ მაზეც დიდად მეტია და ცოდვის შეფასების მატარებელია, რადგან ასეთ გარემოებას მხოლოდ სიზარმაცე შობს. >>>>>>>>>>>>>>>>>> სხეული, როცა ნებისმიერ აქტიურ ნივთიერებაზე რეაგირებს და ე.წ. ალერგიული ფონშია ან ამ სახის ნიშნები გააჩნია, რითაც ის ხასიათდება უკვე მოწყვლადია სხვა ნებისმიერი სხეულის დავადებებისა, რაც შეიძლება უმძიმესი დავადებები მიზეზიც გახდეს. ამ სროს პირის ღრუში უკვე დაწყებულია კანდიტას, ოქროსფერი სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის ფორსირება და ფილტვი არის ბაქტერიულ ვირუსულ დაბინძურებაში. ასევე ლიმფური სისტემა მოწყვლადია და სახეზეა ლეიკოციტების აქტიურობის ინდექსის დაცემა. რა შეიძლება განვითარდეს ასეთ სხეულში? პასუხია, ყველა სახის საშიში დავადებები ლიმფური კვანძების დაზიანების ჩათვლით. რას აკეთებს სიმპტომატიკის მედიცინა ამ დროს? არ ასწორებს სხეულში არსებულ გარემოებას და დროებით სხეულის რეაქციის სახის წამლებს აძლევს, ხოლო სხეულში ხსენებული გარემოების მიზეზებს უცვლელად ტოვებს. შედეგად შემდგომში გამოკვეტება, რომელიმე საშიში დავადება ან მოიშლება სხეულის რომელიმე სისტემა, ვთქვათ რეპროდუქციული ციკლი ან სხვაააააააააააა! იხვარჩალით! არ აიღოთ წიგნი ხელში, არ დაამთავროთ სკოლა, არ იკითხოთ არც ძველი და არც ახალი მიღწევები აზროვნებისა, არ შეხვიდეთ და არ მოგეცეთ ადამიანის გაგება და არ განიხილოთ არაფერი სრულა და იქნებით ბედნიერი!!!!!!!!!!!!! საქართველოში, რაც არ უნდა დააყოვნოთ (რაც მეტ დროს გაიყვანთ მით უარესი ყველა გაგებით) ის, მაინც დადგება ვალეოლოგიის, ჯამრთელის სხეულის გაგება და რა დარჩება მერე ამ მედიცინისაგან და რა სახის უნდა იყოს ისსსსსსსსსსსს ამას შემდგომი გარემოება აჩვენებს. ყველაფერი ეს საგნობრივია მისი განხილვის დაყოვნების ჩათვლით.

ავტორი:

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას, რადგან გამოთვალა, რომ გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, 2025 წლისთვის ალერგიით პლანეტის მოსახლეობის 50-% დაავადდება.

ეს მოლოდინი იმ „დიდი დამპყრობელის“ პარალელურად, რომელსაც კორონავირუსი ეწოდება, კიდევ უფრო სახიფათო ხდება, მით უფრო - სასუნთქი გზების ალერგიის შემთხვევაში, თუკი დაავადება არ არის ექიმის კონტროლის ქვეშ.

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ? ამ თემაზე გვესაუბრება აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი.

- დავიწყოთ იმის განმარტებით, რა არის ალერგია?

- ალერგია ზოგადად ეს არის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ გარეგან გამღიზიანებელზე, რომელიც, უსაფრთხოა და არ იწვევს რაიმე სპეციფიკურ გამოვლინებებს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ის აგრესიული ნივთიერებაა და როდესაც ორგანიზმში ხვდება, მას ორგანიზმი, შეცდომით, გადაჭარბებული იმუნური რეაქციით პასუხობს. ამაში გამოიხატება სწორედ ეს ალერგიული ჩივილები, რაც შემდეგომ ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი ხდება. ამ ნივთიერებებს კი, რომლებიც ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციას იწვევს, ალერგენებს უწოდებენ.

- რა სახის ალერგიები არსებობს?

- ალერგიები არსებობს მრავალი სახის. შეიძლება განვითარდეს საკვები პროდუქტების მიმართ; ქიმიური საშუალებების მიმართ - აქ მოიაზრება როგორც მედიკამენტები, ასევე კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ქიმია; ყვავილის მტვრისა და საყოფაცხოვრებო მტვრის მიმართ; ცხოველის ეპითელიუმის მიმართ, თამბაქოს კვამლისა თუ დაბინძურებული ჰაერის მიმართ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, პოტენციურად შეიძლება ალერგენული ხასიათის იყოს. ალერგიული ადამიანების უმეტესობა არა ერთ ალერგენზე, არამედ ალერგენების მთელ სპექტრზე რეაგირებს.

ალერგოლოგიაში არსებობს „ალერგიული მარშის“ ცნება, როდესაც ერთი კომპონენტის მიმართ ალერგია შეიძლება გადავიდეს მეორეში, მესამეში... მაგალითად, გვაქვს კვებითი ალერგია, მას დაემატოს სეზონური ალერგიული რინიტი, შემდგომ ჩამოყალიბდეს ბრონქული ასთმა და ასე შემდეგ.

- ნივთიერებები, რომლებიც უმეტესობისთვის უსაფრთხოა, რატომ ხდება აგრესიული გარკვეული ჯგუფისთვის? ვინ არის აქ დამნაშავე?

- ვინ არის ამაში დამნაშავე ან ალერგიის რისკ-ფაქტორები ჯერ კიდევ მეცნიერების კვლევის საგანია, თუმცა დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ ფაქტორებზე, რომლებიც ალერგიული დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინასწარ განწყობას აყალიბებს.

ესენია:

ა) მემკვიდრეობითობა: თუ მშობელს ან სისხლით ნათესავს აქვს ალერგიული დაავადება, გაცილებით მეტია მათ შვილში ალერგიული გამოვლინების რისკი, ვიდრე იმ პატარებში, ვისი მშობლებიც არ არიან ასეთი ანამნეზით დატვირთულნი;

ბ) ეკოლოგიური გარემო: დიდ ქალაქებში უფრო ხშირია ალერგიული დაავადებები, ვიდრე სოფლად;

გ) კვების ხარისხი: კვების მრეწველობაში ქიმიური ნივთიერებების - საკვები დანამატების აქტიურად გამოყენებამ, რაც ათეულობით წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ალერგიული დაავადებების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

- რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგიული დაავადება საქართველოში?

- ჩვენს კლინიკაში ხშირია მომართვიანობა ე.წ. „ჭინჭრის ციებით“, რომელიც ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილებში გამონაყრით; ასევე- ბრონქული ასთმით, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ქრონიკული პათოლოგიაა; მოგვმართავენ პოლინოზით, რომელიც ცნობილია სეზონური ალერგიების სახელით და წარმოადგენს რეაქციას მცენარეების მტვერზე; ასევე, გახშირებულია კანის მხრივ ატოპიური დერმატიტები.

- როგორ მივხვდეთ რომ ალერგია გვაქვს და არა, ვთქვათ, ვირუსული ინფექცია - მაგალითად, კოვიდ-19?

- ამას უნდა მივხვდეთ გამომდინარე პაციენტის ჩივილებიდან.

როგორც წესი, ალერგიული პაციენტის ჩივილი მერყეობს კანზე გამოვლინებებიდან სასუნთქი სისტემის გამოვლინებებამდე: გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი, ხშირი ცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენით, თვალების ცრემლიანობა. ასევე, შეიძლება იყოს ხველის კომპონენტიც, რომლიც ხშირად სპაზმური ხასიათისაა და ა.შ.;

ალერგიულ დაავადებებს, როგორც წესი, არ ახასიათებს ტემპერატურული რეაქციები და ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პათოგენური ნიშანია, რომელიც გვაძლევს ერთგვარი დიფერენცირების საშუალებას ვირუსულ ინფექციებთან და, თუნდაც, Covid-19-ის შემთხვევაში. თუმცა, Covid-19 შეიძლება ტემპერატურული რეაქციის გარეშეც მიმდინარეობდეს და კონკრეტულად ამ ვირუსის შემთხვევაში ეს მარკერად ვერ გამოდგება. აქ საბოლოო სიტყვა ლაბორატორიულ კვლევებზეა.

- რა არის და როდის გამოიყენება ალერგიული ვაქცინაცია?

- ვაქცინაში, ასე ვთქვათ, მოიაზრება იმუნოთერაპია. როდესაც ადამიანს აწუხებს ესა თუ ის ალერგიული ჩივილები, მას უტარდება სპეციფიკური ალეროლოგიური გამოკვლევა, კანის სინჯებით იქნება ეს თუ ლაბორატორიულად, ხდება ალერგენის გამოვლენა, რომელიც დომინანტია პაციენტის ალერგიული ჩივილების თვალსაზრისით და შემდგომ იწყება მუშაობა იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ალერგენს შევაგუოთ ორგანიზმი. ალერგენის ორგნიზმში შეყვანის დოზები გათვლილია სქემების მიხედვით და ეს პროცესი საკმაოდ დროში გაწელილია, შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ამით ხდება ორგანიზმის ტოლერანტობის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ როდესაც ეს ალერგენი ხელმეორედ მოხვდება ორგანიზმში, ეს უკანასკნელი ისეთი აგრესიულობით არ დახვდეს. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ია. პაციენტს ჩივილები მინიმუმამდე უმცირდება და ზოგს - საერთოდ ეხსნება.

- შესაძლებელია ალერგიისგან სრულად განკურნება?

- ალერგიული დაავადებები, როგორც წესი, ქრონიკული მდგომარეობაა და ჩვენ, ალერგოლოგები, ვცდილობთ, მწვავე მდგომარეობა გადავიყვანოთ რემისიაში, როდესაც არ გვაქვს აქტიური ფაზა, არ გვაქვს ჩივილები და პაციენტი კარგად გრძნობს თავს.

ზოგი პაციენტის ორგანიზმის რეაქტიულობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს - ვთქვათ, ბავშვობაში რაღაცის მიმართ ჰქონდა ალერგია, ეს გარდატეხის ასაკის შემდეგ შეიძლება, გადანაწილდეს და ცხოვრების შემდგომ პერიოდში არც შეაწუხოს.

ასე, რომ 100%-იანი განკურნება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა დღესდღეობით გვაქვს იმის საშუალება, რომ როცა პაციენტი დამყოლია, როცა დაავადება კარგად არის მართული, ბევრი რამ რემისიის მდგომარეობაში გადავიყვანოთ და პაციენტის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გავაუმჯობესოთ.

ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ „ალერგია თავისით გაგივლის“. აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება, რათა თქვენი ორგანიზმის „იმუნიტეტის შეცდომა“ დროულად გამოვასწოროთ. ამისთვის კი აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ყველა პირობა არსებობს.

NS

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები