პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია
რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს” კვლე­ვის თა­ნახ­მად, ხუ­ლოს, შუ­ა­ხე­ვი­სა და ქე­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ახლო წრის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ბიზ­ნე­საქ­მი­ა­ნო­ბა არა­ერთ კი­თხვას აჩენს კო­რუფ­ცი­ის რის­კებ­თან, ნე­პო­ტიზ­მთან და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე 12 წე­ლია პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მოქ­მედ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ახლო კავ­ში­რით და გავ­ლე­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო ბოლ­ქვა­ძემ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, ასე­ვე ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და სხვა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქო­ნე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის მკვეთ­რი ზრდა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ხარ­ჯზე:

  • მის­მა ოჯახ­მა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­რე­გის­ტრი­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი ბე­შუმ­სა და გო­დერ­ძის სამ­თო კუ­რორტზე, რო­მელ­თაც ათე­ულ ათა­სო­ბით კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ეკუთ­ვნით;
  • 2008 წელს მა­ჟო­რი­ტა­რად არ­ჩე­ვი­დან მა­ლე­ვე, მისი შვი­ლი რო­ლანდ ბოლ­ქვა­ძე აჭა­რის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტში და­საქმდა. ამ­ჟა­მად იგი ლო­ჯის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რია;
  • დე­პუ­ტა­ტის ნა­თე­სა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ებ­მა: „აის­მა”, „ქე­დემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წე­ლი­წად­ში ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და აჭა­რა­ში მოქ­მე­დი სხვა შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის გზით 6 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე მი­ი­ღეს. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მოს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა, ვფიქ­რობთ, უნდა გახ­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მოკ­ვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" კვლე­ვა­ში წარ­მო­ად­გენს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის ოჯახ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ქო­ნე­ბის, კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ამ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის შე­სა­ხებ.

სას­ტუმ­რო „არ­სი­ა­ნი” სამ­თო კუ­რორტ გო­დერ­ძი­ზე

„არ­სი­ა­ნი” კუ­რორტ გო­დერ­ძი­ზე 2020 წელს გახ­სნი­ლი სას­ტუმ­როა. ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის შვი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­უღ­ლე, მას შემ­დეგ გახ­დნენ სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლე­ბი და კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე­ე­ბი, რაც სას­ტუმ­როს პირ­ვან­დელ­მა მე­პატ­რო­ნემ, რო­ლანდ შან­თა­ძემ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლა: ბოლ­ქვა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩარ­თვის შემ­დეგ, აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ შან­თა­ძეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა 2-ჯერ გა­და­უ­ვა­და, სა­ნაც­ვლოდ კი შან­თა­ძემ აუქ­ცი­ო­ნით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა გო­დერ­ძი­ზე სრუ­ლად გა­დას­ცა იმ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის მე­წი­ლე ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის მე­უღ­ლე გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი წილი, რო­გორც 2020 წლის 2 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში დავ­წე­რეთ, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძეს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს.

2016 წელს სწო­რედ რო­ლანდ შან­თა­ძემ მო­ი­გო აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნი, სა­დაც ავ­ტო­ნო­მი­ურ­მა რეს­პუბ­ლი­კამ 300 კვ.მ შე­ნო­ბა და მას­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 3,614 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი გა­ყი­და. ნას­ყი­დო­ბის ფასი 46,950 ლარი იყო. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2016 წლის 1 აგ­ვის­ტოს გა­ა­ფორ­მეს. პი­რო­ბებ­ში ეწე­რა, რომ მყიდ­ველს 2017 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე უნდა გა­ეხ­სნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტი, თუმ­ცა შან­თა­ძემ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შან­თა­ძეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა 2018 წლის დე­კემ­ბრამ­დე გა­და­უ­ვა­დეს.

აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა. 2019 წლის სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში (30-ე გვერ­დი) აღ­ნიშ­ნუ­ლია წინა წლებ­ში აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი.

რო­ლანდ შან­თა­ძე ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი გო­დერ­ძი­ზე ქო­ნე­ბის პი­რო­ბი­ა­ნი აუქ­ცი­ო­ნით შე­ძე­ნის შემ­დეგ, 2017 წლის ივ­ლის­ში გახ­და: სწო­რედ ამ დროს და­ფუძნ­და შპს „აისი გო­დერ­ძი” - რო­ლანდ შან­თა­ძე და ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის შვი­ლი, ნო­დარ ბოლ­ქვა­ძე კი­დევ ერთ პირ­თან, რა­ინდ შან­თა­ძეს­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2019 წლის 11 იან­ვარს, ნო­დარ ბოლ­ქვა­ძემ სა­კუ­თა­რი წილი დე­დას, თინა ბოლ­ქვა­ძეს აჩუ­ქა.

ამის შემ­დეგ 2019 წლის 30 ივ­ლისს, შან­თა­ძემ ობი­ექ­ტი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ლი­ბერ­თი ბან­კში” სეს­ხის ასა­ღე­ბად იპო­თე­კით დატ­ვირ­თა. ამა­ვე ბან­კში იპო­თე­კუ­რი სეს­ხი ბოლ­ქვა­ძე­ებ­მაც აი­ღეს: სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თა ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის დე­დის, სე­მიე ბოლ­ქვა­ძის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 194 კვ.მ, 107 კვ.მ და 88 კვ.მ კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი ბა­თუმ­ში, ტბელ აბუ­სე­რი­ძის 57-ში და 68.9 კვ.მ ორან­ჟე­რეა თბი­ლის­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩის #50-ში.

იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან ერთ თვე­ში რო­ლანდ შან­თა­ძემ 2016 წელს აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნი­ლი მთე­ლი ქო­ნე­ბა შპს „აისი გო­დერ­ძის” აჩუ­ქა.

მა­ჟო­რი­ტა­რის ნა­თე­სა­ვის, რო­მან ბოლ­ქვა­ძის კომ­პა­ნი­ის სარ­გე­ბე­ლი აჭა­რა­ში მოქ­მე­დი სა­ბი­უ­ჯე­ტო უწყე­ბე­ბი­დან

კი­დევ ერთი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს უკავ­შირ­დე­ბა და დიდი ოდე­ნო­ბით სარ­გე­ბელს იღებს რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, „გიგა 2015”-ია.

ეს კომ­პა­ნია 2015 წელს ან­ზორ ქა­მა­და­ძემ და­ა­რე­გის­ტრი­რა, 100%-ის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რიც თა­ვად იყო. 2016 წლის 3 ივ­ნისს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რად ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის ნა­თე­სა­ვი, რო­მან ბოლ­ქვა­ძე და­ი­ნიშ­ნა (სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ რო­მან ბოლ­ქვა­ძე და ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის დედა, სე­მიე ბოლ­ქვა­ძე ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უჩხო­ში ერ­თსა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი). 2018 წლის 8 იან­ვარს ან­ზორ ქა­მა­და­ძემ კომ­პა­ნი­ის 100% რო­მან ბოლ­ქვა­ძეს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.

რო­მან ბოლ­ქვა­ძის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ შპს „გიგა 2015” აჭა­რის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის შეს­ყიდ­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს და იმარ­ჯვებს. ან­ზორ ქა­მა­და­ძის დი­რექ­ტო­რო­ბის დროს კომ­პა­ნი­ას თუ ერთი ტენ­დე­რი­დან და ერთი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვი­დან სულ 52,542 ლარი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მან ბოლ­ქვა­ძის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, 2016 წლი­დან 2020 წლის 1 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­დან 73-ჯერ გა­ი­ზარ­და და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3,847,120 ლარი შე­ად­გი­ნა. აქე­დან, 1,290,493 ლარი (შე­მო­სავ­ლის 33%) უკონ­კუ­რენ­ტო ტენ­დერე­ბი­დან და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხაა. „გიგა 2015”-მა სულ 79 შეს­ყიდ­ვა­ში მო­ი­გო.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ამ ჯამ­ში მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის 84% - 3,252,372 ლარი აჭა­რის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის 69 შეს­ყიდ­ვი­დან მი­ი­ღო - ეს გა­რე­მო­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში 10 წე­ლია ან­ზორ ბოლ­ქვა­ძის შვი­ლი, რო­ლანდ ბოლ­ქვა­ძე მუ­შა­ობს. მე­ტიც, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რი იყო, მათ შო­რის იმ შეს­ყიდ­ვე­ბის დროს, რო­მელ­თა შე­დე­გად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი „გიგა 2015”-ს გა­უ­ფორმ­და. რო­ლანდ ბოლ­ქვა­ძე დე­პარ­ტა­მენ­ტში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო, ამ­ჟა­მად კი ლო­ჯის­ტი­კის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობს იხი­ლეთ კვლე­ვა ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა ყანდიაშვილი
17

ჩემ ბოტებს მივმართავ თუ კითხულობთ ამ მესიჯს ნუ აგვიანებთ სამსახურში !

სასოწარკვეთილი
1

ჩვენი პარლამენტარების დღევანდელი სახე - არაპროფესიონალი, მომხვეჭელი, გაუმაძღარი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

  • მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;
  • 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;
  • დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლევაში წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების ქონების, კომპანიებისა და ამ კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

სასტუმრო „არსიანი” სამთო კურორტ გოდერძიზე

„არსიანი” კურორტ გოდერძიზე 2020 წელს გახსნილი სასტუმროა. ანზორ ბოლქვაძის შვილი და მოგვიანებით მეუღლე, მას შემდეგ გახდნენ სასტუმროს მფლობელები და კომპანიის მეწილეები, რაც სასტუმროს პირვანდელმა მეპატრონემ, როლანდ შანთაძემ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა: ბოლქვაძის ოჯახის წევრების ჩართვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შანთაძეს ვალდებულებების შესრულება 2-ჯერ გადაუვადა, სანაცვლოდ კი შანთაძემ აუქციონით მიღებული ქონება გოდერძიზე სრულად გადასცა იმ კომპანიას, რომლის მეწილე ანზორ ბოლქვაძის მეუღლე გახდა. აღნიშნული წილი, როგორც 2020 წლის 2 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში დავწერეთ, ანზორ ბოლქვაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

2016 წელს სწორედ როლანდ შანთაძემ მოიგო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, სადაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ 300 კვ.მ შენობა და მასზე დამაგრებული 3,614 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. ნასყიდობის ფასი 46,950 ლარი იყო. ხელშეკრულება 2016 წლის 1 აგვისტოს გააფორმეს. პირობებში ეწერა, რომ მყიდველს 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაეხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტი, თუმცა შანთაძემ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა. მოგვიანებით, შანთაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება 2018 წლის დეკემბრამდე გადაუვადეს.

აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2019 წლის სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში (30-ე გვერდი) აღნიშნულია წინა წლებში აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.

როლანდ შანთაძე ანზორ ბოლქვაძის ოჯახის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი გოდერძიზე ქონების პირობიანი აუქციონით შეძენის შემდეგ, 2017 წლის ივლისში გახდა: სწორედ ამ დროს დაფუძნდა შპს „აისი გოდერძი” - როლანდ შანთაძე და ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე კიდევ ერთ პირთან, რაინდ შანთაძესთან ერთად, კომპანიის მეწილეები გახდნენ. მოგვიანებით, 2019 წლის 11 იანვარს, ნოდარ ბოლქვაძემ საკუთარი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს აჩუქა.

ამის შემდეგ 2019 წლის 30 ივლისს, შანთაძემ ობიექტი სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკში” სესხის ასაღებად იპოთეკით დატვირთა. ამავე ბანკში იპოთეკური სესხი ბოლქვაძეებმაც აიღეს: სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთა ანზორ ბოლქვაძის დედის, სემიე ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული 194 კვ.მ, 107 კვ.მ და 88 კვ.მ კომერციული ფართები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57-ში და 68.9 კვ.მ ორანჟერეა თბილისში, სამტრედიის ქუჩის #50-ში.

იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებიდან ერთ თვეში როლანდ შანთაძემ 2016 წელს აუქციონზე შეძენილი მთელი ქონება შპს „აისი გოდერძის” აჩუქა.

მაჟორიტარის ნათესავის, რომან ბოლქვაძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს უკავშირდება და დიდი ოდენობით სარგებელს იღებს რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან, „გიგა 2015”-ია.

ეს კომპანია 2015 წელს ანზორ ქამადაძემ დაარეგისტრირა, 100%-ის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 2016 წლის 3 ივნისს კომპანიის დირექტორად ანზორ ბოლქვაძის ნათესავი, რომან ბოლქვაძე დაინიშნა (საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით დგინდება, რომ რომან ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძის დედა, სემიე ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები). 2018 წლის 8 იანვარს ანზორ ქამადაძემ კომპანიის 100% რომან ბოლქვაძეს უსასყიდლოდ გადასცა.

რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52,542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1 აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3,847,120 ლარი შეადგინა. აქედან, 1,290,493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015”-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% - 3,252,372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან მიიღო - ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დეპარტამენტში 10 წელია ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე მუშაობს. მეტიც, ის წლების განმავლობაში დეპარტამენტის სატენდერო კომისიის წევრი იყო, მათ შორის იმ შესყიდვების დროს, რომელთა შედეგად, ხელშეკრულებები „გიგა 2015”-ს გაუფორმდა. როლანდ ბოლქვაძე დეპარტამენტში მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად კი ლოჯისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს იხილეთ კვლევა ვრცლად

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური