ავტორი:

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა. ლუგარის ცენტრიდან, შუახნის ქალის კონტაქტების ნიმუშის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

40 წლამდე კაცს თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრციდან თბილისში გადაიყვანენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, როგორც თბილისში, ასევე ყარაჯალაში.

ცნობისთვის, შუახნის ქალს კორონავირუსი თელავში, სოფელ ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, გუშინ დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ მე-15 პაციენტზე

ვინ იყო კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები

სოფელ მეტეხში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა