ავტორი:

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა დისტანციური დასაქმების ფორუმის საზაფხულო სესია გამართა. მასში მონაწილეობა 160–ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ „დაასაქმე სმარტსტუდენტის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში 25-ზე მეტი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა მონაწილეობას. თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია შესთავაზა.

კომპანიების ჩამონათვალი კი მრავალფეროვანი და საინტერესოა. ესენი არიან ქართული ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც განვითარება და ახალგაზრდა პერსპექტიული კადრები მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ინტერესდებიან საქართველოს მოწინავე უნვერსიტეტის სტუდენტებით. დისტანციური დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკი, DK Capital, Forbes Woman Georgia, MY.ge, Tegeta Motors, სადაზღვევო კომპანია Irao, სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, Moore, abc, თიბისი დაზღვევა, GMA, შიდა ქართლის მერია, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, SavvY, Cryptx IQ, Nexia TA, ლიბერთი ბანკი,დიპლომატ ჯორჯია, Wandio, Artmedia, OPPA, Inexphone, ქართული, Muza, Esolver

ფორუმის მსვლელობისას ონლაინ სივრცეში შეკრებილმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოისმინეს მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვა მათი მთავარი პრიორიტეტია.

„დაარსების დღიდან ჩვენი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის არა მხოლოდ მაღალი სტანდარტების განათლების გადაცემაა, არამედ მათ დასაქმებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტია „სმარტსტუდენტი“, რომლის ფრაგლებშიც სტუდენტები ყოველდღიურად იღებენ ვაკანსიებს მსოფლიო და ქართულ ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიებისგან და ეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ან სტაჟირება გაიარონ და გაიუმჯობესონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარები. ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები საქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია,“ – განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

რაც შეეხება, BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრს, ის უამრავ აქტივობას ახორციელებს სტუდენტებისთვის და ეხმარება შემდეგი მიმართულებებით:

  • მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ, რომ სწორად დაგეგმონ კარიერული განვითარება;
  • მოიძიონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები, ისარგებლონ BTU-ს მიერ შეთავაზებული სასერტიფიკატო პროგრამებით და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტრენინგებით;
  • მოიძიონ პოტენციური დამსაქმებელი კომპანიები და დაამყარონ კავშირი ინდუსტრიასთან;
  • შეადგინონ სწორი CV;
  • მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის;
  • დაგეგმონ საკუთარი კარიერა როგორც ანტრეპრენერმა, შექმნან საკუთარი სტარტაპი და თავად გახდნენ დამსაქმებელი, სტუდენტობის პირველივე დღიდან. ამ მიმართულებით, BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრი თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.

2020 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა ორი დასაქმების ფორუმი ჩაატარა, ჯამში 300 ზე მეტი სტუდენტის მონაწილეობით.