მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 8 ივ­ლის თბი­ლის­ში, კიკ­ვი­ძის პარკთან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. 12 წლის და 20 წლის დები მი­თაგ­ვა­რი­ე­ბი კიკ­ვი­ძის პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მათ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

დარ­ტყმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გო­გო­ნე­ბი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ტაქ­სის სა­ბუ­რა­ვებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მი­თაგ­ვა­რი­ებს და­ე­ჯა­ხა, პო­ლი­ცი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა. იგი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და მხო­ლოდ სამი დღის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში.

ორ­წლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტივს, ა. ი-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ე­ფარ­და. მი­თაგ­ვა­რი­ე­ბის ოჯა­ხის ინე­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" იცავს.

ქეთი მი­თაგ­ვა­რია

ად­ვო­კა­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი AMBEBI.GE -სთან ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"დები კიკ­ვი­ძის პარკში აპი­რებ­დნენ შეს­ვლას. ამ დროს მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­ვარ­და და და­ე­ჯა­ხა ბავ­შებს, ორი­ვე სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს ის­რო­ლა და იმა­ვე მხრი­დან მო­მა­ვალ ტაქ­სის შე­უც­ვივ­დნენ სა­ბუ­რა­ვებ­ში. ტაქ­სის მძღოლს რომ არ ემარ­ჯვა, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, ვერც მე­ო­რე და გა­დარ­ჩე­ბო­და. ტაქ­სის მძღოლ­მა დრო­უ­ლად და­ა­მუხ­რუ­ჭა, რად­გან იგი შე­სა­ბა­მი­სი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და.

ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ეს პო­ლი­ცი­ე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. უფ­რო­სი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო უმ­ცრო­სი ჯერ კი­დევ არ არის ბო­ლომ­დე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. რად­გან დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მა­შინ­ვე აა­მოქ­მე­და სტრა­ტე­გია და ცდი­ლობ­და ისე წა­ეყ­ვა­ნა გა­მო­ძი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ ტაქ­სის მძღო­ლის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თვითმხილ­ვე­ლებ­მა იმარ­ჯვეს, და­უდ­გნენ გვერ­დით ამ მძღოლს და სხვა გზა რომ არ დარ­ჩა, შემ­დეგ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ჩანს, იმი­ტომ მი­ი­მა­ლა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და არ უნ­დო­და კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბო­და ბრა­ლი. სამი დღის შემ­დეგ თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და თქვა, იმი­ტომ და­ვი­მა­ლე, რომ შე­მე­შინ­დაო" - გვიყ­ვე­ბა ად­ვო­კა­ტი.

ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი დრო­ში გა­ჭი­ა­ნურ­და, რაც უფ­ლე­ბადმცვე­ლის აზ­რით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს არა­ე­ფექ­ტურ­მა მუ­შა­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვე იყო, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­წყვე­ტია. ვის რაში სჭირ­დე­ბა ისე­თი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც გან­საც­დელ­ში მი­ა­ტო­ვებს მო­ქა­ლა­ქეს და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის შე­ე­შინ­დე­ბა?! მთე­ლი ორი წელი ის მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა­ში, მე­ტიც - და­ა­წი­ნა­უ­რეს კი­დეც. უც­ნა­უ­რად გა­ჭი­ა­ნურ­და დრო­ში სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა.

ორი წელი ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რად დიდი დროა თუნ­დაც იმ კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის, რაც ჩა­ტარ­და. ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­ბო­ლო­ოდ პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან. სა­დაც ორი წლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და აღ­კვე­თის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს, გა­ნა­ჩე­ნიც პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ქო­ბე­საშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
746

კანონის წინაშე ყველა თანაბარია ! 

ეს არის ერთ ერთი მონაპოვარი ქართული ოცნების ხელისუფლების ! 

გიორგი
7

ექსპერტიზის ბიუროში მეტწილად გეპეის უბედური განათლებამიღებულები რულამენ, ასე რომ, არაფერი გიკვირდეთ. მიიმალა? მორჩა, ყველაფერი უნდა შეეტენოს – უარესი, ვიდრე წამალქვეშ მართვაა, უარესი, ვიდრე ალკოჰოლის ზემოქმედებაა, უარესი, ვიდრე მორფინი და ასე შემდეგ. ღორის შესაფარში ეს ჩათლაში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 8 ივლის თბილისში, კიკვიძის პარკთან მომხდარი შემზარავი ავარიის საქმეზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. 12 წლის და 20 წლის დები მითაგვარიები კიკვიძის პარკის მიმართულებით გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონები საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტაქსის საბურავებში აღმოჩნდნენ. ავტომობილის მძღოლი, რომელიც მითაგვარიებს დაეჯახა, პოლიციელი აღმოჩნდა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. მითაგვარიების ოჯახის ინეტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს.

ქეთი მითაგვარია

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი AMBEBI.GE -სთან ტრაგედიის დეტალებს იხსენებს:

"დები კიკვიძის პარკში აპირებდნენ შესვლას. ამ დროს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გამოვარდა და დაეჯახა ბავშებს, ორივე საპირისპირო მხარეს ისროლა და იმავე მხრიდან მომავალ ტაქსის შეუცვივდნენ საბურავებში. ტაქსის მძღოლს რომ არ ემარჯვა, როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, ვერც მეორე და გადარჩებოდა. ტაქსის მძღოლმა დროულად დაამუხრუჭა, რადგან იგი შესაბამისი სიჩქარით მოძრაობდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პოლიციელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უფროსი და საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული. რადგან დამნაშავე პოლიციის თანამშრომელი იყო, მაშინვე აამოქმედა სტრატეგია და ცდილობდა ისე წაეყვანა გამოძიების მიმართულება, რომ ტაქსის მძღოლისთვის დაებრალებინა ყველაფერი, მაგრამ თვითმხილველებმა იმარჯვეს, დაუდგნენ გვერდით ამ მძღოლს და სხვა გზა რომ არ დარჩა, შემდეგ აღიარა დანაშაული. როგორც ჩანს, იმიტომ მიიმალა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და არ უნდოდა კიდევ უფრო დამძიმებოდა ბრალი. სამი დღის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და თქვა, იმიტომ დავიმალე, რომ შემეშინდაო" - გვიყვება ადვოკატი.

ეკა ქობესაშვილის თქმით, გამოძიების პროცესი დროში გაჭიანურდა, რაც უფლებადმცველის აზრით, სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს არაეფექტურმა მუშაობამ განაპირობა.

"მიუხედავად იმისა, რომ იგი პოტენციური დამნაშავე იყო, სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეწყვეტია. ვის რაში სჭირდება ისეთი პოლიციელი, რომელიც განსაცდელში მიატოვებს მოქალაქეს და თავისი საქციელის შეეშინდება?! მთელი ორი წელი ის მუშაობდა სისტემაში, მეტიც - დააწინაურეს კიდეც. უცნაურად გაჭიანურდა დროში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ორი წელი ძალიან არარეალურად დიდი დროა თუნდაც იმ კომპლექსური ექსპერტიზისთვის, რაც ჩატარდა. ველოდებით, რომ საბოლოოდ პატიმრობას მიუსჯიან. სადაც ორი წლის შემდეგ დააკავეს და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს, განაჩენიც პატიმრობა იქნება" - ამბობს ქობესაშვილი.

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რუსთავში ცოლ-ქმარი თაღლითობისთვის დააკავეს