საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები
"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

22 ივ­ნისს ყვა­რე­ლი-თე­ლა­ვის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 3 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ერ­თმა­ნეთს "ფორ­დის" ტი­პის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა შე­ე­ჯახ­ნენ. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ამოტ­რი­ალ­და, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი კი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შავ­დნენ მძღო­ლე­ბი და ერთი მგზავ­რი.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მი­ვე მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

"ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ავა­რი­ის კად­რებს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს თეთ­რი "მარ­შრუტ­კა" რო­მე­ლიც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს, მძღო­ლი სა­ჭეს ვერ იმორ­ჩი­ლებს და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ სე­დანს ეჯა­ხე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ამობ­რუნ­დე­ბა.

შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის კად­რებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნაკო ზუ­რი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მისი ძმა და მე­გობ­რე­ბი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს:

"არ ვიცი რა ვთქვა, რო­გორ უნდა და­ვი­წყო ჩემი სათ­ქმე­ლი, ისე რომ სიბ­რა­ზე და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტო... ყო­ველ­თვის ვამ­ბობ და ვი­ტყვი, რომ ნას­ვა­მი არას­დროს არ უნდა დაჯ­დე სა­ჭეს­თან, რად­გან პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე და­იც­ვა და მერე სხვი­სი. აი, ამ "მარ­შუტ­კის" მძღოლ­მა, ფაქ­ტი­უ­რად, გა­წი­რა 5 ბავ­შვი და აქე­დან ერთი ჩემი ძმაა, ოთხი კი მისი მე­გო­ბა­რი. ღვთის წყა­ლო­ბით ახლა კარ­გად არი­ან! გთხოვთ მძღო­ლე­ბო, სა­დაც და­ლევთ იქ მო­ი­ნე­ლეთ" - წერს ზუ­რი­აშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფასკუნჯი 29
4

ამ მძღოლს და ამისნაირებს აუცილებლად სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ. უმრავლესობა ამისნაირი მკვლელი მძღოლების ვერ აცნობიერებს რომ ხალხი გადაჰყავთ და არა კარტოფილი. ერთს რომ მიუსჯი სამუდამო ციხეს, სხვები უკვე ვეღარ გაბედავენ ამგვარ პარპაშს.

ika
7

რატომღაც დაამუხრუჭა და ამის მერე მიკროავტობუსი მარცხნივ მოსრიალდა უმართავად და გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში და მერე დაეჯახა მსუბუქ მანქანას. იქნებ წინა მანქანამ უეცრად დაუმუხრუჭა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

22 ივნისს ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა, მსუბუქი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მძღოლები და ერთი მგზავრი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

"ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელი აღნიშნული ავარიის კადრებს ავრცელებს, რომელიც ვიდეორეგისტრატორითაა გადაღებული. კადრებში ჩანს თეთრი "მარშრუტკა" რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს, მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებს და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სედანს ეჯახება, რის შედეგადაც ამობრუნდება.

შემზარავი ავარიის კადრებს ინტერნეტმომხმარებელი ნაკო ზურიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ მისი ძმა და მეგობრები სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს:

"არ ვიცი რა ვთქვა, როგორ უნდა დავიწყო ჩემი სათქმელი, ისე რომ სიბრაზე და გულისტკივილი გამოვხატო... ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ნასვამი არასდროს არ უნდა დაჯდე საჭესთან, რადგან პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე დაიცვა და მერე სხვისი. აი, ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი და აქედან ერთი ჩემი ძმაა, ოთხი კი მისი მეგობარი. ღვთის წყალობით ახლა კარგად არიან! გთხოვთ მძღოლებო, სადაც დალევთ იქ მოინელეთ" - წერს ზურიაშვილი.

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა

გორში გაუჩინარებული 14 წლის გოგნა, რომელსაც ოჯახი 2 დღე ეძებდა, იპოვეს