სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაძლევენ თუ არა მოსწავლეები ონლაინ-რეჟიმში სწავლას?
დაძლევენ თუ არა მოსწავლეები ონლაინ-რეჟიმში სწავლას?

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბა მის­ცა, რა­მაც გა­ამ­ყა­რა ეჭვი, რომ სექ­ტემ­ბრი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი კვლავ ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში ის­წავ­ლი­ან.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო გეგ­მავს, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თი­ლე­ბი სკო­ლა­ში ჩა­უ­ტარ­დეთ, მე­სა­მე და უფრო მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ზე დარ­ჩნენ.

დაძ­ლე­ვენ თუ არა ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბას და რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს ეს გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე? -AMBEBI.GE ამ სა­კი­თხზე გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, ანას შვი­ლე­ბი მე­ხუ­თე და მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. დედა აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ზა­ფხუ­ლის სე­მესტრში ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ქა­ო­ტუ­რი იყო და თუ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში სექ­ტემ­ბერ­შიც ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, პრო­ცე­სი უკეთ უნდა იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

- რა თქმა უნდა, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მოგ­ვცემს, სწავ­ლის სკო­ლებ­ში გაგ­რძე­ლე­ბას ვერ მო­ვი­თხოვთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, თუ სწავ­ლის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყდა, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს ისე მიშ­ვე­ბუ­ლი, უკონ­ტრო­ლო და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე იყო.

მეს­მის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა, მაგ­რამ ახლა მა­ინც, ზა­ფხულ­ში სა­მი­ნის­ტროს, სკო­ლას, მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ დრო, უკეთ მო­ემ­ზა­დონ მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად. ჩემი აზ­რით, დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ მას­წავ­ლებ­ლებ­ში ტექ­ნი­კუ­რი ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტი და მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბეჭ­დურ წიგ­ნებს ანა­ლო­გი არ აქვთ. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვებს კომ­პი­უ­ტე­რებ­თან, გა­ჯე­ტებ­თან დიდი დო­ზით უწევთ კონ­ტაქ­ტი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ონ­ლა­ინ ვერ­სი­ე­ბის და­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ზედ­მე­ტია, ისე­დაც, დღის უდი­დეს ნა­წილს ეკ­რა­ნებ­თან ატა­რე­ბენ. ამით იქ­მნე­ბა საფრ­თხე, რომ ბავ­შვი კი­დევ უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დე­ბა ტექ­ნი­კა­ზე და მე­ტად გა­უ­ცხოვ­დე­ბა წიგნ­თან. თა­ნაც, შე­ვამ­ჩნიე, რომ ბავ­შვე­ბი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს უფრო მე­ტად იღ­ლე­ბი­ან, ეს პრო­ცე­სი მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით დამ­ღლე­ლია, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად სწავ­ლა“, - აღ­ნიშ­ნავს ანა.

ასე­ვე ორი შვი­ლის - პირ­ვე­ლი და მე­ხუ­თე კლა­სე­ლე­ბის დედა ეკა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის სახ­ლი­დან მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ერთი პრობ­ლე­მა ახ­ლავს თან - ახალ თავ­სა­ტეხს გა­უ­ჩენს და­საქ­მე­ბულ მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს მარ­ტო ზრდი­ან:

- ჩემი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე წინ არა­ფე­რი დგას, მათ შო­რის არც გა­ნათ­ლე­ბა, სექ­ტემ­ბრი­დან სწავ­ლა გა­ნახ­ლდე­ბა თუ არ გა­ნახ­ლდე­ბა, ივ­ლი­ან სკო­ლა­ში თუ - არა, ისი­ნი სა­ჭი­რო ცოდ­ნას იღე­ბენ.

ვფიქ­რობ, ცოდ­ნა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი­თაც მი­ი­ღეს, რად­გან ვეს­წრე­ბო­დი და პრო­ცესს აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რომ­ლი­თაც საკ­მა­ოდ კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი. თუმ­ცა, გარ­და ცოდ­ნი­სა, არის ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­საც ბავ­შვი სკო­ლა­ში სწავ­ლობს, მე­გობ­რებ­თან, პე­და­გო­გებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. მით უმე­ტეს, ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი პირ­ველკ­ლა­სე­ლია, ნა­ხე­ვა­რი სე­მესტრი ის­წავ­ლა სკო­ლა­ში და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ა­ტა­რა. მის­თვის ეს უფრო რთუ­ლია, რად­გან ბავ­შვი საკ­ლა­სო ოთახს მი­ეჩ­ვია, ის­წავ­ლა რო­გორ უნდა იჯ­დეს 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და უს­მი­ნოს მას­წავ­ლე­ბელს.

არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, მე ბავ­შვე­ბის დამ­ტო­ვე­ბე­ლი მყავს - ბე­ბი­ე­ბი აღ­ზრდის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, მაგ­რამ ვინც მუ­შა­ობს და ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ ჰყავს, მათ­თვის შვი­ლის სახ­ლში და­ტო­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მით უმე­ტეს, თუ ბავ­შვი და­ბა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა" - აღ­ნიშ­ნავს ეკა.

კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ ელექტრო­ნულ წიგ­ნებ­ზე გა­დას­ვლით ბავ­შვე­ბი წიგნ­თან კავ­შირს და­კარ­გა­ვენ, მშო­ბე­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ ამ­ჟა­მად ეს სა­კი­თხი არ აწუ­ხებს, თუმ­ცა არ ისურ­ვებ­და, სწავ­ლა მუდ­მი­ვად ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს:

- წიგ­ნებს რომ არ მო­წყდნენ, კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვი მი­მაქვს მათ­თვის აგა­რაკ­ზე, სა­დაც პან­დე­მი­ის გამო თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არი­ან. ჩემს ორი­ვე შვილს კი­თხვის სა­ა­თი აქვს, რო­დე­საც კომ­პი­უ­ტერ­თან არ უნდა იყ­ვნენ და წიგნ­თან უნდა ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ზო­გა­დად, არ მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ სულ კომ­პი­უ­ტერ­თან იყ­ვნენ.

უმ­ცრო­სი ეკ­რა­ნის წინ ისე­დაც დიდ დროს ატა­რებ­და, ახლა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაც და­ე­მა­ტა და ხან­და­ხან თვა­ლე­ბი სტკი­ვა. რა თქმა უნდა, არ ვი­სურ­ვებ, რომ სულ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დეს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ თუ ეს გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას დას­ჭირ­დე­ბა, თუნ­დაც სექ­ტემ­ბერ­ში, მო­ვით­მენთ" - აცხა­დებს ორი შვი­ლის დედა.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას მო­საზ­რე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა აქამ­დეც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო ქვე­ყა­ნა­ში:

- ჯერ არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მი­ნის­ტრო ემ­ზა­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მით სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის, თუმ­ცა, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, მო­ემ­ზა­დოს იმ ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­დე­საც სკო­ლა შე­იძ­ლე­ბა და­ი­კე­ტოს.

სექ­ტემ­ბერ­ში, სკო­ლებ­ში სწავ­ლა რომც აღ­დგეს, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, შემ­დგომ­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­ო­რე და მე­სა­მე ტალ­ღა იყოს, ამი­ტომ სა­მი­ნის­ტროს მზა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია

ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა აქამ­დეც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ეს მოს­წავ­ლე­ებს უფრო მე­ტად აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში იურ­თი­ერ­თონ იმ მა­სა­ლას­თან, რო­მელ­საც სწავ­ლო­ბენ, შე­ას­რუ­ლონ და­ვა­ლე­ბე­ბი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ის­წავ­ლონ და ა.შ. თა­ვის­თა­ვად, ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის წარ­მო­ე­ბა ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თვი­საც სრუ­ლი­ად ახა­ლი ხი­ლია, თა­ნაც, მათ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნის ციფ­რუ­ლი ას­ლის გა­კე­თე­ბა, არა­მედ, იგუ­ლის­ხმე­ბა სრუ­ლი­ად სხვა ფორ­მა­ტი, სწავ­ლე­ბის დროს სხვა ტი­პის მა­სა­ლის და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ადაპ­ტი­რე­ბა­დია მოს­წავ­ლე­ე­ბის უნა­რე­ბის მი­მართ, არის წიგ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვად მო­ახ­დი­ნოს პროგ­რა­მის თან­მიმ­დევ­რო­ბის თუ სირ­თუ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ა.შ. ასე რომ, ელექტრო­ნულ ფორ­მატს ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ეს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნე­ბის PDF ფორ­მა­ტის ციფ­რუ­ლი ვერ­სი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. მგო­ნია, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც არ უნდა აღ­დგეს სწავ­ლა, ამ თე­მა­ზე სა­მი­ნის­ტრომ უნდა იზ­რუ­ნოს" - აღ­ნიშ­ნავს ჯა­ნა­შია.

კი­თხვა­ზე, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა შე­დე­გი ჰქონ­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას და რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს მოს­წავლწე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი გვპა­სუ­ხობს:

"ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არაა ცნო­ბი­ლი სტა­ტის­ტი­კა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ­მა შეძ­ლო დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლა, არც ამ­გვა­რი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი და ხა­რის­ხი ვი­ცით. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო, რად­გან იმ შე­ზღუ­დუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ფარ­გლებ­შიც კი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, - ვი­ცით, რამ­დე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გაჩ­ნდა Microsoft Teams-ის, ვი­ცით ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტერ­ნე­ტის და­ფარ­ვა - ვი­ცით, რომ დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 1/3-ს მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ისი­ნი კი, ვინც დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლობ­დნენ, არ ნიშ­ნავს, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დნენ.

მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წი­ათ ამ ახალ ფორ­მატ­ზე სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად, მო­უმ­ზა­დებ­ლად გა­დას­ვლა, ხოლო ხა­რის­ხის პრობ­ლე­მა ჩვე­უ­ლებ­რივ ფორ­მატ­ში თუ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მსგავ­სი და კი­დევ უფრო მძი­მე პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­ურ­შიც

ეს უფრო მე­ტად იმ ბავ­შვებ­ზე მოქ­მე­დებს, რო­მელ­თაც სწავ­ლის­თვის ისე­დაც ცუდი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, ისი­ნი, ინ­ტერ­ნეტ­ზე არ მი­უწ­ვდე­ბათ ხელი და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის უთა­ნას­წო­რო­ბა იზ­რდე­ბა, სა­მი­ნის­ტრომ პირ­ველ რიგ­ში, ამა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს - ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე და მერე მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა­ზე“, - აცხა­დებს სი­მონ ჯა­ნა­შია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ფი­ლო­ლო­გი­სა და პე­და­გო­გის, გია მურ­ღუ­ლი­ას მო­საზ­რე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს იმის მცდე­ლო­ბა, რომ სექ­ტემ­ბერ­ში სწავ­ლა გა­ნახ­ლდეს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ფი­ზი­კუ­რად ყოფ­ნას­თან შე­და­რე­ბით უფრო და­ბა­ლი დო­ნი­საა.

"ყვე­ლას გვაქვს იმე­დი და ვფიქ­რობ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც სი­ტუ­ა­ცია მოგ­ვცემს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მით გაგ­რძელ­დეს. წი­ნას­წარ არამ­გო­ნია, ვინ­მემ იცო­დეს, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში და სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და მას­წავ­ლებ­ლებ­მაც წი­ნას­წარ იფიქ­რონ იმა­ზე, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მო­უ­წევთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა, მა­შინ რო­გორ მო­იქ­ცნენ.

მზად უნდა იყოს თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთლი­ა­ნად სის­ტე­მა. ვფიქ­რობ, რომ არა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ან ალო­გი­კუ­რი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არაა - მით უმე­ტეს, რომ დის­ტან­ცი­უ­რი და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა უკვე, ისე­დაც უნდა იქ­ცეს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს არ­სე­ბობს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, კო­ლე­ჯე­ბი და სკო­ლე­ბი. ჩვენ­თან ამ პრო­ცესს ცოტა და­აგ­ვი­ან­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ დაგ­ვაჩ­ქა­რა.

მე არ ვი­ტყვი, ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა უფრო ცუ­დია თუ - კარ­გი, ვი­ტყვი, რომ ერ­თგვა­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას, რო­მელ­საც სკო­ლე­ბი ატა­რე­ბენ, ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი მო­მენ­ტი ახ­ლავს, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ, სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბას აქვს, იქ უკუ­კავ­ში­რი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს, რო­გორ ეს­მით ბავ­შვებს მის მიერ ახ­სნი­ლი მა­სა­ლა, რა კი­თხვე­ბი ება­დე­ბათ, შე­უძ­ლია, უპა­სუ­ხოს ამ კი­თხვებს, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა მის­ცეს და ა.შ.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს ინ­ტე­რაქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვეა, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ გაკ­ვე­თილ­ზე - უყუ­რებთ ბავ­შვს, მის მეყ­სე­ულ რე­აქ­ცი­ას თქვენს სა­უ­ბარ­ზე, კი­თხვებ­სა და პა­სუ­ხებ­ზე და ა.შ

კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­ზი­ა­რებ იმ აზრს, რომ ასე­თი სწავ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად უშე­დე­გო იყო, - ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც მო­მის­მე­ნია. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც, ტელე სკო­ლა­მაც შე­ავ­სო ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ ბავ­შვებს. პრობ­ლე­მე­ბი, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვე­უ­ლებ­რივ სას­კო­ლო პრო­ცეს­საც ახ­ლავს, ხან­და­ხან უხ­ვა­დაც. ამ პრობ­ლე­მებს ერთ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა მივ­ხე­დოთ და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­შიც.

ალ­ტერ­ნა­ტი­ვად რას ასა­ხე­ლებს ის ხალ­ხი, ვინც აქ­ტი­უ­რად აკ­რი­ტი­კებს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­სა და ტე­ლეს­კო­ლას? ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ის იყო, რომ არა­ფე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. რის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი - იმის ში­შით, რომ შე­იძ­ლე­ბა, სწავ­ლე­ბის ამ ახალ კულ­ტუ­რას ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­დეს (და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჰქონ­და და ექ­ნე­ბო­და კი­დეც), არა­ფე­რი გვექ­ნა და ბავ­შვე­ბი უს­წავ­ლე­ლე­ბი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მიგ­ვეშ­ვა პრო­ცე­სი, გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო მე­ო­რე სე­მესტრი და სუ­ლაც, ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო სას­წავ­ლო წელი - ამის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ? მე მგო­ნია, რომ ეს სწო­რი მო­წო­დე­ბა არ არის" - აღ­ნიშ­ნავს გია მურ­ღუ­ლია.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­მი­ნის­ტრო ცხა­დია, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღებს, თუმ­ცა, თუ მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.თ .
12

ვის მოსწონს დისტანციური სწავლა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს! ჩავაგდოთ წელი? კი მაგრამ რამდენი წელის ჩაგდება მაგვიწევს ხომ არ ვიცით?!

ნანა
0

ვერანაირი, თუნდაც საუკეთესო ონლაინსწავლება ვერ შეცვლის რეალურ საკლასო ოთახს, რადგან სკოლაში გარდა მეცნიერებებისა, ბავშვი თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობას, მეგობრობას, სიყვარულს და საერთოდ, ადამიანობას სწავლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დაძლევენ თუ არა მოსწავლეები ონლაინ-რეჟიმში სწავლას?

დაძლევენ თუ არა მოსწავლეები ონლაინ-რეჟიმში სწავლას?

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა, რამაც გაამყარა ეჭვი, რომ სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან.

კიდევ ერთი ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს, პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები სკოლაში ჩაუტარდეთ, მესამე და უფრო მაღალი კლასის მოსწავლეები კი, სწავლების ონლაინ-რეჟიმზე დარჩნენ.

დაძლევენ თუ არა ქართველი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობას და რამდენად იმოქმედებს ეს განათლების დონეზე? -AMBEBI.GE ამ საკითხზე განათლების სფეროს ექსპერტებისა და მოსწავლეების მშობლების მოსაზრებით დაინტერესდა.

ჩვენი რესპონდენტის, ანას შვილები მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. დედა აღნიშნავს, რომ გაზაფხულის სემესტრში ონლაინ-სწავლება საკმაოდ ქაოტური იყო და თუ ბავშვები სკოლაში სექტემბერშიც ვერ დაბრუნდებიან, პროცესი უკეთ უნდა იყოს ორგანიზებული.

- რა თქმა უნდა, თუ ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლებლობას არ მოგვცემს, სწავლის სკოლებში გაგრძელებას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ სწავლის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება გადაწყდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისე მიშვებული, უკონტროლო და არასრულფასოვანი, როგორც გაზაფხულზე იყო.

მესმის, განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მაგრამ ახლა მაინც, ზაფხულში სამინისტროს, სკოლას, მასწავლებლებს აქვთ დრო, უკეთ მოემზადონ მოსწავლეებთან შესახვედრად. ჩემი აზრით, დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლებში ტექნიკური ცოდნის დეფიციტი და მოტივაციის ნაკლებობა გამოავლინა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების ონლაინ ფორმატში გადატანას, ტექნოლოგიებისა განვითარების მიუხედავად, ბეჭდურ წიგნებს ანალოგი არ აქვთ. სამწუხაროდ, ბავშვებს კომპიუტერებთან, გაჯეტებთან დიდი დოზით უწევთ კონტაქტი და სახელმძღვანელოების ონლაინ ვერსიების დამატება ძალიან ზედმეტია, ისედაც, დღის უდიდეს ნაწილს ეკრანებთან ატარებენ. ამით იქმნება საფრთხე, რომ ბავშვი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება ტექნიკაზე და მეტად გაუცხოვდება წიგნთან. თანაც, შევამჩნიე, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილების დროს უფრო მეტად იღლებიან, ეს პროცესი მათთვის გაცილებით დამღლელია, ვიდრე რეალურად სწავლა“, - აღნიშნავს ანა.

ასევე ორი შვილის - პირველი და მეხუთე კლასელების დედა ეკა გვეუბნება, რომ ბავშვების სახლიდან მეცადინეობას ერთი პრობლემა ახლავს თან - ახალ თავსატეხს გაუჩენს დასაქმებულ მშობლებს, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან:

- ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე წინ არაფერი დგას, მათ შორის არც განათლება, სექტემბრიდან სწავლა განახლდება თუ არ განახლდება, ივლიან სკოლაში თუ - არა, ისინი საჭირო ცოდნას იღებენ.

ვფიქრობ, ცოდნა ონლაინ გაკვეთილებითაც მიიღეს, რადგან ვესწრებოდი და პროცესს აქტიურად ვაკვირდებოდი, რომლითაც საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. თუმცა, გარდა ცოდნისა, არის ადამიანური ურთიერთობები, რომელსაც ბავშვი სკოლაში სწავლობს, მეგობრებთან, პედაგოგებთან კომუნიკაციით. მით უმეტეს, ჩემი უმცროსი შვილი პირველკლასელია, ნახევარი სემესტრი ისწავლა სკოლაში და მეორე ნახევარი ონლაინ რეჟიმში გაატარა. მისთვის ეს უფრო რთულია, რადგან ბავშვი საკლასო ოთახს მიეჩვია, ისწავლა როგორ უნდა იჯდეს 45 წუთის განმავლობაში და უსმინოს მასწავლებელს.

არის კიდევ ერთი მომენტი, მე ბავშვების დამტოვებელი მყავს - ბებიები აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ ვინც მუშაობს და ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, მათთვის შვილის სახლში დატოვება ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ ბავშვი დაბალი კლასის მოსწავლეა" - აღნიშნავს ეკა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ელექტრონულ წიგნებზე გადასვლით ბავშვები წიგნთან კავშირს დაკარგავენ, მშობელი გვპასუხობს, რომ ამჟამად ეს საკითხი არ აწუხებს, თუმცა არ ისურვებდა, სწავლა მუდმივად ელექტრონული წიგნებით მიმდინარეობდეს:

- წიგნებს რომ არ მოწყდნენ, კლასგარეშე საკითხავი მიმაქვს მათთვის აგარაკზე, სადაც პანდემიის გამო თებერვლის შემდეგ არიან. ჩემს ორივე შვილს კითხვის საათი აქვს, როდესაც კომპიუტერთან არ უნდა იყვნენ და წიგნთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ზოგადად, არ მივესალმები, რომ სულ კომპიუტერთან იყვნენ.

უმცროსი ეკრანის წინ ისედაც დიდ დროს ატარებდა, ახლა ონლაინ სწავლებაც დაემატა და ხანდახან თვალები სტკივა. რა თქმა უნდა, არ ვისურვებ, რომ სულ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლების პროცესი, მაგრამ თუ ეს გარკვეულ ეტაპზე ეპიდსიტუაციას დასჭირდება, თუნდაც სექტემბერში, მოვითმენთ" - აცხადებს ორი შვილის დედა.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით, ელექტრონული წიგნების მომზადება აქამდეც უნდა დაწყებულიყო ქვეყანაში:

- ჯერ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ სამინისტრო ემზადება დისტანციური რეჟიმით სწავლის დაწყებისთვის, თუმცა, ლოგიკური იქნება, მოემზადოს იმ ვითარებისთვის, როდესაც სკოლა შეიძლება დაიკეტოს.

სექტემბერში, სკოლებში სწავლა რომც აღდგეს, არაა გამორიცხული, შემდგომში ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღა იყოს, ამიტომ სამინისტროს მზაობა მნიშვნელოვანია

ელექტრონული წიგნების მომზადება აქამდეც უნდა დაწყებულიყო, რადგან ეს მოსწავლეებს უფრო მეტად აძლევს შესაძლებლობას, ინტერაქტიულ რეჟიმში იურთიერთონ იმ მასალასთან, რომელსაც სწავლობენ, შეასრულონ დავალებები, მულტიმედიური მასალის გამოყენებით ისწავლონ და ა.შ. თავისთავად, ელექტრონული წიგნის წარმოება ქართული გამომცემლობებისთვისაც სრულიად ახალი ხილია, თანაც, მათში არ იგულისხმება ჩვეულებრივი წიგნის ციფრული ასლის გაკეთება, არამედ, იგულისხმება სრულიად სხვა ფორმატი, სწავლების დროს სხვა ტიპის მასალის და სავარჯიშოების, კომუნიკაციის შესაძლებლობების გამოყენება.

მაგალითად, არსებობს წიგნები, რომელიც ადაპტირებადია მოსწავლეების უნარების მიმართ, არის წიგნები, რომლითაც შესაძლებლობა ჩნდება, მასწავლებელმა თავად მოახდინოს პროგრამის თანმიმდევრობის თუ სირთულის მობილიზება და ა.შ. ასე რომ, ელექტრონულ ფორმატს ბევრი შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჩვეულებრივი წიგნების PDF ფორმატის ციფრული ვერსიებით შემოიფარგლება. მგონია, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა აღდგეს სწავლა, ამ თემაზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს" - აღნიშნავს ჯანაშია.

კითხვაზე, ბოლო თვეების განმავლობაში რა შედეგი ჰქონდა დისტანციურ სწავლებას და როგორ იმოქმედებს ეს მოსწავლწეების აკადემიურ მოსწრებაზე, განათლების ექსპერტი გვპასუხობს:

"ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერ არაა ცნობილი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა შეძლო დისტანციურად სწავლა, არც ამგვარი სწავლის შედეგები და ხარისხი ვიცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სერიოზული პრობლემები იყო, რადგან იმ შეზღუდული სტატისტიკის ფარგლებშიც კი, რაც საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი, - ვიცით, რამდენი მომხმარებელი გაჩნდა Microsoft Teams-ის, ვიცით ქვეყანაში ინტერნეტის დაფარვა - ვიცით, რომ დისტანციურად სწავლაში მოსწავლეების 1/3-ს მაინც სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ისინი კი, ვინც დისტანციურად სწავლობდნენ, არ ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის განათლებას იღებდნენ.

მასწავლებლებს მოუწიათ ამ ახალ ფორმატზე სრულიად სპონტანურად, მოუმზადებლად გადასვლა, ხოლო ხარისხის პრობლემა ჩვეულებრივ ფორმატში თუ საკმაოდ მაღალი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე პრობლემა იქნება დისტანციურშიც

ეს უფრო მეტად იმ ბავშვებზე მოქმედებს, რომელთაც სწავლისთვის ისედაც ცუდი პირობები ჰქონდათ, მაგალითად, სოციალურად დაუცველები, ისინი, ინტერნეტზე არ მიუწვდებათ ხელი და ა.შ. აქედან გამომდინარე, პრობლემა არსებობს, მოსწავლეებს შორის უთანასწორობა იზრდება, სამინისტრომ პირველ რიგში, ამაზე უნდა იზრუნოს - ელექტრონული რესურსების მომზადებაზე და მერე მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე“, - აცხადებს სიმონ ჯანაშია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ფილოლოგისა და პედაგოგის, გია მურღულიას მოსაზრებით, მაქსიმალურად უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ სექტემბერში სწავლა განახლდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული სწავლება საკლასო ოთახებში ფიზიკურად ყოფნასთან შედარებით უფრო დაბალი დონისაა.

"ყველას გვაქვს იმედი და ვფიქრობ, რა შესაძლებლობასაც სიტუაცია მოგვცემს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივი რეჟიმით გაგრძელდეს. წინასწარ არამგონია, ვინმემ იცოდეს, როგორი ვითარება გვექნება სექტემბერში და სავსებით ბუნებრივია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თითოეული სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმაც წინასწარ იფიქრონ იმაზე, რომ ასეთ ვითარებაში მოუწევთ სასწავლო პროცესის გაგრძელება, მაშინ როგორ მოიქცნენ.

მზად უნდა იყოს თითოეული სკოლა საქართველოში, მასწავლებელი და მთლიანად სისტემა. ვფიქრობ, რომ არაფერი მოულოდნელი ან ალოგიკური ასეთ გადაწყვეტილებაში არაა - მით უმეტეს, რომ დისტანციური და ონლაინ სწავლება უკვე, ისედაც უნდა იქცეს ქართული საგანმანათლებლო სივრცის ორგანულ ნაწილად. მოგეხსენებათ, დღეს არსებობს ვირტუალური უნივერსიტეტები, კოლეჯები და სკოლები. ჩვენთან ამ პროცესს ცოტა დააგვიანდა, მაგრამ პანდემიამ დაგვაჩქარა.

მე არ ვიტყვი, ელექტრონული სწავლება უფრო ცუდია თუ - კარგი, ვიტყვი, რომ ერთგვარად განსხვავებულია. რასაკვირველია, ონლაინ სწავლებას, რომელსაც სკოლები ატარებენ, ყველა ფორმალური მომენტი ახლავს, რაც ჩვეულებრივ, სკოლაში სწავლებას აქვს, იქ უკუკავშირი საკმაოდ სოლიდურია, მასწავლებელს შეუძლია დაინახოს, როგორ ესმით ბავშვებს მის მიერ ახსნილი მასალა, რა კითხვები ებადებათ, შეუძლია, უპასუხოს ამ კითხვებს, საშინაო დავალება მისცეს და ა.შ.

ონლაინ სწავლების დროს ინტერაქციის შესაძლებლობები გაცილებით მეტია, პრაქტიკულად იგივეა, რაც ჩვეულებრივ გაკვეთილზე - უყურებთ ბავშვს, მის მეყსეულ რეაქციას თქვენს საუბარზე, კითხვებსა და პასუხებზე და ა.შ

კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი სწავლება პრაქტიკულად უშედეგო იყო, - ასეთი შეფასებებიც მომისმენია. ონლაინ სწავლების პირობებშიც, ტელე სკოლამაც შეავსო ეს მიმართულება, საკმაოდ სერიოზული ცოდნის მიღება შეეძლოთ ბავშვებს. პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვეულებრივ სასკოლო პროცესსაც ახლავს, ხანდახან უხვადაც. ამ პრობლემებს ერთ შემთხვევაშიც უნდა მივხედოთ და მეორე შემთხვევაშიც.

ალტერნატივად რას ასახელებს ის ხალხი, ვინც აქტიურად აკრიტიკებს ონლაინ სწავლებასა და ტელესკოლას? ალტერნატივა ის იყო, რომ არაფერი გაგვეკეთებინა. რისკენ მოგვიწოდებენ ეს ადამიანები - იმის შიშით, რომ შეიძლება, სწავლების ამ ახალ კულტურას ხარვეზები ჰქონდეს (და რასაკვირველია, ჰქონდა და ექნებოდა კიდეც), არაფერი გვექნა და ბავშვები უსწავლელები დაგვეტოვებინა, მიგვეშვა პროცესი, გაუქმებულიყო მეორე სემესტრი და სულაც, ჩავარდნილიყო სასწავლო წელი - ამისკენ მოგვიწოდებენ? მე მგონია, რომ ეს სწორი მოწოდება არ არის" - აღნიშნავს გია მურღულია.

ახალი სასწავლო წლიდან ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას სამინისტრო ცხადია, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღებს, თუმცა, თუ მეორე ტალღა დაიწყება, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იქნება...

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ