"რუსთავი 2"-ზე უპრეცედენტო პროექტი "დიდი სცენა" დაიწყო. ეს მეგაშოუს მეორე სეზონია. 28 ივნისს ეთერში მეორე სერია გავა, საიდანაც მაყურებელი უკვე ათეულის ვინაობას გაიგებს. ლაივ-კონცერტები 5 ივლისს დაიწყება.
გადაცემა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ყოველ კვირას, 22:00 საათზე გავა.
ჟიურის სკამებს ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი და გიორგი ცაგარელი დაიკავებენ.