მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს
"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. კონ­კურ­სან­ტე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე ახერ­ხე­ბენ მა­ყუ­რებ­ლის გა­ო­ცე­ბას. ამ­ჯე­რად გა­სუ­ლი გა­და­ცე­მის ერთ-ერთ ლი­დერს, ანნა კუ­ჭა­ვას გა­გაც­ნობთ.

ანნა პრო­ფე­სი­ით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ქო­ფი­რა­ი­თე­რია. კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლის დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძე­ბით ჟი­უ­რის შე­ქე­ბა და­იმ­სა­ხუ­როს. რო­გორც ამ­ბობს, მისი ძლი­ე­რი მხა­რე სერ­ვი­რე­ბა და გე­მო­ე­ბის სწო­რი ბა­ლან­სია.

- კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით?

- კუ­ლი­ნა­რი­ამ ბავ­შვო­ბი­დან გა­მი­ტა­ცა. დედა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ამ­ზა­დებს და ძა­ლი­ან კარგ რჩე­ვებს მაძ­ლევს. მე და მას პა­ტა­რა ორან­ჟე­რეა და ფერ­მა გვაქვს, სა­დაც ჩვე­ნი ხე­ლით მოგ­ვყავს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი. ესეც ჩემი ერ­თგვა­რი გა­ტა­ცე­ბაა, რომ იმ ახა­ლი, სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შევ­ქმნა რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძი. ვფიქ­რობ, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­არ­ჩიო და პა­ტი­ვი სცე იმ პრო­დუქ­ტებს, რომ­ლებ­საც იყე­ნებ.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, ხში­რად ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს და დავ­რწმუნ­დი, რომ პრო­ცე­სიც და და­გე­მოვ­ნე­ბაც ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. მინ­დო­და ისე­თი პრო­ექ­ტი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, სა­დაც ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­მოვ­ცდი­დი.

- და მას­ტერ­შე­ფიც გა­მოჩ­ნდა. აქამ­დე რა­ტომ იკა­ვებ­დით თავს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­გან?

- ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს წინა ორ სე­ზონს. მე­გობ­რე­ბი სულ მთხოვ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, მაგ­რამ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო თავს ვი­კა­ვებ­დი. გარ­და ამი­სა, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. მინ­დო­და მე­ნა­ხა, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და მას­ტერ­შე­ფი ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში და შემ­დეგ უკვე, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე­სა­მე სე­ზო­ნი იქ­ნე­ბო­და, კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. გარ­და იმი­სა, რომ მე ჩუ­მად, ყვე­ლა­სა­გან მა­ლუ­ლად გა­ვაგ­ზავ­ნე აპ­ლი­კა­ცია, აღ­მოჩ­ნდა, რომ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა ჩემი სა­ხე­ლით შე­ავ­სო გა­ნა­ცხა­დი და გა­აგ­ზავ­ნა... ასე რომ, უკვე გარ­და­უ­ვა­ლი იყო ჩემი მას­ტერ­შეფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით პრო­ექ­ტის მე­სა­მე სე­ზონს?

- მხო­ლოდ შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა, მა­ყუ­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­შიც იგ­რძნო­ბა, თუ რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ხა­რის­ხი. ძა­ლი­ან ცოტა შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, რო­დე­საც კონ­კურ­სანტს ცუდი კერ­ძი ჰქონ­და. იმის გამო, რომ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ვართ, ჟი­უ­რი უფრო მომ­თხოვ­ნია ჩვენ მი­მართ.

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან რომ­ლის აზ­რია თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- რა თქმა უნდა, სა­მი­ვე­სი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ლუ­კას, რო­გორც ტექ­ნი­კო­სის, შე­ნიშ­ვნე­ბი და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ძა­ლი­ან მომ­წონს კონ­სტან­ტი­ნეს შე­ფა­სე­ბე­ბი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ კერ­ძის სწო­რად შე­სა­ფა­სებ­ლად მის ყვე­ლა კომ­პო­ნენტს უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა, კონ­სტან­ტი­ნე კი სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვანს, ვფიქ­რობ, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლია. ჩემ­თვის მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის ტრანსფორ­მი­რე­ბა. მის კერ­ძებს რომ ვუ­ყუ­რებ, ვხვდე­ბი, რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ას.

- რა გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად, რომ სტა­ბი­ლუ­რად კარ­გი კერ­ძე­ბი აჩ­ვე­ნოთ ჟი­უ­რის?

- რაც უფრო ცო­ტა­ნი ვრჩე­ბით, კონ­კუ­რენ­ცია იზ­რდე­ბა და მით მე­ტად მიჩ­ნდე­ბა იმის გან­ცდა, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ გა­მარ­ჯვე­ბას­თან. ვფიქ­რობ, მონ­დო­მე­ბი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის ხარ­ჯზე შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დეს და მი­ზანს მი­ვაღ­წიო.

ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ეს­თე­ტი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ის, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლო. რაც გას­ტრო­ნო­მი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი, სულ კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ებს ვუ­ყუ­რებ, თვალს ვა­დევ­ნებ ახალ ტენ­დენ­ცი­ებს, რო­მელ­თა და­ნერგვსა­საც შემ­დეგ ჩემს პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვცდი­ლობ.

- რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლია. რამ­დე­ნად რთუ­ლია მათ­თან შე­ჯიბ­რი?

- ჩემ­თვის უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლებ­თან შე­ჯიბ­რი მი­წევს. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნა­ხო, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­საც კი, თუკი მას ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა, გე­მოვ­ნე­ბა და ეს­თე­ტი­კის შეგ­რძნე­ბა აქვს, შე­უძ­ლია კუ­ლი­ნა­რია წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა და ამი­სათ­ვის არ არის სა­ჭი­რო 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გქონ­დეს. ყო­ველ ჯერ­ზე ჩემი კერ­ძით ამის დამ­ტკი­ცე­ბა უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა ჩემ­თვის.

ზურა
0

ბრავო ანა, წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება. კონკურსანტები ყოველ ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას. ამჯერად გასული გადაცემის ერთ-ერთ ლიდერს, ანნა კუჭავას გაგაცნობთ.

ანნა პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტი და ქოფირაითერია. კულინარიის მიმართულებით პროფესიული გამოცდილება არ აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლის დახვეწილი ტექნიკითა და საინტერესო კერძებით ჟიურის შექება დაიმსახუროს. როგორც ამბობს, მისი ძლიერი მხარე სერვირება და გემოების სწორი ბალანსია.

- კულინარიით როდის დაინტერესდით?

- კულინარიამ ბავშვობიდან გამიტაცა. დედა შესანიშნავად ამზადებს და ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მე და მას პატარა ორანჟერეა და ფერმა გვაქვს, სადაც ჩვენი ხელით მოგვყავს ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხილი და ბოსტნეული. ესეც ჩემი ერთგვარი გატაცებაა, რომ იმ ახალი, სეზონური პროდუქტების გამოყენებით შევქმნა რაღაც ახალი და საინტერესო კერძი. ვფიქრობ, კულინარიაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო და პატივი სცე იმ პროდუქტებს, რომლებსაც იყენებ.

დამოუკიდებელი მოზარდი ვიყავი, ხშირად ვამზადებდი კერძებს და დავრწმუნდი, რომ პროცესიც და დაგემოვნებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მინდოდა ისეთი პროექტი გამოჩენილიყო, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვცდიდი.

- და მასტერშეფიც გამოჩნდა. აქამდე რატომ იკავებდით თავს მონაწილეობის მიღებისგან?

- ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს წინა ორ სეზონს. მეგობრები სულ მთხოვდნენ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო თავს ვიკავებდი. გარდა ამისა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ვიყავი. მინდოდა მენახა, როგორ ჩამოყალიბდებოდა მასტერშეფი ქართულ სატელევიზიო სივრცეში და შემდეგ უკვე, როდესაც გავიგე, რომ მესამე სეზონი იქნებოდა, კურიოზული ამბავი მოხდა. გარდა იმისა, რომ მე ჩუმად, ყველასაგან მალულად გავაგზავნე აპლიკაცია, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მეგობარმა ჩემი სახელით შეავსო განაცხადი და გააგზავნა... ასე რომ, უკვე გარდაუვალი იყო ჩემი მასტერშეფში მონაწილეობა.

- როგორ შეაფასებდით პროექტის მესამე სეზონს?

- მხოლოდ შიდა სამზარეულოში არა, მაყურებლის გამოხმაურებებშიც იგრძნობა, თუ რამდენად გაუმჯობესებულია ხარისხი. ძალიან ცოტა შემთხვევა მახსოვს, როდესაც კონკურსანტს ცუდი კერძი ჰქონდა. იმის გამო, რომ ძლიერი კონკურსანტები ვართ, ჟიური უფრო მომთხოვნია ჩვენ მიმართ.

- ჟიურის წევრებიდან რომლის აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, სამივესი. ძალიან მაინტერესებს ლუკას, როგორც ტექნიკოსის, შენიშვნები და ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო. ძალიან მომწონს კონსტანტინეს შეფასებები, რადგან ვფიქრობ, რომ კერძის სწორად შესაფასებლად მის ყველა კომპონენტს უნდა მიექცეს ყურადღება, კონსტანტინე კი სწორედ ასე იქცევა. რაც შეეხება ლევანს, ვფიქრობ, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული შეფ-მზარეულია. ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ქართული კულინარიის ტრანსფორმირება. მის კერძებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რამხელა პოტენციალი აქვს ქართულ გასტრონომიას.

- რა გეხმარებათ ყველაზე მეტად, რომ სტაბილურად კარგი კერძები აჩვენოთ ჟიურის?

- რაც უფრო ცოტანი ვრჩებით, კონკურენცია იზრდება და მით მეტად მიჩნდება იმის განცდა, რომ ძალიან ახლოს ვარ გამარჯვებასთან. ვფიქრობ, მონდომებისა და დაუღალავი შრომის ხარჯზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მიზანს მივაღწიო.

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ესთეტი და თანმიმდევრული ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ის, რაც მაინტერესებს, საფუძვლიანად შევისწავლო. რაც გასტრონომიით დავინტერესდი, სულ კულინარიულ შოუებს ვუყურებ, თვალს ვადევნებ ახალ ტენდენციებს, რომელთა დანერგვსასაც შემდეგ ჩემს პატარა სამზარეულოში ვცდილობ.

- რამდენიმე კონკურსანტი პროფესიონალი მზარეულია. რამდენად რთულია მათთან შეჯიბრი?

- ჩემთვის უზარმაზარი გამოწვევაა, რომ პროფესიონალ მზარეულებთან შეჯიბრი მიწევს. მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ არაპროფესიონალსაც კი, თუკი მას შინაგანი კულტურა, გემოვნება და ესთეტიკის შეგრძნება აქვს, შეუძლია კულინარია წარმოაჩინოს, როგორც ხელოვნება და ამისათვის არ არის საჭირო 30-წლიანი გამოცდილება გქონდეს. ყოველ ჯერზე ჩემი კერძით ამის დამტკიცება უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის.

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე