მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."
ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."

ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავს. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­შიც აპი­რებ­და, რის­თვი­საც პე­და­გო­გებ­თან მე­ცა­დი­ნე­ობ­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სხვა სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდა და აკა­დე­მი­ა­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ უს­წავ­ლია.

ხატ­ვა კი გა­აგ­რძე­ლა, მაგ­რამ არც ისე აქ­ტი­უ­რად. ამ ბოლო დროს კი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტურ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა იმა­ტა, რომ­ლე­ბიც მნახ­ველს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

და­ვით თე­ლია AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და მკი­თხველს სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბობს:

- აკა­დე­მი­ა­ში არ მის­წავ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მხატ­ვრის დიპ­ლო­მიც არ მაქვს, ამი­ტო­მაც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი მქვია. სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ბოლო დროს ფო­ტო­რე­ა­ლის­ტურ­მა და ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტურ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ გა­მი­ტა­ცა...

ნა­ხატს ფო­ტოს რომ და­ამ­სა­გავ­სებ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფერ­წე­რა და გრა­ფი­კაა, მაგ­რამ ნა­მუ­შე­ვა­რი ნამ­დვილ­თან რაც უფრო მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია, მე­ტად დახ­ვე­წი­ლი გა­მო­დის, მისი შემ­ქმნე­ლი კი ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტი მხატ­ვა­რი გა­მო­დი­ხარ. ამ ჟანრ­ში მუ­შა­ო­ბას თა­ვის წე­სე­ბი აქვს. ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტად რომ გა­ღი­ა­რონ, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეს გა­მო­ფე­ნე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი შე­ფა­სე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს, გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს, რას და რო­გო­რი ტექ­ნი­კით ქმნი და აღი­ა­რე­ბა მერე მო­დის. ასე რომ, ჯერ დამ­წყე­ბი ვარ ამ საქ­მე­ში...

- რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე, ეს არის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. რა დროს ან­დო­მებთ ერთ ნა­მუ­შე­ვარს?

- ხატ­ვის პრო­ცესს ვი­ნიშ­ნავ და გა­მო­დის, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 40-60 სა­ა­თამ­დე ვუთ­მობ. რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ას, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ხედ­ვი­და­ნაა გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მო­მე­წო­ნე­ბა და რა­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, ვხა­ტავ. გინ­და - ფო­ტო­დან იყოს და გინ­დაც - ნა­ტუ­რი­დან. მე თვი­თო­ნაც ამი­გია კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი... უამ­რა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია, უმ­რავ­ლე­სო­ბა ფო­ტო­და­ნაა გა­და­ხა­ტუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ფოტო ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, არის მხატ­ვრუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლის და­ხატ­ვაც შე­იძ­ლე­ბა. რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბა და ჩავ­თვლი, რომ ეს მხატ­ვრუ­ლია, მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ.

- სა­ოც­რად რე­ა­ლის­ტუ­რია თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ასე­თი სი­ზუს­ტით ხატ­ვას რო­გორ ახერ­ხებთ?

- შე­მიძ­ლია შტრი­ხე­ბით დავ­ხა­ტო, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­უ­რია, ულა­მა­ზე­სია, მხატ­ვრუ­ლია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვა­მუ­შა­ვებ, სა­ნამ არ მი­ვიყ­ვან იმ დო­ნემ­დე, რომ მო­მე­წო­ნე­ბა...

ბევ­რი სკეპ­ტი­კო­სიც გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ არ ვაქ­ცევ მათ ყუ­რა­დღე­ბას, რად­გა­ნაც ჩემი ხედ­ვა მაქვს, სკეპ­ტი­კო­სებს რომ ავ­ყვე, ისე­თი ხალ­ხია, შე­იძ­ლე­ბა ფან­ქა­რი გა­და­მაგ­დე­ბი­ნონ, ხატ­ვას მო­მა­შო­რონ. მოკ­ლედ, არ ვყვე­ბი, ჩე­მე­ბუ­რად ვხა­ტავ. მათ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და ნურც ნუ­რა­ვინ ჩა­ე­რე­ვა ჩემს საქ­მე­ში! რო­გორც მინ­და და რა­ნა­ი­რა­დაც, ისე ვხა­ტავ...

ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა სხე­უ­ლის, სა­ხა­ტა­ვი ობი­ექ­ტის ერთი შე­ხედ­ვით, თვა­ლით უხი­ლა­ვი ნა­წი­ლე­ბი და­ამ­სგავ­სო ნამ­დვილს. კა­ნის ზე­და­პი­რი, სტრუქ­ტუ­რა, სა­ხე­ზე ნა­ო­ჭი, ბეწ­ვი, ძარ­ღვე­ბი, თვა­ლის სიღ­რმე - ეს უკვე ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მია...

- სად, რო­გორ და რა მა­სა­ლით ქმნით ნა­ხა­ტებს?

- სახ­ლში ვმუ­შა­ობ, ხან ერთ ოთხში გავ­დი­ვარ, ხან - მე­ო­რე­ში. არც სა­ხე­ლოს­ნო მაქვს, არც შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, რაც ამ მხატ­ვრო­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. არც ვი­დე­ო­კა­მე­რა და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მაქვს ისე­თი, რო­მე­ლიც ამ ნა­მუ­შევ­რებს გა­და­ი­ღებს... მოკ­ლედ, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ახლა იწყე­ბა და ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ბევ­რი იდეა მაქვს და ბევ­რი საქ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­სა­ლას, ვხა­ტავ „ვატ­მა­ნის“ ფორ­მატ­ზე, რაც უფრო სქე­ლია, ნა­ხა­ტი უფრო კარ­გი ხა­რის­ხი­საა. ვი­ყე­ნებ ფან­ქარს, ნახ­შირს, ფე­რად ფან­ქრებ­საც და რა თქმა უნდა, საშ­ლელს.

- ხატ­ვი­სას რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ყურ­სას­მე­ნებ­ში ხატ­ვი­სას სა­სი­ა­მოვ­ნოდ უნდა მეს­მო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ტექ­ნი­კას, ამ ჟან­რის „მხეც“ მხატ­ვრებ­თან შე­და­რე­ბით ჯერ და­ბალ დო­ნე­ზე ვარ. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უმაგ­რეს და უდი­დეს ნა­ხა­ტებს ქმნი­ან, რომ­ლე­ბიც მი­ლი­ო­ნე­ბი ღირს... მა­ღა­ლი დონე-მეთ­ქი რომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა­ში იხ­ვე­წე­ბა და მო­დის, ჯერ ახალ­ბე­და ვარ, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, სა­ა­ხალ­წლოდ და­ვი­წყე... რა­ღა­ცე­ბი დავ­ხა­ტე, მო­ე­წო­ნათ და მივ­ხვდი, რომ არ უნდა გავ­ჩერ­დე.

პრო­ფე­სი­ო­ნალ მხატ­ვრებ­თა­ნაც მაქვს კონ­ტაქ­ტი, მირ­ჩე­ვენ, მა­რი­გე­ბენ, შეც­დო­მებს მის­წო­რე­ბენ. გრა­ფი­კა­ში ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რაც ადრე გავ­ლი­ლი მაქვს, მაგ­რამ აღარ მახ­სოვს... ჩემს ტექ­ნი­კას დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს. თუმ­ცა, ზოგს ეს ად­ვი­ლი საქ­მე ჰგო­ნია. არა­და, ფო­ტო­დან გა­და­ხატ­ვა ურ­თუ­ლე­სი რა­მაა. ბევ­რს შე­უძ­ლია - კონ­ტუ­რი მო­ხა­ზოს, ჩრდი­ლე­ბი გა­უ­კე­თოს, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, იმ ჩრდი­ლებს რო­გორ გა­ა­კე­თებს, რა­ნა­ი­რად გა­მო­სა­ხავს და რა სულს ჩა­უდ­გამს თვი­თონ ნა­ხატს. არის ფოტო, არის ნა­ხა­ტი, მაგ­რამ ბევ­რი ნა­ხა­ტი ფო­ტოს სჯო­ბია!

- თქვე­ნი „ბე­ბია“ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია...

- "ბე­ბი­ას" სა­ნამ დავ­ხა­ტავ­დი, ფოტო მო­მე­წო­ნა და შემ­დეგ ნა­ხა­ტი შევ­ქმე­ნი... ნა­მუ­შევ­რებს სა­ერ­თოდ დიდ ფორ­მა­ტებ­ზე ვქმნი, და­ახ­ლო­ე­ბი 75/90 სმ-ზე. პა­ტა­რებ­ზე ეფექ­ტუ­რი არ გა­მო­დის...

- მსა­ხი­ობ­მა ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა იცის, რომ და­ხა­ტეთ?

- რო­გორ არ იცის. ეს ნა­ხა­ტი მისი სა­კუთ­რე­ბაა, ვა­ჩუ­ქე. მის ოჯახ­თან დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობ. ფოტო, სა­ი­და­ნაც ნა­ხა­ტი შევ­ქმე­ნი, იური მე­ჩი­თო­ვის გა­და­ღე­ბუ­ლია, რო­მელ­საც მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს.

და­მი­ხა­ტავს ზეთ­შიც, აკ­ვა­რელ­შიც, ისი­ნიც კარ­გი ნა­მუ­შევ­რე­ბია, მაგ­რამ შე­დევ­რე­ბი არ არის. მოკ­ლედ, ახლა ეს ჟან­რი მი­ტა­ცებს და უნდა მივ­ყვე ბო­ლომ­დე...

გა­მო­ფე­ნას აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ, ოღონდ, ჯერ არა. ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარს შევ­კრებ, ამო­ვარ­ჩევ, თა­ნაც, სხვა ბევ­რი რა­ღა­ცაა სა­ჭი­რო, რომ გა­მო­ფე­ნა ჩა­ა­ტა­რო. ჯერ უნდა მო­ვემ­ზა­დო.

- აკა­დე­მია რომ არ და­ამ­თავ­რეთ და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­დით, არ გაქვთ სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა?

- რო­გორ არ მქონ­და და ამა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით წუხ­და ჩემი და, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მირ­ჩევ­და, ხატ­ვას მივ­ყო­ლო­დი... მოკ­ლედ, გა­ვი­და დრო და მხო­ლოდ ახლა და­ვი­წყე ის, რაც ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რის­კე­ნაც გული მი­მი­წევ­და. მე­გობ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­და­ნაც მყავ­და და მათ­თან უფრო თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა სი­ტუ­ა­ცია მქონ­და - ადა­მი­ანს მინ­დო­და მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბის გამო ვერ ვი­ყა­ვი, ახლა უკვე მათ­თან ერ­თად ვარ და ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

ღმერთი შენსკენ. დაგლოცოს უფალმა და გესახელებინოს საქართველო

დიმიტრი
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,გაიხარეთ!

ავტორი:

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."

ბავშვობიდან ხატავს. სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაშიც აპირებდა, რისთვისაც პედაგოგებთან მეცადინეობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა სფეროში აღმოჩნდა და აკადემიაში, პროფესიონალურად არ უსწავლია.

ხატვა კი გააგრძელა, მაგრამ არც ისე აქტიურად. ამ ბოლო დროს კი მის შემოქმედებაში ჰიპერრეალისტურმა ნამუშევრებმა იმატა, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს.

დავით თელია AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და მკითხველს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს:

- აკადემიაში არ მისწავლია, შესაბამისად, მხატვრის დიპლომიც არ მაქვს, ამიტომაც არაპროფესიონალი, თვითნასწავლი მხატვარი მქვია. სხვადასხვა ჟანრში მიმუშავია, მაგრამ ბოლო დროს ფოტორეალისტურმა და ჰიპერრეალისტურმა მიმართულებამ გამიტაცა...

ნახატს ფოტოს რომ დაამსაგავსებ, ეს ჩვეულებრივი ფერწერა და გრაფიკაა, მაგრამ ნამუშევარი ნამდვილთან რაც უფრო მიახლოებულია, მეტად დახვეწილი გამოდის, მისი შემქმნელი კი ჰიპერრეალისტი მხატვარი გამოდიხარ. ამ ჟანრში მუშაობას თავის წესები აქვს. ჰიპერრეალისტად რომ გაღიარონ, 5 წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა გქონდეს გამოფენები, ნახატები შეფასებული უნდა ჰქონდეთ ხელოვნებათმცოდნეებს, განსაზღვრული უნდა იყოს, რას და როგორი ტექნიკით ქმნი და აღიარება მერე მოდის. ასე რომ, ჯერ დამწყები ვარ ამ საქმეში...

- როგორც არ უნდა იყოს საქმე, ეს არის ნამუშევრები, რომლებიც ყურადღებას იქცევს. რა დროს ანდომებთ ერთ ნამუშევარს?

- ხატვის პროცესს ვინიშნავ და გამოდის, რომ დაახლოებით 40-60 საათამდე ვუთმობ. რაც შეეხება იდეას, ყველაფერი ჩემი ხედვიდანაა გამომდინარე, რაც მომეწონება და რასაც საჭიროდ ჩავთვლი, ვხატავ. გინდა - ფოტოდან იყოს და გინდაც - ნატურიდან. მე თვითონაც ამიგია კომპოზიციები... უამრავი ნამუშევარია, უმრავლესობა ფოტოდანაა გადახატული. ზოგიერთი ფოტო ჩვეულებრივია, არის მხატვრული ფოტოები, რომლის დახატვაც შეიძლება. რომელიც მომეწონება და ჩავთვლი, რომ ეს მხატვრულია, მუშაობას ვიწყებ.

- საოცრად რეალისტურია თქვენი ნამუშევრები. ასეთი სიზუსტით ხატვას როგორ ახერხებთ?

- შემიძლია შტრიხებით დავხატო, რომელიც აკადემიურია, ულამაზესია, მხატვრულია, მაგრამ ბოლომდე ვამუშავებ, სანამ არ მივიყვან იმ დონემდე, რომ მომეწონება...

ბევრი სკეპტიკოსიც გამოჩნდა, მაგრამ არ ვაქცევ მათ ყურადღებას, რადგანაც ჩემი ხედვა მაქვს, სკეპტიკოსებს რომ ავყვე, ისეთი ხალხია, შეიძლება ფანქარი გადამაგდებინონ, ხატვას მომაშორონ. მოკლედ, არ ვყვები, ჩემებურად ვხატავ. მათ საქმეში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში! როგორც მინდა და რანაირადაც, ისე ვხატავ...

ამ მიმდინარეობისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა სხეულის, სახატავი ობიექტის ერთი შეხედვით, თვალით უხილავი ნაწილები დაამსგავსო ნამდვილს. კანის ზედაპირი, სტრუქტურა, სახეზე ნაოჭი, ბეწვი, ძარღვები, თვალის სიღრმე - ეს უკვე ჰიპერრეალიზმია...

- სად, როგორ და რა მასალით ქმნით ნახატებს?

- სახლში ვმუშაობ, ხან ერთ ოთხში გავდივარ, ხან - მეორეში. არც სახელოსნო მაქვს, არც შესაბამისი ტექნიკა, რაც ამ მხატვრობისთვისაა საჭირო. არც ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი მაქვს ისეთი, რომელიც ამ ნამუშევრებს გადაიღებს... მოკლედ, ჩემი შემოქმედებითი გზა ახლა იწყება და ახლა იწყება ყველაფერი, ბევრი იდეა მაქვს და ბევრი საქმე.

რაც შეეხება მასალას, ვხატავ „ვატმანის“ ფორმატზე, რაც უფრო სქელია, ნახატი უფრო კარგი ხარისხისაა. ვიყენებ ფანქარს, ნახშირს, ფერად ფანქრებსაც და რა თქმა უნდა, საშლელს.

- ხატვისას რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- მუსიკა, რომელიც ყურსასმენებში ხატვისას სასიამოვნოდ უნდა მესმოდეს. რაც შეეხება ჩემს ტექნიკას, ამ ჟანრის „მხეც“ მხატვრებთან შედარებით ჯერ დაბალ დონეზე ვარ. მსოფლიოს მასშტაბით უმაგრეს და უდიდეს ნახატებს ქმნიან, რომლებიც მილიონები ღირს... მაღალი დონე-მეთქი რომ ვამბობ, ეს ყველაფერი გამოცდილებაში იხვეწება და მოდის, ჯერ ახალბედა ვარ, გასული წლის დეკემბერში, საახალწლოდ დავიწყე... რაღაცები დავხატე, მოეწონათ და მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე.

პროფესიონალ მხატვრებთანაც მაქვს კონტაქტი, მირჩევენ, მარიგებენ, შეცდომებს მისწორებენ. გრაფიკაში ბევრი ნიუანსია, რაც ადრე გავლილი მაქვს, მაგრამ აღარ მახსოვს... ჩემს ტექნიკას დიდი ყურადღება მიაქციეს. თუმცა, ზოგს ეს ადვილი საქმე ჰგონია. არადა, ფოტოდან გადახატვა ურთულესი რამაა. ბევრს შეუძლია - კონტური მოხაზოს, ჩრდილები გაუკეთოს, მაგრამ გააჩნია, იმ ჩრდილებს როგორ გააკეთებს, რანაირად გამოსახავს და რა სულს ჩაუდგამს თვითონ ნახატს. არის ფოტო, არის ნახატი, მაგრამ ბევრი ნახატი ფოტოს სჯობია!

- თქვენი „ბებია“ ძალიან შთამბეჭდავია...

- "ბებიას" სანამ დავხატავდი, ფოტო მომეწონა და შემდეგ ნახატი შევქმენი... ნამუშევრებს საერთოდ დიდ ფორმატებზე ვქმნი, დაახლოები 75/90 სმ-ზე. პატარებზე ეფექტური არ გამოდის...

- მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა იცის, რომ დახატეთ?

- როგორ არ იცის. ეს ნახატი მისი საკუთრებაა, ვაჩუქე. მის ოჯახთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ფოტო, საიდანაც ნახატი შევქმენი, იური მეჩითოვის გადაღებულია, რომელსაც მხატვრული ღირებულება აქვს.

დამიხატავს ზეთშიც, აკვარელშიც, ისინიც კარგი ნამუშევრებია, მაგრამ შედევრები არ არის. მოკლედ, ახლა ეს ჟანრი მიტაცებს და უნდა მივყვე ბოლომდე...

გამოფენას აუცილებლად ვაპირებ, ოღონდ, ჯერ არა. ყველა ნამუშევარს შევკრებ, ამოვარჩევ, თანაც, სხვა ბევრი რაღაცაა საჭირო, რომ გამოფენა ჩაატარო. ჯერ უნდა მოვემზადო.

- აკადემია რომ არ დაამთავრეთ და სხვა მიმართულებით მუშაობდით, არ გაქვთ სინანულის შეგრძნება?

- როგორ არ მქონდა და ამაზე განსაკუთრებით წუხდა ჩემი და, რომელიც ყოველთვის მირჩევდა, ხატვას მივყოლოდი... მოკლედ, გავიდა დრო და მხოლოდ ახლა დავიწყე ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რისკენაც გული მიმიწევდა. მეგობრები ხელოვნების სფეროდანაც მყავდა და მათთან უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია მქონდა - ადამიანს მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ რაღაცების გამო ვერ ვიყავი, ახლა უკვე მათთან ერთად ვარ და ვიქნები ბოლომდე.