საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“
მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“

სა­ს­ექ­სის ყო­ფი­ლი ჰერ­ცო­გი­ნია მე­გან მარ­კლი, მარ­თა­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბას გა­ე­რი­და და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ამე­რი­კა­ში იმი­ტომ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რომ ზედ­მე­ტი ჭო­რე­ბის გა­რე­შე ეცხოვ­რა, თუმ­ცა პრე­სა­ში ის მა­ინც გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა.

ჰარი და მე­გა­ნი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გა­ვენ. ამ­ჯე­რად მე­გა­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში წლე­ბის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გამო მო­ექ­ცა, რო­მე­ლიც მის­მა მე­გო­ბარ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

საქ­მე ისაა, რომ მე­ამ­ბო­ხე მე­გა­ნი ფო­ტო­ზე სულ სხვა­ნა­ი­რია და გულ­შე­მატ­კივ­რებს მისი ცნო­ბა უჭირთ.

"მე და მე­გა­ნი ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კას ერ­თად ვსწავ­ლობ­დით, შემ­დეგ გა­ვი­ზარ­დეთ და ის სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია გახ­და, მაგ­რამ მე თუ მკი­თხვათ, ცხოვ­რე­ბა ისევ ისე­თია“, - წერს კეტ­რინ ფოს­ტე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კეტ­რინ­მა ეს ფოტო რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ახლა მი­ი­პყრო.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ეს მარ­თლა მე­გა­ნია?

ცხვი­რი აშ­კა­რად გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს,

აი, მეს­მის პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ძალა,

ერთი წუ­თით, თქვენ გინ­დათ მი­თხრათ, რომ ეს მე­გა­ნია? - წე­რენ ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ The Suit-ის ვარ­სკვლავს არა­ნა­ი­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია არ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მხო­ლოდ წარ­ბის ფორ­მა აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რის გა­მოც ის სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჰარი და მე­გა­ნი ამ­ჟა­მად აშშ-ში ლოს ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თი­დან იან­ვარ­ში წა­ვიდ­ნენ, ჯერ კა­ნა­და­ში ცხოვ­რობ­დნენ, ხოლო შემ­დეგ აშშ-ში გა­და­ბარ­გდნენ. წყვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა სურ­დათ და ამის გამო სა­მე­ფო ოჯა­ხის პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნად გა­მოს­დით ეს უც­ნო­ბია.

ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის სა­კი­თხია ის, თუ ვინ ზრუ­ნავს მათ დაც­ვა­ზე. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კითხს ფი­ნან­სუ­რად პრინ­ცი ჩარლ­ზი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ბოლო დროს ყვი­თელ პრე­სა­ში სა­ი­დუმ­ლო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სულ უფრო ხში­რად წე­რენ, რომ მე­გა­ნი და ჰარი ამე­რი­კა­ში თავს არც ისე ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ და რომ მალე ისი­ნი კვლავ ჰა­რის სამ­შობ­ლოს, დიდ ბრი­ტა­ნეთს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eli
3

dzalian momwons megani.💚

--))))
12

ეს თუ პრინცის ცოლია , მე ალბათ სულ ცოტა კლეოპატრა მყოლია )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“

მეგან მარკლის უცნობი ფოტო, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა - "აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა“

სასექსის ყოფილი ჰერცოგინია მეგან მარკლი, მართალია ჟურნალისტების ყურადღებას გაერიდა და დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში იმიტომ გადავიდა საცხოვრებლად, რომ ზედმეტი ჭორების გარეშე ეცხოვრა, თუმცა პრესაში ის მაინც განხილვის მთავარი თემაა.

ჰარი და მეგანი აქტუალობას არ კარგავენ. ამჯერად მეგანი ყურადღების ცენტრში წლების წინ გადაღებული ფოტოს გამო მოექცა, რომელიც მისმა მეგობარმა "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

საქმე ისაა, რომ მეამბოხე მეგანი ფოტოზე სულ სხვანაირია და გულშემატკივრებს მისი ცნობა უჭირთ.

"მე და მეგანი ბავშვობაში მუსიკას ერთად ვსწავლობდით, შემდეგ გავიზარდეთ და ის სასექსის ჰერცოგინია გახდა, მაგრამ მე თუ მკითხვათ, ცხოვრება ისევ ისეთია“, - წერს კეტრინ ფოსტერი.

აღსანიშნავია, რომ კეტრინმა ეს ფოტო რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა, თუმცა ჟურნალისტების ყურადღება მხოლოდ ახლა მიიპყრო.

დაუჯერებელია, ეს მართლა მეგანია?

ცხვირი აშკარად გაკეთებული აქვს,

აი, მესმის პლასტიკური ქირურგიის ძალა,

ერთი წუთით, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს მეგანია? - წერენ ფოტოს კომენტარებში.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ The Suit-ის ვარსკვლავს არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, მხოლოდ წარბის ფორმა აქვს განსხვავებული, რის გამოც ის სხვაგვარად გამოიყურება.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ჰარი და მეგანი ამჟამად აშშ-ში ლოს ანჯელესში ცხოვრობენ. ისინი ბრიტანეთიდან იანვარში წავიდნენ, ჯერ კანადაში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ აშშ-ში გადაბარგდნენ. წყვილმა განაცხადა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ და ამის გამო სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე უარს ამბობდნენ, თუმცა რამდენად გამოსდით ეს უცნობია.

ჯერ კიდევ განხილვის საკითხია ის, თუ ვინ ზრუნავს მათ დაცვაზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ საკითხს ფინანსურად პრინცი ჩარლზი უზრუნველყოფს. ბოლო დროს ყვითელ პრესაში საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით სულ უფრო ხშირად წერენ, რომ მეგანი და ჰარი ამერიკაში თავს არც ისე ბედნიერად გრძნობენ და რომ მალე ისინი კვლავ ჰარის სამშობლოს, დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდებიან.