ავტორი:

რუსთავის "ცხელების ცენტრში" 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსთავის "ცხელების ცენტრში" 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” მყოფ 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც “ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, ქალი, კლინიკის “ცხელების ცენტრში” საკარანტინე სივრციდან ,,კოვიდ19"-ის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

"ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია, გასულ კვირას მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. 84 წლის ქალი რუსთავში ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და „ცხელების ცენტრში“ გუშინ შემოიყვანეს", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ხუთი პირის ბიოლოგიური მასალა იყო საკვლევად გადაგზავნილი და კორონავირუსი, აქედან, მხოლოდ ერთს, 84 წლის ქალს დაუდასტურდა.

3 ახალი შემთხვევიდან 2 სომეხი სტუდენტია, 1 შუა ხნის ქალია ყარაჯალადან, რომლის ინფიცირების წყაროსაც იკვლევენ -   უახლესი ცნობები კოვიდპაციენტებზე

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა