ავტორი:

3 ახალი შემთხვევიდან 2 სომეხი სტუდენტია, 1 შუა ხნის ქალია ყარაჯალადან, რომლის ინფიცირების წყაროსაც იკვლევენ -   უახლესი ცნობები კოვიდპაციენტებზე

3 ახალი შემთხვევიდან 2 სომეხი სტუდენტია, 1 შუა ხნის ქალია ყარაჯალადან, რომლის ინფიცირების წყაროსაც იკვლევენ -   უახლესი ცნობები კოვიდპაციენტებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა. ეზუგბაიას განცხადებით, მესამე ახალი შემთხვევის წყაროსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„დღევანდელი მონაცემებით 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორი არის საკარანტინე სივრციდან და ერთ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით, წყაროს მოძიების თვალსაზრისით, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება. ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე - პნევმონიის გარეშეა. ჩვენი ორი ახალი პაციენტი არის სტუდენტი საკარანტინე სივრციდან, ისინი სწავლობდნენ სომხეთში და დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან. ზოგადად კლინიკაში, 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი თელავში, სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. „კოვიდ 19“ ყარაჯალაში მცხოვრებ შუახნის ქალს დაუდასტურდა.

ინფიცირებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, საიდანაც მას თბილისში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგთა ჯგუფი სოფელში უკვე მუშაობს და სავარაუდო კონტაქტებს იკვლევს.

დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"ამ "მარშუტკის" მძღოლმა, ფაქტიურად, გაწირა 5 ბავშვი" - ინტერნეტში ვრცელდება ყვარელი-თელავის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები

მე-2 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში - თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა

ქუთაისში ავარიას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა - "შეყვარებული შეესწრო ფაქტს... მალე დაქორწინებას აპირებდნენ"