ავტორი:

"მთვრალი ახალგაზრდებისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები... გოგონების შევიწროვება დაიწყესო" - ადვოკატი 19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ დეტალებზე

"მთვრალი ახალგაზრდებისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები... გოგონების შევიწროვება დაიწყესო" - ადვოკატი 19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ დეტალებზე

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა იმის თაობაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, მცხეთაში წვეულებაზე პირველად ნახა გიორგი შაქარაშვილი.

ქასრაშვილი ყვება საქმის გარკვეულ დეტალებს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უამბო საბედისწერო ღამის შესახებ:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, როცა ჩვენ მივედით, 4-6 კაციანი ჯგუფი, იქ დაგვხვდნენ სტუმრები, რომლებსაც არ ვიცნობდითო. ანუ, იმ გოგონას მეგობრები, ვისი დაბადების დღეც იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მივიდა ჯერ და შემდეგ უკვე მოჰყვა გიორგი შაქარაშვილიც მათ, იქ გაიცნეს ერთმანეთი.

როცა შევედით, იქ უკვე მთვრალები იყვნენო. ამ ჯგუფს შეყვათ ელექტრონული მუსიკის დიჯეი და მთვრალი ახალგაზრდებისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები - ბიჭო, დიჯეი და ა.შ. რადგან ფხიზლები ვიყავით, ეს "გავუტარეთო", მერე უკვე ახალგაზრდა გოგონების შევიწროვება დაიწყო იმ ჯგუფმა, რომელიც დახვდა ადგილზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამაზე შენიშვნა მივეცითო.

დაპირისპირება დაიწყო დიჯეის გამო, აბუჩად აიგდეს თითქოს... ამათ კი უპასუხეს, ეს დიჯეი არ არის, უბრალოდ, იცის დაკვრა და ჩვენ რომ გავმხიარულდეთ, დაუკრავს, ამაში ცუდი რა არისო. არ აყვნენ მთვრალებს, დაიწყეს გართობა, ცეკვა და უცებ გავიგონე გარეთ ხმაური, ჩხუბის ხმაო - მეუბნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. გარეთ გავედით და ჩემს ძმაკაცებს ეჩხუბებოდნენო, ეს ხდება აგარაკის ტერიტორიაზე. ცემა და ჩხუბი იყო და დამთავრდა რამდენიმე წუთში.

ამის შემდეგ, იმისთვის რომ მთლად არ ჩაგვეშალა დაბადების დღე ანასთვის, წავედით ლისზე, რომ იქ გაგვეგრძელებინა წვეულებაო. შვიდი კაცი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. დანარჩენები დარჩნენ და მათ შორის გიორგიც, ისინი ეტყობა ტაქსს ელოდნენ, რომ წასულიყვნენ ლისზე. შემდეგ უკვე რა მოხდა, არ ვიცით" - ახმოვანებს ადვოკატი მზია ქასრაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ნაამბობს.

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი პირველ კომენტარს აკეთებს

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება