მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა
"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის საქ­მის "ოქ­როს მოწ­მე", რო­მელ­მაც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბო­ლომ ნახა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, მისი მე­გო­ბა­რი გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლია.

ის მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვავ­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და მას­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად და­ტო­ვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი თბი­ლის­ში წა­მო­სას­ვლე­ლად.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან" სა­უ­ბარ­ში ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რა მოხ­და შემ­თხვე­ვის ღა­მეს. ის ამ­ბობს, რომ შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად აშ­ვე­ლებ­და ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, შემ­დეგ კი ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და რად­გან მან­ქა­ნებ­ში მათი ად­გი­ლი არ იყო, სამ­ნი - ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, შა­ქა­რაშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, ტაქ­სის გა­სა­ჩე­რებ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ გზა­ზე, რა დრო­საც მათ მან­ქა­ნა წა­მო­ე­წი­ათ.

ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ბი­ჭე­ბი გა­იქ­ცნენ. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი "მთა­ვარ­თან" ყვე­ბა, რომ ის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა და და­კარ­გა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან კონ­ტაქ­ტი:

"ჩვენ არ მოგ­ვსვლია ჩხუ­ბი, ვაშ­ვე­ლებ­დით. მერე ის ნა­ცე­მე­ბი წა­ვიდ­ნენ, ვინც იჩხუ­ბა წა­ვიდ­ნენ. სხვა­გან გა­ვაგ­რძე­ლოთ და­ბა­დე­ბის დღეო, მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დნენ და ორი მან­ქა­ნით ავიდ­ნენ ლის­ზე. ვინც ვერ ჩა­ვე­ტი­ეთ, გა­და­ვე­დით ტრა­სა­ზე. ამ დროს მოგ­ვი­ყე­ნეს მან­ქა­ნა და გა­ვი­ქე­ცით, მერე მივტრი­ალ­დით როცა ვნა­ხეთ, რომ წა­ვიდ­ნენ და მერე მე­ო­რედ მოგ­ვაგ­ნეს.

რომ გა­ვი­ქე­ცით, შა­ქა­რა ისე სწრა­ფად გარ­ბო­და, ვერ და­ვე­წიე რა და სხვა გზით მო­მი­წია წას­ვლა, გა­დავ­ვარ­დი ხევ­ში და შა­ქა­რა ჩარ­ბო­და ჩა­სახ­ვევ­ში და კიდე ერთი ტიპი. მანდ ვნა­ხე ბო­ლოს, მა­გის მერე არ მი­ნა­ხავს.

მე ხევ­ში მი­პო­ვეს... ვი­ფიქ­რე, ამათ გავ­ყვე­ბი თბი­ლი­სამ­დე და შა­ქა­რა და ის მე­ო­რე ბიჭი გა­ას­წრე­ბენ, სა­ნამ ესე­ნი თბი­ლის­ში ჩავ­ლენ და მოტ­რი­ალ­დე­ბი­ან უკან­მეთ­ქი. იმის ფიქ­რში ვი­ყა­ვი, სა­ნამ ესე­ნი თბი­ლის­ში წა­მიყ­ვა­ნენ, ეს გაქ­ცე­უ­ლე­ბი თავს უშ­ვე­ლი­ან რა" - ყვე­ბა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი "მთა­ვარ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში.

შე­ნიშ­ვნა: მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა რომ მას კო­მენ­ტა­რი "მთა­ვა­რი არ­ხის­თვის" არ მი­უ­ცია:

"ხალ­ხო, ამ სი­უ­ჟეტ­ში მე ეს კო­მენ­ტა­რი არ მი­მი­ცია ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის. ეს ბიჭი ვი­საც მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, არის ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი და კარ­გად ჩანს რომ არ ვსა­უბ­რობ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და დე­ტა­ლუ­რად. ძა­ლი­ან გთხოვთ ნუ აკე­თებთ დას­კვნებს, უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია "მთა­ვა­რი არხი" - წერს ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
25

დანაშაული ვინც ჩაიდინა ყველა დაისჯება კანონის წინაშე ! 

Giorgi sixarulidze
578

ავანტიურისტო და საქართველოს მტერო გვარამია იცოდე ამ ტრაგედიის პოლიტიზირება არ გაბედო თორემ ხალხი გაგაძევებს საერთოდ საქართველოდან შე ჰალსტუხჭამიას დაქირავებულო პროვოკატორო და ავანტიურისტო ! 

ავტორი:

"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა

"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა

19 წლის ფეხბურთელის საქმის "ოქროს მოწმე", რომელმაც გარდაცვალებამდე ბოლომ ნახა გიორგი შაქარაშვილი, მისი მეგობარი გუკა ამირხანაშვილია.

ის მცხეთაში, ნარეკვავში გამართულ წვეულებაზე, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი თბილისში წამოსასვლელად.

ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში ამირხანაშვილი იხსენებს, რა მოხდა შემთხვევის ღამეს. ის ამბობს, რომ შაქარაშვილთან ერთად აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს, შემდეგ კი ნაქირავები სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და რადგან მანქანებში მათი ადგილი არ იყო, სამნი - ამირხანაშვილი, შაქარაშვილი და კიდევ ერთი მეგობარი, ტაქსის გასაჩერებლად გამოვიდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა წამოეწიათ.

ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ბიჭები გაიქცნენ. ამირხანაშვილი "მთავართან" ყვება, რომ ის სხვა მიმართულებით გაიქცა და დაკარგა გიორგი შაქარაშვილთან კონტაქტი:

"ჩვენ არ მოგვსვლია ჩხუბი, ვაშველებდით. მერე ის ნაცემები წავიდნენ, ვინც იჩხუბა წავიდნენ. სხვაგან გავაგრძელოთ დაბადების დღეო, მანქანაში ჩაჯდნენ და ორი მანქანით ავიდნენ ლისზე. ვინც ვერ ჩავეტიეთ, გადავედით ტრასაზე. ამ დროს მოგვიყენეს მანქანა და გავიქეცით, მერე მივტრიალდით როცა ვნახეთ, რომ წავიდნენ და მერე მეორედ მოგვაგნეს.

რომ გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე რა და სხვა გზით მომიწია წასვლა, გადავვარდი ხევში და შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდე ერთი ტიპი. მანდ ვნახე ბოლოს, მაგის მერე არ მინახავს.

მე ხევში მიპოვეს... ვიფიქრე, ამათ გავყვები თბილისამდე და შაქარა და ის მეორე ბიჭი გაასწრებენ, სანამ ესენი თბილისში ჩავლენ და მოტრიალდებიან უკანმეთქი. იმის ფიქრში ვიყავი, სანამ ესენი თბილისში წამიყვანენ, ეს გაქცეულები თავს უშველიან რა" - ყვება ამირხანაშვილი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

შენიშვნა: მოგვიანებით, ამირხანაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა რომ მას კომენტარი "მთავარი არხისთვის" არ მიუცია:

"ხალხო, ამ სიუჟეტში მე ეს კომენტარი არ მიმიცია ჟურნალისტისთვის. ეს ბიჭი ვისაც მე ველაპარაკებოდი, არის ჩემი ძველი მეგობარი და კარგად ჩანს რომ არ ვსაუბრობ ოფიციალურად და დეტალურად. ძალიან გთხოვთ ნუ აკეთებთ დასკვნებს, უბრალოდ სირცხვილია "მთავარი არხი" - წერს ამირხანაშვილი.

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

"ვფიქრობდი, რომ გიორგის ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა ვეძახდი" - რას ყვება მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ჩვენებაში

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"