საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე
"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"უნდა შე­მუ­შავ­დეს ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­სა და თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ქვე­ყა­ნა­ში" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და კენ­ჭისყ­რის დღეს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე იმ­სჯე­ლეს.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ტარ­დეს და სას­წავ­ლო პრო­ცე­სიც და­ი­წყოს, თუმ­ცა რა იქ­ნე­ბა 4 თვე­ში, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძნე­ლია.

"დღეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა და მას­ში, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჩარ­თუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი. უნდა შე­მუ­შავ­დეს ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­სა და თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ქვე­ყა­ნა­ში.

სა­უ­ბა­რია იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რა­საც ჩვენ ზო­გა­დად ვიძ­ლე­ვით. სა­უ­ბა­რია პირ­ბა­დე­ებ­ზე, დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე, თვი­თონ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ წი­ნას­წარ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე, სა­უ­ბა­რია ასე­ვე იმა­ზე, რო­გორ უნდა მის­ცენ ხმა კა­რან­ტინ­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და არის მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი, რა­ზე­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა. დღეს ყვე­ლა ამ სა­კი­თხის ჩა­მო­ნათ­ვალს მი­ვი­ღებთ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ცეს­კოს თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემს.

დღეს არ­სე­ბობს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ სივ­რცე­ში ერ­თდრო­უ­ლად, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში უნდა ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბით და­ვი­მუ­შა­ოთ ხე­ლე­ბი და ა.შ. ეს ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა მი­ე­სა­და­გოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, რათა ერთი მხრივ, არ და­ირ­ღვეს ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა ხმის მი­ცე­მი­სა და მე­ო­რე მხრივ, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია მო­ვახ­დი­ნოთ.

დღეს მრა­ვალ­ჯერ და­ის­ვა კი­თხვა, დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია იძ­ლე­ვა თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამა­ზე ჩემი პა­სუ­ხია - დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ეპიდსი­ტუ­ა­ცია არის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და ის იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ ტი­პის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ტარ­დეს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სიც და­ი­წყოს და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გა­ფარ­თოვ­დეს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ხაზს ვუს­ვამთ, რომ პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძნე­ლია.

ზო­გა­დად, გლო­ბა­ლუ­რად სი­ტუ­ა­ცია არ მშვიდ­დე­ბა. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბი თვით­დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. ჩვენ ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რა­საც ჯან­დაც­ვის სფე­რო იძ­ლე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვას­რუ­ლოთ,"- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების წესებზე იმსჯელეს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.

"დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში.

საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს.

დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.

დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია - დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია.

ზოგადად, გლობალურად სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ,"- განაცხადა გამყრელიძემ.

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"