მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემით, ბანკში ძვირფასეულობის ნაცვლად, ბიჟუტერიას აგირავებდნენ - დაკავებულია 2 პირი
თაღლითური სქემით, ბანკში ძვირფასეულობის ნაცვლად, ბიჟუტერიას აგირავებდნენ - დაკავებულია 2 პირი

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ორი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ კერ­ძო ლომ­ბარ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და ერთ-ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლის ექ­სპერტ-შემ­ფა­სე­ბელ­თან, რა დრო­საც ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ ბან­კის სერ­ვის ცენ­ტრში, სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ხე­ლით, შედ­გე­ბო­და სა­ლომ­ბარ­დე სეს­ხის ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ნაც­ვლად გი­რა­ო­ში ჩა­სა­დე­ბი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბი­სა, და­გი­რავ­დე­ბო­და არაძ­ვირ­ფა­სი ლი­თო­ნის ნა­კე­თო­ბა­ნი (ე.წ. ბი­ჟუ­ტე­რია).

„აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, 2018-2020 წლებ­ში, 82 ფიქ­ტი­უ­რი სა­ლომ­ბარ­დე სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ტყუ­ე­ბით და­უფლნენ ბან­კის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას, რი­თაც ბანკს მი­ა­ყე­ნეს 3 476 788 ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და­ყა­დაღ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­ზე რი­ცხუ­ლი უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 220-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

სულ გადაირივნენ.

გიგი
0

წესიერი ხალხი უმუშევარია-კრიმინალებს კი ამუშავებენ .. ეგ ორი თუ აკეთებდა მხოლოდ აფიორას კარგად ყიფილა საქმე-ეძინათ დანარჩენებს??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თაღლითური სქემით, ბანკში ძვირფასეულობის ნაცვლად, ბიჟუტერიას აგირავებდნენ - დაკავებულია 2 პირი

თაღლითური სქემით, ბანკში ძვირფასეულობის ნაცვლად, ბიჟუტერიას აგირავებდნენ - დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).

„აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი. გამოძიების პროცესში დაყადაღდა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა