პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი და თქვენი ტვინი
კრიზისი და თქვენი ტვინი

დოქ. ნი­კო­ლა­ოს დი­მიტ­რი­ა­დი­სი - ლექ­ტო­რი, შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის Executive MBA (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­მა­გის­ტრო) პროგ­რა­მა

დოქ. ნი­კო­ლა­ოს დი­მიტ­რი­ა­დი­სი არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როს აღი­ა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი და კონ­სულ­ტან­ტი, აგ­რეთ­ვე, სხვა­დას­ხვა წიგ­ნის ავ­ტო­რი: „ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა ლი­დე­რე­ბის­თვის: A Brain Adaptive Leadership Approach” (მე–2 გა­მო­ცე­მა) და “Advanced Marketing Management: Principles, Skills and Tools” (მარ­კე­ტინ­გის პროგ­რე­სუ­ლი მარ­თვა: პრინ­ცი­პე­ბი, უნა­რე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი), ორი­ვე წიგ­ნი ეკუთ­ვნის Kogan Page London. ნი­კო­ლა­ოს დი­მიტ­რი­ა­დი­სი სი­ტყვით გა­მო­ვი­და TEDx სტრატკლა­ი­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ის არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნე­ი­რო­მარ­კე­ტო­ლო­გი და ლექ­ცი­ას კი­თხუ­ლობ­და ნე­ი­რო­მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის პროგ­რა­მა­ზე ჰამ­ბურ­გის მე­დია სკო­ლა­ში. დოქ. დი­მიტ­რი­ა­დის­მა შე­ის­წავ­ლა 5,000–ზე მეტი ტვი­ნი 25 ქვე­ყა­ნა­ში ნე­ი­რო­მარ­კე­ტინ­გის, neuroHR და სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბის­თვის. ის მუ­შა­ობ­და ისეთ მსხვილ ბრენ­დებ­თან, რო­გო­რი­ცაა IKEA, IBM, JTI, Nestle, Johnson&Johnson, AstraZeneca, T-Mobile, Pierre Fabre, Coca-Cola, Banca Intesa Sanpaolo, Microsoft, CISCO, SAP, VMware, Emirates NBD, Raiffeisen Bank, UNICEF, SocieteGenerale, Credit Agricole, USAID და სხვე­ბი. ბ–ნი ნი­კო­ლა­ო­სი არის Optimal HR Group–ის ნე­ი­რო­სა­მეც­ნი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ნე­ი­რო–კვლე­ვის, ნე­ი­რო–კონ­სულ­ტა­ცი­ის და ნე­ი­რო–ტრე­ნინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბებს.

  • რო­გორ ახ­დენთ ადაპ­ტი­რე­ბას გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის ახალ რე­ა­ლო­ბა­ში?
  • შე­ი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი რე­ჟი­მე­ბი?
  • თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გაძ­ლევთ თუ ზი­ანს გა­ყე­ნებთ?
  • მი­ყავ­ხართ თუ არა აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მებს მენ­ტა­ლუ­რად გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე?
  • რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ თქვე­ნი სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დო­ნეს/ხა­რისხს?

კარ­გი სი­ახ­ლე არის ის, რომ ჩვე­ნი ტვი­ნი მზად არის ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დეს ამ სა­ხის კრი­ზი­სებს! ცუდი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ არ იცის რო­გორ მო­ახ­დი­ნოს ღი­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა ნე­ბის­ყო­ფა, სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის უნა­რი, ემ­პა­თია კრი­ზი­სი­დან უსაფრ­თხოდ გა­მოს­ვლის მიზ­ნით. ამ სტა­ტი­ა­ში დოქ. ნი­კო­ლა­ოს დი­მიტ­რი­ა­დი­სი იყე­ნებს კოგ­ნი­ტურ ფსი­ქო­ლო­გი­ას/ ტვი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბას, ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მის ათწ­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას 20–ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებს და ტვი­ნის ადაპ­ტი­ურ მო­დელს მისი წიგ­ნი­დან - „ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა ლი­დე­რე­ბის­თვის“ - რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს მარ­ტივ გზებს იმის უკეთ გა­სა­გე­ბად, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს კრი­ზი­სი თქვენს ტვინ­ზე და რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მია ერ­თგვა­რი გა­მოც­დაა - თუ ვინ ვართ. ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ღა­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის პე­რი­ო­დებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯგუ­ფებ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ასე­თი ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რო­ბა ჩვენს პრო­ფე­სი­ულ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს სარ­გე­ბელს, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს. მა­ღა­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის პე­რი­ო­დებ­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი­სად­მი და არა სარ­გე­ბე­ლი­სად­მი, თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­ზღვრავს თქვენს მო­მა­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას ჯგუფ­ში. ძლი­ე­რი ლი­დე­რე­ბი, სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და ხალ­ხი გა­მოვ­ლინ­დე­ბა ამ კრი­ზის­ში. ისი­ნი და­ეხ­მა­რე­ბი­ან სხვებს, მზად იქ­ნე­ბი­ან სა­სარ­გებ­ლო როლი შე­ას­რუ­ლონ, ისი­ნი ენ­დო­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, იქ­ნე­ბი­ან აქ­ტი­ურ­ნი, კრე­ა­ტი­ულ­ნი და ხელ­მი­საწ­ვდომ­ნი. ისი­ნი პრი­ო­რი­ტეტს მი­ა­ნი­ჭე­ბენ თა­ვი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს და არა სარ­გე­ბელს. სხვე­ბი და­ი­მა­ლე­ბი­ან, და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ სხვებს და შე­ტე­ვა­ზეც გა­დავ­ლენ. იმი­სათ­ვის, რომ იყოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმს აკე­თებს კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი:

  1. ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი. იქო­ნი­ეთ კავ­ში­რი თქვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გქონ­დეთ კავ­ში­რი ნიშ­ნავს მათ­თან ყოფ­ნას ფი­ზი­კუ­რად, მენ­ტა­ლუ­რად და ემო­ცი­უ­რად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, რო­დე­საც ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ და მო­უს­მი­ნეთ აქ­ტი­უ­რად. გა­ი­თა­ვი­სეთ მათი გრძნო­ბე­ბი და უპა­სუ­ხეთ გულ­წრფე­ლად და თა­ნაგ­რძნო­ბით.
  2. დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მი. ეხე­ბა მათ, ვინც რჩე­ბა სახ­ლში და მუ­შა­ობს სახ­ლი­დან, ასე­ვე მათ, ვინც კვლავ და­დის სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა სჭირ­დე­ბათ ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. და­ეხ­მა­რეთ თქვენს ტვინს ახა­ლი რე­ჟი­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. და­უთ­მეთ თქვენს თავს რამ­დე­ნი­მე დღე და თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის და გა­რე­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეთ საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის პროგ­რა­მა. ახა­ლი რე­ჟი­მე­ბის გან­სა­ზღვრას, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებს რე­ა­ლურ შიდა სა­ჭი­რო­ე­ბებს და არა არა­ბუ­ნებ­რივ სურ­ვი­ლებს. ისი­ნი, ვინც ას­რუ­ლე­ბენ დღი­ურ და­ვა­ლე­ბებს, რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ხით, გა­ნიც­დი­ან ნაკ­ლებ სტრესს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის შე­დე­გე­ბი უარ­ყო­ფი­თია!
  3. გარ­თო­ბა. იუ­მო­რი და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა ორი ძლი­ე­რი მენ­ტა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. თქვენ­თან ახ­ლოს მყოფ პი­რებ­თან გარ­თო­ბის, სი­ცი­ლის, მხი­ა­რუ­ლე­ბის და კრე­ა­ტი­უ­ლი თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ძებ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვან და­დე­ბით ძვრებს მო­ახ­დენს თქვე­ნი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი/სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კუ­თხით. ნა­თე­ლი მხა­რის პოვ­ნა რთულ პე­რი­ოდ­ში არის ის, რაც ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­ულს ხდის. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ „შუქს“ ას­ხი­ვე­ბენ, სა­მუ­და­მოდ ახ­სოვთ.
  4. ტრა­გე­დია. შე­საძ­ლოა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა ასე არ არის. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი დონე პა­რა­დოქ­სუ­ლია: სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვად ჩანს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად ნამ­დვი­ლია. ტრა­გე­დია მნიშ­ვნე­ლო­ბას და გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. გვეხ­მა­რე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბა­ში და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სახ­ვა­ში. ასე­ვე ღრმად გვა­კავ­ში­რებს ჩვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და ბუ­ნებ­რივ სამ­ყა­როს­თან. და­ბა­დე­ბის და სიკ­ვდი­ლის უსას­რუ­ლო ციკ­ლი, მისი გარ­და­უ­ვა­ლო­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბი და ტვირ­თი, რომ­ლის ატა­ნა გვი­წევს შუ­ა­ლედ­ში, არის ის რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს, ზრუნ­ვას და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბას. ჩვე­ნი ტვი­ნი უკეთ მუ­შა­ობს რთულ პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე მშვიდ პე­რი­ოდ­ში. ჩვენ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მზარ­დმა ციფ­რულ­მა ეპო­ქამ, სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯით “იცხოვ­რე ბედ­ნი­ე­რად ახლა“ დაგ­ვა­ვი­წყა ტრა­გე­დია და გვე­ში­ნია კი­დეც მისი. ტრა­გე­დი­ი­სას ჩვენ ვხე­დავთ ჩვენს ნამ­დვილ „მეს“, ვაზ­როვ­ნებთ უფრო ღრმად და უფრო ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი გვაქვს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან. ამ სა­ხით, მო­დით, მთლი­ა­ნად მი­ვი­ღოთ ტრა­გე­დია და მისი ღრმა გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

ჩვენს ტვინს უკვე აქვს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი კრი­ზის­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით: ემ­პა­თია, მხარ­და­ჭე­რა, სიყ­ვა­რუ­ლი, მო­რა­ლი, გა­დამ­წყვე­ტი ზომა/ქმე­დე­ბა, მუქ­თა­ხო­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დას­ჯა, ლი­დე­რო­ბა და ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის უნა­რი. მაგ­რამ ვა­პი­რებთ კი, რომ ჩვენს ტვინს მივ­ცეთ ამ სა­ხით მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? თუ ვახ­დენთ მის პრო­ვო­ცი­რე­ბას ტან­ჯვით, აგ­რე­სი­ით და უთან­ხმო­ე­ბით რე­ა­გი­რე­ბის­თვის? ვი­მე­დოვ­ნებ ჩვენ სწორ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ!

შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის Executive MBA (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­მა­გის­ტრო) პროგ­რა­მა თბი­ლის­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2017 წლი­დან. მომ­დევ­ნო 2020/21 აკა­დე­მი­უ­რი წლის­თვის მი­ღე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ და­უ­კავ­შირ­დით თბი­ლი­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას შემ­დეგ ნო­მერ­ზე: +995 577 221 166.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერძი ბესო
10

ოოოო, სტატიის სათაურში სიტყვა "ტვინია" ნახსენები. ზნაჩიტ ბატონი სიხარულიძე აქ არ შემოვა )))))))))

თერძო
0

ჩაგეთვალა-გავიგუდეეეეე (სიცილით)

 

ავტორი:

კრიზისი და თქვენი ტვინი

კრიზისი და თქვენი ტვინი

დოქ. ნიკოლაოს დიმიტრიადისი - ლექტორი, შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA (ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო) პროგრამა

დოქ. ნიკოლაოს დიმიტრიადისი არის კომუნიკაციების სფეროს აღიარებული სპეციალისტი და კონსულტანტი, აგრეთვე, სხვადასხვა წიგნის ავტორი: „ნეირომეცნიერება ლიდერებისთვის: A Brain Adaptive Leadership Approach” (მე–2 გამოცემა) და “Advanced Marketing Management: Principles, Skills and Tools” (მარკეტინგის პროგრესული მართვა: პრინციპები, უნარები და საშუალებები), ორივე წიგნი ეკუთვნის Kogan Page London. ნიკოლაოს დიმიტრიადისი სიტყვით გამოვიდა TEDx სტრატკლაიდის უნივერსიტეტში ნეირობიოლოგიური კომუნიკაციების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, ის არის სერტიფიცირებული ნეირომარკეტოლოგი და ლექციას კითხულობდა ნეირომარკეტინგის მენეჯერის პროგრამაზე ჰამბურგის მედია სკოლაში. დოქ. დიმიტრიადისმა შეისწავლა 5,000–ზე მეტი ტვინი 25 ქვეყანაში ნეირომარკეტინგის, neuroHR და სამეცნიერო მიზნებისთვის. ის მუშაობდა ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორიცაა IKEA, IBM, JTI, Nestle, Johnson&Johnson, AstraZeneca, T-Mobile, Pierre Fabre, Coca-Cola, Banca Intesa Sanpaolo, Microsoft, CISCO, SAP, VMware, Emirates NBD, Raiffeisen Bank, UNICEF, SocieteGenerale, Credit Agricole, USAID და სხვები. ბ–ნი ნიკოლაოსი არის Optimal HR Group–ის ნეიროსამეცნიერო მომსახურებების ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ნეირო–კვლევის, ნეირო–კონსულტაციის და ნეირო–ტრენინგის მომსახურებებს.

  • როგორ ახდენთ ადაპტირებას გლობალური პანდემიის ახალ რეალობაში?
  • შეიმუშავეთ ახალი რეჟიმები?
  • თქვენი ემოციური მდგომარეობა შესაძლებლობებს გაძლევთ თუ ზიანს გაყენებთ?
  • მიყავხართ თუ არა აზროვნების ფორმებს მენტალურად გამოუვალ მდგომარეობამდე?
  • როგორ ინარჩუნებთ თქვენი სამუშაო ურთიერთობების დონეს/ხარისხს?

კარგი სიახლე არის ის, რომ ჩვენი ტვინი მზად არის ეფექტურად გაუმკლავდეს ამ სახის კრიზისებს! ცუდი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის როგორ მოახდინოს ღირებული გონებრივი პროცესების გააქტიურება, როგორიცაა ნებისყოფა, სულიერი ძალების აღდგენის უნარი, ემპათია კრიზისიდან უსაფრთხოდ გამოსვლის მიზნით. ამ სტატიაში დოქ. ნიკოლაოს დიმიტრიადისი იყენებს კოგნიტურ ფსიქოლოგიას/ ტვინის მეცნიერებას, ნეირომეცნიერებაში მის ათწლიან გამოცდილებას 20–ზე მეტ ქვეყანაში, პრაქტიკულ მაგალითებს და ტვინის ადაპტიურ მოდელს მისი წიგნიდან - „ნეირომეცნიერება ლიდერებისთვის“ - რომელიც მიუთითებს მარტივ გზებს იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს კრიზისი თქვენს ტვინზე და რა უნდა განხორციელდეს ამასთან დაკავშირებით.

დღევანდელი პანდემია ერთგვარი გამოცდაა - თუ ვინ ვართ. ჩვეულებრივ მაღალი გაურკვევლობის პერიოდებში, განსაკუთრებით ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯგუფებში და საზოგადოებაში. ასეთი ჯგუფების აქტიური წევრობა ჩვენს პროფესიულ და სოციალურ ცხოვრებაში, ითვალისწინებს სარგებელს, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობებს. მაღალი გაურკვევლობის პერიოდებში, პასუხისმგებლობებისადმი და არა სარგებელისადმი, თქვენი დამოკიდებულება, განსაზღვრავს თქვენს მომავალ მდგომარეობას ჯგუფში. ძლიერი ლიდერები, საუკეთესო მეგობრები და ხალხი გამოვლინდება ამ კრიზისში. ისინი დაეხმარებიან სხვებს, მზად იქნებიან სასარგებლო როლი შეასრულონ, ისინი ენდობიან ადამიანებს, იქნებიან აქტიურნი, კრეატიულნი და ხელმისაწვდომნი. ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ თავიან პასუხისმგებლობებს და არა სარგებელს. სხვები დაიმალებიან, დაადანაშაულებენ სხვებს და შეტევაზეც გადავლენ. იმისათვის, რომ იყოთ ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს კრიზისიდან გამოსასვლელად, გაითვალისწინეთ შემდეგი:

  1. ურთიერთკავშირი. იქონიეთ კავშირი თქვენს გარშემო მყოფებთან. გქონდეთ კავშირი ნიშნავს მათთან ყოფნას ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ, როდესაც ისინი საუბრობენ და მოუსმინეთ აქტიურად. გაითავისეთ მათი გრძნობები და უპასუხეთ გულწრფელად და თანაგრძნობით.
  2. დადგენილი რეჟიმი. ეხება მათ, ვინც რჩება სახლში და მუშაობს სახლიდან, ასევე მათ, ვინც კვლავ დადის სამსახურში, თუმცა სჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება. დაეხმარეთ თქვენს ტვინს ახალი რეჟიმების შემუშავებაში. დაუთმეთ თქვენს თავს რამდენიმე დღე და თქვენი მდგომარეობის და გარემოების სპეციფიკის საფუძველზე დაიწყეთ საქმიანობების პროგრამა. ახალი რეჟიმების განსაზღვრას, თუნდაც საკუთარი გეგმის მიხედვით, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული რეჟიმები აკმაყოფილებს რეალურ შიდა საჭიროებებს და არა არაბუნებრივ სურვილებს. ისინი, ვინც ასრულებენ დღიურ დავალებებს, რუტინული სამუშაოების სახით, განიცდიან ნაკლებ სტრესს სხვა ადამიანებთან შედარებით, მაშინაც კი, როდესაც დადგენილი რეჟიმის შედეგები უარყოფითია!
  3. გართობა. იუმორი და კრეატიულობა ორი ძლიერი მენტალური სამკურნალო და სოციალური გამაერთიანებელი ფაქტორია. თქვენთან ახლოს მყოფ პირებთან გართობის, სიცილის, მხიარულების და კრეატიული თამაშის საშუალებების მოძებნა მნიშვნელოვან დადებით ძვრებს მოახდენს თქვენი გონებრივი და ფიზიკური/სულიერი ძალების აღდგენის შესაძლებლობების კუთხით. ნათელი მხარის პოვნა რთულ პერიოდში არის ის, რაც ადამიანებს ღირსეულს ხდის. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ „შუქს“ ასხივებენ, სამუდამოდ ახსოვთ.
  4. ტრაგედია. შესაძლოა ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ ჩაითვალოს, თუმცა ასე არ არის. ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტალური დონე პარადოქსულია: საკითხები, რომელიც წინააღმდეგობრივად ჩანს, თუმცა ამავდროულად ნამდვილია. ტრაგედია მნიშვნელობას და გააზრების საშუალებას გვაძლევს. გვეხმარება ფოკუსირებაში და პრიორიტეტების დასახვაში. ასევე ღრმად გვაკავშირებს ჩვენს გარშემო მყოფებთან და ბუნებრივ სამყაროსთან. დაბადების და სიკვდილის უსასრულო ციკლი, მისი გარდაუვალობა და სირთულეები და ტვირთი, რომლის ატანა გვიწევს შუალედში, არის ის რაც განაპირობებს ერთმანეთის სიყვარულს, ზრუნვას და ერთმანეთის მიმართ ნდობას. ჩვენი ტვინი უკეთ მუშაობს რთულ პერიოდში, ვიდრე მშვიდ პერიოდში. ჩვენმა თანამედროვე და მნიშვნელოვნად მზარდმა ციფრულმა ეპოქამ, სარეკლამო მესიჯით “იცხოვრე ბედნიერად ახლა“ დაგვავიწყა ტრაგედია და გვეშინია კიდეც მისი. ტრაგედიისას ჩვენ ვხედავთ ჩვენს ნამდვილ „მეს“, ვაზროვნებთ უფრო ღრმად და უფრო ძლიერი ურთიერთკავშირი გვაქვს გარშემომყოფებთან. ამ სახით, მოდით, მთლიანად მივიღოთ ტრაგედია და მისი ღრმა გაკვეთილები.

ჩვენს ტვინს უკვე აქვს ყველა ინსტრუმენტი კრიზისთან გასამკლავებლად საუკეთესო საშუალებებით: ემპათია, მხარდაჭერა, სიყვარული, მორალი, გადამწყვეტი ზომა/ქმედება, მუქთახორების სოციალური დასჯა, ლიდერობა და ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენის უნარი. მაგრამ ვაპირებთ კი, რომ ჩვენს ტვინს მივცეთ ამ სახით მუშაობის შესაძლებლობა? თუ ვახდენთ მის პროვოცირებას ტანჯვით, აგრესიით და უთანხმოებით რეაგირებისთვის? ვიმედოვნებ ჩვენ სწორ არჩევანს გავაკეთებთ!

შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA (ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო) პროგრამა თბილისში ხორციელდება 2017 წლიდან. მომდევნო 2020/21 აკადემიური წლისთვის მიღება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისთვის პროგრამის შესახებ დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე: +995 577 221 166.

R

რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?