პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე
"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე

მცხე­თა­ში და­კარ­გუ­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის, რომ ბავ­შვებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბო­და რა­ი­მე ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ალ­ბა­თო­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე და­კი­თხუ­ლია და ცუდი ვერ­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ უფრო ნაკ­ლე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. მე ვფიქ­რობ, რომ ცუდი ვერ­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ უფრო ნაკ­ლე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს, ვიდ­რე კარ­გის. ეს არ არის ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი, ჩვენ ვნა­ხეთ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლიც, გა­ვერ­კვი­ეთ გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბა­ში და მგო­ნია, რომ ბავ­შვი უნდა იყოს ცო­ცხა­ლი. იმე­დი მაქვს, მალე ვნა­ხავთ. ვერ­სი­ის სა­ხით გაჟ­ღერ­და, რომ კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო, თუმ­ცა ის, რომ კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბო­და რა­ი­მე შე­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ალ­ბა­თო­ბით იხი­ლე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე და­კი­თხუ­ლია, თუმ­ცა ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვა კი­დევ გახ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო. გი­ორ­გი და მისი მე­გო­ბა­რი მი­ვიდ­ნენ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და იქ უკვე ქე­ი­ფობ­დნენ ბავ­შვე­ბი, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტი მოხ­და თუ არა, ეს არ ვიცი,” - გა­ნა­ცხა­და მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ.

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი ერთ-ერთი პი­რის ად­ვო­კა­ტი, მზია ქას­რაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე, სა­დაც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჩხუ­ბი მოხ­და.

რო­გორც მზია ქას­რაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, მის დაც­ვის ქვეშ მყოფს არ ახ­სოვს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თუ არა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და შა­ქა­რაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ და პირ­ვე­ლად იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს.

„ერთ-ერთ გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და მან კერ­ძო, ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში, და­ახ­ლო­ე­ბით, 35-40 კაცი და­პა­ტი­ჟა. მათ­გან ზოგი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და, ზოგი - არა. ჩემ­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად ნახა. რო­გორც ის ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას იქ დახ­ვდნენ როცა მი­ვი­და, მთვრა­ლე­ბი იყ­ვნენ. ის და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 კაც­თან ერ­თად მი­ვი­და. რო­გორც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აღ­ნიშ­ნავს, მხი­ა­რუ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მათ გა­რე­დან ჩხუ­ბის ხმა გა­ი­გო­ნეს და გა­რეთ გა­ვიდ­ნენ. რა­ტომ მოხ­და ეს კონ­ფლიქ­ტი და ვის შო­რის მოხ­და, ჩვენ არ ვი­ცით. ამის შემ­დგომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მას­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­სუ­ლი პი­რე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ. ჩხუ­ბი მორ­ჩე­ნი­ლი იყო. შემ­დეგ მე­ო­რე მან­ქა­ნა მი­სუ­ლა და ამ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სულ­მა პი­რებ­მა იქ დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი სცე­მეს. ვინ არი­ან მე­ო­რე მან­ქა­ნით მი­სუ­ლი პი­რე­ბი, რა შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი ჰქონ­დათ ან რა გარ­ჩე­ვა იყო, რო­დე­საც მი­ვიდ­ნენ, არ ვიცი. რო­დე­საც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ვკი­თხე, ჩხუ­ბის დროს იყო თუ არა იქ გი­ორ­გი, მან მი­პა­სუ­ხა, რომ მისი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში შა­ქა­რაშ­ვი­ლი არ მოხ­ვედ­რი­ლა“, - აცხა­დებს მზია ქას­რაშ­ვი­ლი.

ქას­რაშ­ვი­ლის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მოწ­მის სა­ხით არის და­კი­თხუ­ლი და ისი­ნი გა­მო­ძე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მცხე­თა­ში და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 20 ივ­ნისს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნი­სა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტვის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რე არაგ­ვში წყლის დო­ნის და­წე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
22

თავი და თავი ამ ყველაფრისა არის მშობლების უყურადღებობა ! 

რატომ?
1

და რატომ, რა უფლებით შეიკრიბა ამდენი ხალხი საქეიფოდ?აკი აკრძალულია 10 ზე მეტი პირის შეკრება მსგავს წვეულებებზე?იმედია დაისჯება სათანადოდ ამის მომწყობი

ავტორი:

"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე

"გავერკვიეთ გარემოებაში... მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე

მცხეთაში დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე ფატალური შედეგი ყოფილიყო, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები ალბათობით განიხილება.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია და ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება არსებობს.

,,მოგეხსენებათ, ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილიც, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებაში და მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი. იმედი მაქვს, მალე ვნახავთ. ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში მონაწილე პირთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია, თუმცა ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების დაკითხვა კიდევ გახდეს საინტერესო. გიორგი და მისი მეგობარი მივიდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით და იქ უკვე ქეიფობდნენ ბავშვები, თუმცა კონფლიქტი მოხდა თუ არა, ეს არ ვიცი,” - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა.

როგორც მზია ქასრაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილმა ჩხუბში მონაწილეობა მიიღო თუ არა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და შაქარაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად იმ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

„ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი - არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, ჩვენ არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ მეორე მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მისი თვალთახედვის არეში შაქარაშვილი არ მოხვედრილა“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.

ქასრაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით არის დაკითხული და ისინი გამოძებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა