მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დო­ლი­ძემ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ დო­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს დღეს­ვე გა­უგ­ზავ­ნის.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 21 მა­ისს მე და­ვა­არ­სე მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“, რომ­ლის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, სა­ჯა­რო დღის წეს­რიგ­ში შე­ვი­ტა­ნოთ ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე ხელი მო­ვა­წე­რე დო­კუ­მენტს, მე­მო­რან­დუმს ახა­ლი პლატ­ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ზა­ნია ჩა­მო­არ­თვას სა­ჯა­რო დღის წეს­რიგ­ზე მო­ნო­პო­ლია ორ უმ­თავ­რეს ძა­ლას. ამ პლატ­ფორ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემს მი­მართ გამ­ძაფ­რდა ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი პი­არ­კამ­პა­ნია. ამოქ­მედ­და სქე­მა 108 სა­პარ­ლა­მენ­ტო ხმა. ამ ბინ­ძუ­რი პი­არ­კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფა­სად არ და­უშ­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დღის წეს­რიგ­ში იმ ძა­ლე­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ორი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დე­მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია. ამ ბინ­ძურ პი­არ­კამ­პა­ნი­ას არ წარ­მო­უდ­გე­ნია არ­ცერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი სა­კუ­თა­რი კამ­პა­ნი­ის მიზ­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ამ ბინ­ძუ­რი პი­არ­კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია გა­ა­უ­ფა­სუ­როს ის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც მე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ამ შე­ნო­ბა­ში. ამ ბინ­ძუ­რი პი­არ­კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, შექ­მნას სე­ი­რი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში, რო­მელ­საც პო­პ­კორ­ნით სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებს კლა­ნი და უყუ­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ქმე­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მის­თვის, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა არა პი­არ­გა­მოხ­ტო­მე­ბი, არა­მედ რე­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ეს შე­ნო­ბა ვე­ღარ იქ­ნე­ბა ას­პა­რე­ზი ჩემი ბრძო­ლის­თვის. მე დღეს გა­ვუგ­ზავ­ნი გან­ცხა­დე­ბას ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და გა­ვუ­ად­ვი­ლებ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც მან დღეს ვერ მი­ი­ღო და დავ­ტო­ვებ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს. მე დღეს შე­ვუდ­გე­ბი მთე­ლი ჩემი რე­სურ­სით მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ შე­ნე­ბას იმის­თვის, რომ გა­ვაგ­რძე­ლო მი­სია და ბრძო­ლა, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე ამ შე­ნო­ბა­ში მე მარ­ტო დავ­რჩი და რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მე ვი­პო­ვი მთა­ვარ თა­ნა­მო­აზ­რეს. ეს მთა­ვა­რი თა­ნა­მო­აზ­რე იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. მე ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად შევ­ქმნი ახალ, თა­ვი­სუ­ფალ სა­სა­მარ­თლოს, სა­დაც არ იქ­ნე­ბა მუ­რუ­სი­ძე და ჩინ­ჩა­ლა­ძე. სწო­რედ ქარ­თველ ხალ­თან ერ­თად და­ვა­ლა­გებ ავ­გი­ას თავ­ლას, რომ­ლა­დაც გა­და­იქ­ცა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
316

ეს ფარული ნაცია ! 

გუგა
193

ეს ჩემთან გამოუშვით სამსახური თუ დაკარგა და სიამოვნებით დავასაქმებ მმმმ :)

ავტორი:

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.

"მოგეხსენებათ, რომ 21 მაისს მე დავაარსე მოძრაობა „ხალხისთვის“, რომლის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები. რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე დოკუმენტს, მემორანდუმს ახალი პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მიზანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია. ამოქმედდა სქემა 108 საპარლამენტო ხმა. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია ყველა შესაძლებლობის ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის. მე დღეს გავუგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან დღეს ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო მისია და ბრძოლა, რომელშიც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ შენობაში მე მარტო დავრჩი და რომელთან მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი. მე ქართველ ხალხთან ერთად შევქმნი ახალ, თავისუფალ სასამართლოს, სადაც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე. სწორედ ქართველ ხალთან ერთად დავალაგებ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო“, - განაცხადა დოლიძემ.

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია