Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს
რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო ექი­მებ­მა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­და და­ი­წყეს. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, მო­ხა­ლი­სე­ებ­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, ან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 ივ­ნისს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 18 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და - მათ ვაქ­ცი­ნის ორი სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტი გა­უ­კე­თეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, როცა ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ექი­მე­ბი გეგ­მა­ვენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მე­ო­რე ჯგუფ­ზე გა­ტეს­ტონ წა­მა­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც რუს მო­ხა­ლი­სე­ებს გა­უ­კე­თეს, ეპი­დე­მი­ი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ არის შექ­მნი­ლი.

რო­გორც რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­სა და სე­ჩე­ნოვ­სკის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა სი­თხეა, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი ფხვნი­ლის ფორ­მა მაქვს. პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ტეს­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სულ 38 მო­ხა­ლი­სე მი­ი­ღებს.

ყვე­ლა მო­ხა­ლი­სემ წი­ნას­წარ შე­ავ­სო თან­ხმო­ბის ბა­რა­თი და გა­ი­ა­რა შე­მოწ­მე­ბა სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, მო­ხა­ლი­სე­ებს გა­და­იყ­ვა­ნენ 28-დღი­ან იზო­ლა­ცი­ა­ში. ამის შემ­დეგ, ექი­მე­ბი მათ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აკ­ვირ­დე­ბი­ან და შე­ა­ფა­სე­ბენ, რამ­დე­ნად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ორ­გა­ნიზ­მი იმუ­ნი­ტეტს ვირუს­ზე.

ეპი­დე­მი­ი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თუ სა­ტეს­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი აგ­ვის­ტო­ში ექ­ნე­ბათ, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნას მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბა­ში წლის ბო­ლომ­დე გა­უშ­ვე­ბენ. ინ­სტი­ტუ­ტში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა მი­ნი­მუმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ცავს ორ­გა­ნიზმს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა ვაქ­ცი­ნებს, რომ­ლე­ბიც უკვე შექ­მნი­ლია და ამ ეტაპ­ზე მათი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს - სპე­ცი­ა­ლის­ტთა ვა­რა­უ­დით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რუ­ლის­თვის უნდა ჰქონ­დეს.

იმე­დის­მომ­ცე­მი ვაქ­ცი­ნე­ბია:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფა­ზაც დას­რულ­და. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ;
  • ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც 800 მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ჯერ უც­ნო­ბია;
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტე­ბი, Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ორი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნით ინექ­ცია. მათ ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოს­ცა­დეს და ამ ეტაპ­ზე მის შე­დეგს სწავ­ლო­ბენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
752

მახარებს მოძმე რუსეთის წარმატებები

Giorgi sixarulidze
1385

აქ საქართველოში ჯობია ეგ ვაქცინა ჯერ ნაცებზე გამოვცადოთ ! 

მაინც სიფრთხილეა საჭირო ! 

ავტორი:

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთში სამხედრო ექიმებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, მოხალისეებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

უწყების ინფორმაციით, 17 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაცია 18 მოხალისეს ჩაუტარდა - მათ ვაქცინის ორი სხვადასხვა კომპონენტი გაუკეთეს. რამდენიმე დღეში, როცა ვაქცინის გამოცდის პირველადი შედეგები გახდება ცნობილი, ექიმები გეგმავენ მოხალისეების მეორე ჯგუფზე გატესტონ წამალი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც რუს მოხალისეებს გაუკეთეს, ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.

როგორც რუსეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ვაქცინის გამოცდა სამხედრო ჰოსპიტალსა და სეჩენოვსკის უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ერთ შემთხვევაში ვაქცინა სითხეა, მეორე შემთხვევაში კი ფხვნილის ფორმა მაქვს. პირველ ეტაპზე სატესტო ვაქცინაციაში მონაწილეობას სულ 38 მოხალისე მიიღებს.

ყველა მოხალისემ წინასწარ შეავსო თანხმობის ბარათი და გაიარა შემოწმება სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებაზე. ვაქცინაციის შემდეგ, მოხალისეებს გადაიყვანენ 28-დღიან იზოლაციაში. ამის შემდეგ, ექიმები მათ 6 თვის განმავლობაში დააკვირდებიან და შეაფასებენ, რამდენად გამოიმუშავებს ორგანიზმი იმუნიტეტს ვირუსზე.

ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში ამტკიცებენ, რომ თუ სატესტო ვაქცინაციის პირველადი შედეგები აგვისტოში ექნებათ, რუსული წარმოების ვაქცინას მასიურ წარმოებაში წლის ბოლომდე გაუშვებენ. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ვაქცინა მინიმუმ ორი წლის განმავლობაში დაიცავს ორგანიზმს კორონავირუსისგან.

რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს, რომლებიც უკვე შექმნილია და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს - სპეციალისტთა ვარაუდით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს შემოდგომის მიწურულისთვის უნდა ჰქონდეს.

იმედისმომცემი ვაქცინებია:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ;
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია;
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. მათ ვაქცინების კლინიკური ვერსიები ცხოველებზე გამოსცადეს და ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?