პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს
რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის და რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, და­სას­რუ­ლი ჯერ კი­დევ შორ­საა. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია კვლავ მძვინ­ვა­რებს, მაგ­რამ ზო­გან და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვირუ­სის კონ­ტროლს ახერ­ხე­ბენ.

აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის "მე­ო­რე ტალ­ღა­ზე" და რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მე­ო­რე ტალ­ღა შე­საძ­ლოა, პირ­ველ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა, BBC მსოფ­ლი­ოს ახ­ლან­დელ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას ადა­რებს ე.წ. ეს­პა­ნუ­რი გრი­პის დროს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და წერს, რომ "ეს­პან­კას" დროს მე­ო­რე ტალ­ღა გა­ცი­ლე­ბით "მკვლე­ლი" იყო, ვიდ­რე პირ­ვე­ლი.

  • პირ­ველ რიგ­ში, გან­ვი­ხი­ლოთ, რას ნიშ­ნავს მე­ო­რე ტალ­ღა

რო­გორც BBC წერს, შე­გიძ­ლი­ათ ეს გა­ნი­ხი­ლოთ და წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რო­გორც ზღვის ტალ­ღე­ბი - ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, შემ­დეგ უკან იხევს, რო­გორც ტალ­ღა, ანუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს - ყო­ვე­ლი ახა­ლი ციკ­ლი კი ვირუ­სის ახა­ლი ტალ­ღაა.

ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა, უკე­თე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი, მეც­ნი­ე­რუ­ლი გან­მარ­ტე­ბა "მე­ო­რე ტალ­ღის" გან­სა­სა­ზღვრად არ არ­სე­ბობს.

იმის სათ­ქმე­ლად, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთი ტალ­ღა დას­რულ­და, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ხოლო თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მათი რი­ცხვი მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა, ეს უკვე მე­ო­რე ტალ­ღის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში 24 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფილა, შემ­დეგ კი, ორი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე ტალ­ღას­თან გვაქვს საქ­მე, ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და პე­კინ­შიც, თუმ­ცა არა იმ რა­ო­დე­ნო­ბის, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა მას მე­ო­რე ტალ­ღა უწო­დონ.

სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა ირან­ში, სა­დაც შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღაა.

  • იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტალ­ღა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, არის მო­ლო­დი­ნი რომ სექ­ტემ­ბრი­დან უფრო გახ­შირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

"უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა, მაგ­რამ რო­დის მოხ­დე­ბა ეს, და­ზუს­ტე­ბით ამის თქმა ძნე­ლია. მთა­ვა­რია დად­გინ­დეს ვირუ­სის კერა, ზედ­მი­წევ­ნით იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი" - აცხა­დებს ენ­დე­ლა­ძე.

იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ვა­რა­უ­დით, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტალ­ღა შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ისე მი­ე­ბას, რომ მათ შო­რის პა­უ­ზა არ იყოს.

"სა­ერ­თოდ, მე­ო­რე ტალ­ღა­ზე სა­უ­ბა­რი მა­შინ უნდა და­ი­წყოს, რო­დე­საც შემ­თხვე­ვე­ბი გა­ნულ­დე­ბა და გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზის შემ­დეგ, თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­თი სუ­რა­თი ჩვენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ გვექ­ნე­ბა.

შე­საძ­ლოა, პა­უ­ზა სა­ერ­თოდ არ იყოს პირ­ველ და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის, ალ­ბათ დუნე პირ­ვე­ლი ტალ­ღა იქ­ნე­ბა და შემ­დეგ რო­გორც სი­ნუსო­ი­და, რკა­ლი­სე­ბუ­რად მო­ი­მა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბი. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სახ­ლებ­ში შე­ვალთ, ნაკ­ლე­ბი გა­ნი­ა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორც რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გა­იზ­რდე­ბა", - ამ­ბობს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

  • რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­ო­რე ტალ­ღამ?

კა­რან­ტი­ნი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის ისევ შე­მო­ღე­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ. კა­რან­ტინ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია და აღა­რა­ვის სურს ისევ სახ­ლში დარ­ჩე­ნა.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ სხვა მე­თო­დებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტრო­ლი კა­რან­ტი­ნის გა­რე­შე.

  • იქ­ნე­ბა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა ისე­თი­ვე სა­ხი­ფა­თო, რო­გო­რიც იყო პირ­ვე­ლი?

ვირუ­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და სა­შუ­ა­ლოდ ერთ ინ­ფი­ცი­რე­ბულს სამი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვე­ვე­ბი შე­იც­ვა­ლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მეტ სიფრ­თხი­ლეს იჩენს და უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლია, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მე­ო­რე ტალ­ღა აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი მძი­მე, რო­გო­რიც პირ­ვე­ლი და თუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ისევ გა­იზ­რდე­ბა, ეს მოხ­დე­ბა ნელა და არ იქ­ნე­ბა აფეთ­ქე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც BBC წერს, არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ მე­ო­რე ტალ­ღა პირ­ველ­ზე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იყოს და თუ ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ მსოფ­ლი­ოს ისევ კა­რან­ტინ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს.

ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ვირუ­სო­ლო­გი ჯო­ნა­თან ბოლი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა "თით­ქმის გარ­და­უ­ვა­ლია" ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს და ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა.

არ­სე­ბობს თე­ო­რია, რომ ვირუ­სი კვლავ გავ­რცელ­დე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი სის­წრა­ფით, თუმ­ცა მას აღარ ექ­ნე­ბა ისე­თი­ვე ძალა და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი უფრო მარ­ტი­ვად და­ა­მარ­ცხებს, თუმ­ცა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ამის თქმა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

  • კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა უკვე შექ­მნი­ლია და ამ ეტაპ­ზე მათი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ვა­რა­უ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რუ­ლის­თვის უნდა ჰქონ­დეს.

იმე­დის­მომ­ცე­მი ვაქ­ცი­ნე­ბი:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფა­ზაც დას­რულ­და. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ.
  • ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც 800 მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ჯერ უც­ნო­ბია.
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტე­ბი, Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
  • ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ორი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნით ინექ­ცია. მათ ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოს­ცა­დეს და ამ ეტაპ­ზე მის შე­დეგს სწავ­ლო­ბენ.

ამას­თან, ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ იაფი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი პრე­პა­რა­ტი "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი" ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ოქსფორ­დე­ლი მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ეს პრე­პა­რა­ტი მე­დი­კო­სებს პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს გა­და­არ­ჩენ­დნენ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ბრი­ტა­ნელ­თა აღ­მო­ჩე­ნას "სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვა" უწო­და.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა 9 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. 470 000 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, პერუ, ჩილე, იტა­ლია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leila kandelaki
0

არ მგონია მეორე ტალღა იყოს საერთოდ ადამიანები ისეა უკვე მომზადებული ეს არ მოხდება მე ვფიქრობ ეს შემთხვევები გაგრძელდება შემოდგომის ბოლომდე ასე მეტ ნაკლებობით და დეკემბრის შუა წელიდან ვაქცინაციაც დაიწყება და დარწმუნებული ვარ მომავალი წლის მარტისთვის ეს ვირუსი გაქრება ეხლა როცა ისპანკასთან ხდება პარალელის გავლება ეს არ შეიძლება იმიტომ რომ დღევანდელი ტქნოლოგიები მაშინდელისას ასჯერ აღემატება და მითუმეტეს ის ვირუსი იმპირობებშიც კი წელიწად ნახევარში გაქრა და ჩვეულებრივ ვირუსად გადაიქცა მომავალი წლის ამ დროს მსოფლიო იქნება ჩვეულ რეჟიმში.

zurabi
0

მე მჯერავს რომ სულ რაღაც 7 ან 8 თვეში კორონა მარცხს განიცდის მწარედ.

ავტორი:

რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და როგორც ექსპერტები ამბობენ, დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემია კვლავ მძვინვარებს, მაგრამ ზოგან და მათ შორის, საქართველოშიც ვირუსის კონტროლს ახერხებენ.

აქტიურად საუბრობენ კორონავირუსის "მეორე ტალღაზე" და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მეორე ტალღა შესაძლოა, პირველზე არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემა, BBC მსოფლიოს ახლანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ადარებს ე.წ. ესპანური გრიპის დროს შექმნილ ვითარებას და წერს, რომ "ესპანკას" დროს მეორე ტალღა გაცილებით "მკვლელი" იყო, ვიდრე პირველი.

  • პირველ რიგში, განვიხილოთ, რას ნიშნავს მეორე ტალღა

როგორც BBC წერს, შეგიძლიათ ეს განიხილოთ და წარმოიდგინოთ, როგორც ზღვის ტალღები - ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შემდეგ უკან იხევს, როგორც ტალღა, ანუ ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს - ყოველი ახალი ციკლი კი ვირუსის ახალი ტალღაა.

ჯერჯერობით სხვა, უკეთესი ოფიციალური, მეცნიერული განმარტება "მეორე ტალღის" განსასაზღვრად არ არსებობს.

იმის სათქმელად, რომ კორონავირუსის ერთი ტალღა დასრულდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული. ხოლო თუ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ეს უკვე მეორე ტალღის მანიშნებელი იქნება.

მაგალითად, ახალ ზელანდიაში 24 დღის განმავლობაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, შემდეგ კი, ორი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე, ასევე კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა პეკინშიც, თუმცა არა იმ რაოდენობის, რომ ეპიდემიოლოგებმა მას მეორე ტალღა უწოდონ.

სხვა სიტუაციაა ირანში, სადაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა.

  • იქნება თუ არა მეორე ტალღა საქართველოში?

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, არის მოლოდინი რომ სექტემბრიდან უფრო გახშირდება ინფიცირების შემთხვევები.

"უფრო სავარაუდოა, რომ იქნება მეორე ტალღა, მაგრამ როდის მოხდება ეს, დაზუსტებით ამის თქმა ძნელია. მთავარია დადგინდეს ვირუსის კერა, ზედმიწევნით იქნას შესწავლილი კონტაქტები" - აცხადებს ენდელაძე.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ვარაუდით, პირველი და მეორე ტალღა შესაძლოა ერთმანეთს ისე მიებას, რომ მათ შორის პაუზა არ იყოს.

"საერთოდ, მეორე ტალღაზე საუბარი მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც შემთხვევები განულდება და გარკვეული პაუზის შემდეგ, თავიდან დაიწყება ვირუსის გავრცელება, მაგრამ ასეთი სურათი ჩვენ, დიდი ალბათობით, არ გვექნება.

შესაძლოა, პაუზა საერთოდ არ იყოს პირველ და მეორე ტალღებს შორის, ალბათ დუნე პირველი ტალღა იქნება და შემდეგ როგორც სინუსოიდა, რკალისებურად მოიმატებს შემთხვევები. შემოდგომაზე, როდესაც სახლებში შევალთ, ნაკლები განიავება იქნება, როგორც რესპირატორულ ვირუსებს ახასიათებთ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელიც გაიზრდება", - ამბობს კულუმბეგოვი.

  • რა შეიძლება გამოიწვიოს მეორე ტალღამ?

კარანტინისა და შეზღუდვების ისევ შემოღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტები უკიდურეს შემთხვევაში ვარაუდობენ. კარანტინმა მთელი მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და აღარავის სურს ისევ სახლში დარჩენა.

სხვადასხვა ქვეყნები ამ ეტაპზე განიხილავენ სხვა მეთოდებს, როგორ შეიძლება მოხერხდეს კორონავირუსის კონტროლი კარანტინის გარეშე.

  • იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა ისეთივე სახიფათო, როგორიც იყო პირველი?

ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და საშუალოდ ერთ ინფიცირებულს სამი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, მაგრამ რადგანაც ადამიანების ჩვევები შეიცვალა, საზოგადოება უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და უფრო მომზადებულია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც პირველი და თუ შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზრდება, ეს მოხდება ნელა და არ იქნება აფეთქება.

თუმცა, როგორც BBC წერს, არსებობს თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ მეორე ტალღა პირველზე გაცილებით რთული იყოს და თუ ასე მოხდება, მაშინ მსოფლიოს ისევ კარანტინში დაბრუნება მოუწევს.

ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ჯონათან ბოლი ამბობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა "თითქმის გარდაუვალია" ზამთრის პერიოდში, როდესაც სხვა ტიპის ვირუსების რაოდენობაც იმატებს და ეს დიდი გამოწვევა იქნება.

არსებობს თეორია, რომ ვირუსი კვლავ გავრცელდება ძველებური სისწრაფით, თუმცა მას აღარ ექნება ისეთივე ძალა და ადამიანის ორგანიზმი უფრო მარტივად დაამარცხებს, თუმცა გარანტირებულად ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები

COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ. სპეციალისტთა ვარაუდით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს შემოდგომის მიწურულისთვის უნდა ჰქონდეს.

იმედისმომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. მათ ვაქცინების კლინიკური ვერსიები ცხოველებზე გამოსცადეს და ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ.

ამასთან, ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი "დექსამეტაზონი" ეფექტური საშუალებაა კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასარჩენად ოქსფორდელი მკვლევარების თქმით, ეს პრეპარატი მედიკოსებს პანდემიის დასაწყისიდანვე რომ გამოეყენებინათ, დაახლოებით 5000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელთა აღმოჩენას "სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" უწოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა. 470 000 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4,8 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

18 ივლისამდე ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ