თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.