ავტორი:

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი დააკავეს.

ახალუბნის მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ჯუმბერ ფსიტიძე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ორ თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ის დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა ორმა მწყემსმა კი გაქცევა შეძლო.

დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მწყემსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან და პირუტყვი ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე ჰყავდათ

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

LIVE "ნიუსრუმიდან" - არჩილ თალაკვაძე

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური