მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის
ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

ალექ­სან­დრ სი­რა­დე­კი­ა­ნი სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. რო­გორც მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, დი­ზა­ი­ნე­რი 1978 წლის 14 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, ხოლო შემ­დეგ, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

1997 წლი­დან მან უკვე მო­ი­პო­ვა წარ­მა­ტე­ბა და რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბის ფა­ვო­რი­ტი სტი­ლის­ტი გახ­და. 2000 წელს სი­რა­დე­კი­ა­ნი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ახა­ლი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ექ­სკლუ­ზი­ურ ტან­საც­მელ­სა და ფეხ­საც­მე­ლებს ქმნი­და.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა 2002 წლის კო­ლექ­ცი­ამ, რომ­ლის ჩვე­ნე­ბაც მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა. კო­ლექ­ცია აერ­თი­ა­ნებ­და რო­გორც მა­მა­კა­ცის, ასე­ვე ქა­ლის ხაზს. 2005 წლი­დან ის სა­მოს­სა და ფეხ­საც­მე­ლებს ქმნი­და რუ­სუ­ლი ბრენ­დის, ECONIKA-სთვის. 2013 წელს კი ალექ­სან­დრ სი­რა­დე­კი­ან­მა ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­კუ­თა­რი ბრენ­დი შექ­მნა, რო­მელ­საც თა­ვი­სი­ვე სა­ხე­ლი უწო­და. პრე­ზენ­ტა­ცია მან პა­რიზ­ში გა­მარ­თა.

დღეს დი­ზა­ი­ნერს მა­ღა­ზი­ე­ბი აქვს პა­რიზ­ში, ლონ­დონ­ში, ფლო­რენ­ცი­ა­ში, მოს­კოვ­ში, დუ­ბა­ი­ში, კი­ევ­ში და სხვ ქა­ლა­ქებ­ში. ამ ეტაპ­ზე ის ძი­რი­თა­დად მა­ღალ­ქუს­ლი­ან, კლა­სი­კურ ფეხ­საც­მე­ლებ­ზე მუ­შა­ობს.

მისი ერთ-ერთი ბოლო პრო­ექ­ტის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბი გახ­და.

დი­ზი­ა­ნე­რი ფეხ­საც­მე­ლებს სხვა­დას­ხვა დრო­შის პრინ­ტით ქმნის. მის ნა­მუ­შევ­რებ­ში ნა­ხავთ დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბის პრინ­ტის მქო­ნე ფეხ­საც­მე­ლებს. პრო­ექტს ჰქვია მსოფ­ლიო სა­ზღვრებს გა­რე­შე.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
37

ეს საქართველოს დროშის შეურაცხყოფაა, დროშა ფეხებზე?

Sasiamovnoa
19

Warmatebebi

ავტორი:

ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

ალექსანდრ სირადეკიანი სომხური წარმოშობის დიზაინერია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. როგორც მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, დიზაინერი 1978 წლის 14 მაისს საქართველოში, თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

1997 წლიდან მან უკვე მოიპოვა წარმატება და რუსი ვარსკვლავების ფავორიტი სტილისტი გახდა. 2000 წელს სირადეკიანი რუსეთში ერთ-ერთი ახალი პროექტის მთავარი დიზაინერი გახდა, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებს ქმნიდა.

განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 2002 წლის კოლექციამ, რომლის ჩვენებაც მოსკოვში გაიმართა. კოლექცია აერთიანებდა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზს. 2005 წლიდან ის სამოსსა და ფეხსაცმელებს ქმნიდა რუსული ბრენდის, ECONIKA-სთვის. 2013 წელს კი ალექსანდრ სირადეკიანმა ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელსაც თავისივე სახელი უწოდა. პრეზენტაცია მან პარიზში გამართა.

დღეს დიზაინერს მაღაზიები აქვს პარიზში, ლონდონში, ფლორენციაში, მოსკოვში, დუბაიში, კიევში და სხვ ქალაქებში. ამ ეტაპზე ის ძირითადად მაღალქუსლიან, კლასიკურ ფეხსაცმელებზე მუშაობს.

მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტის ინსპირაციის წყარო კი სხვადასხვა ქვეყნების დროშები გახდა.

დიზიანერი ფეხსაცმელებს სხვადასხვა დროშის პრინტით ქმნის. მის ნამუშევრებში ნახავთ დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების დროშების პრინტის მქონე ფეხსაცმელებს. პროექტს ჰქვია მსოფლიო საზღვრებს გარეშე.

დაათვალიერეთ დიზაინერის ნამუშევრები:

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა - "წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო…"

რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა