რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ ამავე თანამდებობაზე ახალი ვადით იყაროს კენჭი, თუკი მიღებული იქნება შესაბამისი შესწორება კონსტიტუციაში. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სახელწოდებაა: „რუსეთი, კრემლი, პუტინი“.
„ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრის შესაძლებლობას, თუკი ეს აისახება კონსტიტუციაში, ვნახოთ“, - განაცხადა პუტინმა.
მანვე მოუწოდა მაღალჩინოსნებს, ნუ მოძებნიან მის შემცვლელს ახლა, არამედ დაკავდნენ თავისი უშუალო სამსახურით. „მუშაობაა საჭირო და არა შემცვლელის ძებნა“, - განაცხადა პუტინმა.
„იცით, ახლა აბსოლუტურად ღიად გეტყვით: თუკი ეს არ იქნება {კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება}, ორი წლის შემდეგ, ეს ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი, ნაცვლად ნორმალური რითმული მუშაობისა, ხელისუფლების ძალიან ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება შესაძლო შემცვლელის საძებნელად“, - განაცხადა პუტინმა.