27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს
იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი 2020 წელს "დიდი მუ­ტა­ცი­ის" და­სა­წყისს პროგ­ნო­ზი­რებს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს:

"ბევ­რი ას­ტრო­ლო­გი (მათ შო­რის მეც) 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­უ­თი­თებ­და, რომ 2020 წელი კრი­ზი­სუ­ლი და რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.მე მა­შინ პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლე 2008 წელ­თან (ანუ წინა ვირ­თხის წელ­თან), რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყო. რე­ა­ლუ­რად, მსოფ­ლიო ახა­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას და ეს ვლინ­დე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. "კო­ვიდ 19" - მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი გა­მოდ­გა. გან­ვი­ხი­ლოთ (უფრო სწო­რედ გა­ვიხ­სე­ნოთ) 2020 წლის ძი­რი­თა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

  • იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა

2020 წლის პირ­ვე­ლი ას­ტრო­მოვ­ლე­ნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა („დიდი მუ­ტა­ცია“) სტა­ტი­ის სა­თა­ურ­შია გა­მო­ტა­ნი­ლი - ეს არის იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა. ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა 20 წელ­ში ერთხელ ხდე­ბა, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი სჭირ­დე­ბა, რომ ეს შე­ერ­თე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ სტი­ქი­ა­ში მოხ­დეს (2020 წელს ეს უკავ­შირ­დე­ბა ჰა­ე­რის სტი­ქი­ას). იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა მსოფ­ლიო (მუნ­და­ნურ) ას­ტრო­ლო­გი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან არის ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად, მის შე­სა­ხებ კი ჯერ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი არა­ბი ას­ტრო­ლო­გე­ბი - აბუ მა­შა­რი (VIII-IX ს.ს.) და ალ-ბი­რ­უ­ნი (X-XI ს.ს.) წერ­დნენ.

ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა პო­ე­ტურ ხერ­ხად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს შოთა რუს­თა­ველს „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“: „ამას ჰგვან­დეს, ოდეს ერ­თგან მუშ­თარ, ზუალ შე­ი­ყარ­ნეს“. იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბის გავ­ლე­ნა გრძელ­დე­ბა 20 წელს, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბულ სტი­ქი­ა­ში პირ­ვე­ლი შე­ერ­თე­ბის გავ­ლე­ნა - და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელს (!!!). 2020 წლის და­სა­წყის­ში იუ­პი­ტერ-სა­ტურ­ნის არა­ზუსტ შე­ერ­თე­ბას 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს მოჰ­ყვე­ბა ამ ორი პლა­ნე­ტის ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა (მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში). ამით ფორ­მა­ლუ­რად დას­რულ­დე­ბა „მი­წის სტი­ქია“ და და­ი­წყე­ბა ახა­ლი „ჰა­ე­რის სტი­ქია“. სწო­რედ ამას ეწო­დე­ბა „დიდი მუ­ტა­ცია“ (ლათ. mutatio — ცვლი­ლე­ბა).

რო­დის იყოს ბო­ლოს „ჰა­ე­რის სტი­ქი­ის“ „დიდი მუ­ტა­ცია“?! 1226-1425 წლებ­ში. კი­დევ ერთი „ჰა­ე­რის სტი­ქი­ის“ „დიდი მუ­ტა­ცია“ იყო 452-630 წლებ­ში. ის­ტო­რი­ის ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნაც კი საკ­მა­რი­სია, რომ მივ­ხვდეთ რა მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დე­ბი. ეს არის „იუს­ტი­ნი­ა­ნეს ჭირი“ და „შავი ჭირი“.

ორი­ვე პან­დე­მი­ის ტალ­ღა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მა­შინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე

მა­გა­ლი­თად, „იუს­ტი­ნი­ა­ნეს ჭირ­მა“ (რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­აა) ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ან­გრია მთე­ლი ევ­რო­პა და გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია. „შავი ჭი­რის“ გამო კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა საფ­რან­გეთ­მა და ინ­გლის­მა ზავი და­დეს, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად ბრძო­ლა აღარ შე­ეძ­ლოთ (პან­დე­მი­ის ამ ტალ­ღამ ვი­კინ­გე­ბამ­დეც კი მი­აღ­წია და მათი და­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია).

„დიდი მუ­ტა­ცი­ის“ დროს იც­ვლე­ბა ენერ­გე­ტი­კა და იც­ვლე­ბა „დრო“

„მი­წის სტი­ქი­ის“ „ჰა­ე­რის სტი­ქი­ა­ში“ გა­დას­ვლა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო („მცი­რე მუ­ტა­ცია“), თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი ციკ­ლი მხო­ლოდ 20 წელს გაგ­რძელ­და და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით რა ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და 1980-2000 წლებ­ში ალ­ბათ ამის გან­ხილ­ვაც კი ზედ­მე­ტია. შემ­დე­გი „შე­ერ­თე­ბა“ ისევ მი­წის სტი­ქი­ა­ში იყო და უკვე 2020 წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეპო­ქა, რომ­ლის გავ­ლე­ნა გაგ­რძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი. ასე რომ, 2020 წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა, იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ახა­ლი კრი­ზი­სე­ბი და სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ამ კრი­ზი­სე­ბის სწო­რედ ახა­ლი გა­დაჭ­რის გზე­ბი, რომ­ლე­ბიც „ახ­ლე­ბურ აზ­როვ­ნე­ბას“ მო­ი­თხოვს (ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­ნახ­ლე­ბას, რო­დე­საც აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის „აფ­დე­ი­თი“ ხდე­ბა).

  • სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნოთ 2020 წლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა. ეს არის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მას­შტა­ბუ­რი კრი­ზი­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა (ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა 2020 წლის 12 იან­ვარს იყო). ამ ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნას „ტრანსფორ­მა­ცი­ის“, „ნგრე­ვა-აშე­ნე­ბის“ ას­პექტს უწო­დე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, ეს ას­პექ­ტი „ადას­ტუ­რებს“ 2020 წელს არ­სე­ბულ კრი­ზისს. ის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ბევ­რი სის­ტე­მა და­იშ­ლე­ბა (რათა ახ­ლი­დან აშენ­დეს) ან მის ტრანსფორ­მა­ცია მოხ­დე­ბა. ეს ას­პექ­ტი გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­უ­თი­თებს გარ­კვე­ულ კრი­ზის­ზე, და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზე (მათ შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე) და თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ წლის და­სა­წყის­ში ამე­რი­კა-ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას ან 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებს (ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით), ეს უკვე ომია. ომი, რომ­ლის ერთ მხა­რეს არის ვირუ­სი და მე­ო­რე მხა­რეს კა­ცობ­რი­ო­ბა.

  • ოპ­ტი­მის­ტუ­რი და პე­სი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი

ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სა­ტურნს, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­ვი უნდა მო­ე­ტა­ნა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, სწო­რედ ჯერ მარ­ტის ბო­ლოს და აპ­რი­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იტა­ლი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­ში (სა­დაც კო­ვი­დით და­ვირუ­სე­ბის პიკი იყო) გა­მო­ით­ქვა იმის ვა­რა­უ­დი, რომ ვირუ­სი უკან იხევ­და. მა­ის­ში და ივ­ნი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი და­ვირუ­სე­ბუ­ლე­ბის და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პან­დე­მია ძა­ლას და­კარ­გავს და მისი გავ­ლე­ნა 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

პე­სი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა 2021 წლის დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ანუ იქამ­დე სა­ნამ რეტ­როგ­რა­დუ­ლად მოძ­რა­ვი სა­ტურ­ნი დი­რექ­ტი­უ­ლად არ და­ი­წყებს მოძ­რა­ო­ბას და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­ვა (ეს 2020 წლის 17 დე­კემ­ბერს მოხ­დე­ბა).

  • მარ­სი ვერ­ძში

2020 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ერ­თგვა­რი აგ­რე­სი­უ­ლი ლა­იტ­მო­ტი­ვი იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­ის, ბრძო­ლის, ომის პლა­ნე­ტა მარ­სის გა­დას­ვლა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს 28 ივ­ნისს მოხ­დე­ბა. რო­გორც წესი, მარ­სი ერთ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში ორი თვე მოძ­რა­ობს. თუმ­ცა ამ­ჯე­რად ის სამ­ჯერ მეტ პე­რი­ოდს დაჰ­ყოფს და ვერძს 2021 წლის 7 იან­ვარს და­ტო­ვებს. ამას გა­ნა­პი­რო­ბებს მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლი („მარ­ყუ­ჟი­სე­ბუ­რი“) მოძ­რა­ო­ბა.

მარ­სი - ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში ძა­ლი­ან ხის­ტი და აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი დი­ნა­მი­კუ­რი, აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და ხის­ტი იქ­ნე­ბა. რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ისე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე გარ­თულ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია მხა­რე­ებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა აგ­რე­სი­ულ მოქ­მე­დე­ბებს მი­ა­ნი­ჭონ. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გაზ­რდის კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბას. აქე­დან ყვე­ლა­ზე რთულ თვე­ე­ბად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი, რო­დე­საც მარ­სი კვად­რა­ტულ ას­პექ­ტებს შექ­მნის იუ­პი­ტერ­თან, სა­ტურნ­თან და პლუ­ტონ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ივ­ნი­სის მე­სა­მე დე­კა­დი­დან მო­ი­მა­ტებს ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, პი­კად მა­ინც აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბიც კი. ამის ალ­ბა­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში (ზა­ი­რი, სუ­და­ნი, ეთი­ო­პია), არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე (იე­მე­ნი, ომა­ნი), პა­კის­ტან­ში, ინ­დო­ეთ­ში და ჩი­ნეთ­ში).

  • პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

მარ­სის ეს ინ­გრე­სია მო­ი­ტანს ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბას, რა­საც გა­ბე­დუ­ლი და ინი­ცი­ვი­ა­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მი­ზან­სწრაფ­ვა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­წყებს ახალ პრო­ექტს ან უკვე არ­სე­ბულ­ში შე­ი­ტანს ახალ იმ­პულ­სებს. ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია „მე­ო­რე სუნ­თქვის“ გახ­სნა და მოვ­ლე­ნე­ბის დი­ნა­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ვერ­ძის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში მარ­სი ან სტე­ლი­უ­მი აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რი პრობ­ლე­მის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვას შეძ­ლე­ბენ და ეს მათ­თვის გა­ნახ­ლე­ბის, ერ­თგვა­რი „რეფ­რე­შის“ პე­რი­ო­დი გახ­დე­ბა. მთა­ვა­რია, არ იყ­ვნენ იმ­პულ­სუ­რე­ბი და აჩ­ქა­რე­ბუ­ლე­ბი. ასე შექ­მნილ პერ­სპექ­ტი­ვებს უფრო სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეროჟა
53

კაროჩე, გვენძრევა რა ...

_
19

ასეა, საქართველოში მეცნიერება აღარ არსებობს და ასპარეზი მჩხიბავ-მკითხავებს დარჩათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს

იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს

ასტროლოგი რამაზ გიგაური 2020 წელს "დიდი მუტაციის" დასაწყისს პროგნოზირებს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ განმარტებას გვთავაზობს:

"ბევრი ასტროლოგი (მათ შორის მეც) 2019 წლის დეკემბერში მიუთითებდა, რომ 2020 წელი კრიზისული და რთული იქნებოდა.მე მაშინ პარალელი გავავლე 2008 წელთან (ანუ წინა ვირთხის წელთან), როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო. რეალურად, მსოფლიო ახალი კრიზისის წინაშე დგას და ეს ვლინდება ყველა მიმართულებით. "კოვიდ 19" - მსოფლიო გლობალური კრიზისის საწყისი წერტილი გამოდგა. განვიხილოთ (უფრო სწორედ გავიხსენოთ) 2020 წლის ძირითადი ასტროლოგიური მახასიათებლები.

  • იუპიტერი-სატურნის შეერთება

2020 წლის პირველი ასტრომოვლენა, რომლის სახელწოდება („დიდი მუტაცია“) სტატიის სათაურშია გამოტანილი - ეს არის იუპიტერისა და სატურნის შეერთება. ეს ასტროლოგიური მოვლენა 20 წელში ერთხელ ხდება, თუმცა დაახლოებით 200 წელი სჭირდება, რომ ეს შეერთება განსხვავებულ სტიქიაში მოხდეს (2020 წელს ეს უკავშირდება ჰაერის სტიქიას). იუპიტერისა და სატურნის შეერთება მსოფლიო (მუნდანურ) ასტროლოგიაში უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, მის შესახებ კი ჯერ საქვეყნოდ ცნობილი არაბი ასტროლოგები - აბუ მაშარი (VIII-IX ს.ს.) და ალ-ბირუნი (X-XI ს.ს.) წერდნენ.

ეს ასტროლოგიური მოვლენა პოეტურ ხერხად მოხსენიებული აქვს შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანში“: „ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“. იუპიტერი-სატურნის შეერთების გავლენა გრძელდება 20 წელს, თუმცა განსხვავებულ სტიქიაში პირველი შეერთების გავლენა - დაახლოებით 200 წელს (!!!). 2020 წლის დასაწყისში იუპიტერ-სატურნის არაზუსტ შეერთებას 2020 წლის 21 დეკემბერს მოჰყვება ამ ორი პლანეტის ზუსტი შეერთება (მერწყულის ზოდიაქოში). ამით ფორმალურად დასრულდება „მიწის სტიქია“ და დაიწყება ახალი „ჰაერის სტიქია“. სწორედ ამას ეწოდება „დიდი მუტაცია“ (ლათ. mutatio — ცვლილება).

როდის იყოს ბოლოს „ჰაერის სტიქიის“ „დიდი მუტაცია“?! 1226-1425 წლებში. კიდევ ერთი „ჰაერის სტიქიის“ „დიდი მუტაცია“ იყო 452-630 წლებში. ისტორიის ზედაპირული ცოდნაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ რა მოვლენებს უკავშირდება ეს პერიოდები. ეს არის „იუსტინიანეს ჭირი“ და „შავი ჭირი“.

ორივე პანდემიის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ უდიდესი გავლენა მოახდინა მაშინდელ გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნების განვითარებაზე

მაგალითად, „იუსტინიანეს ჭირმა“ (რომელიც მსოფლიოში პირველი დადასტურებული ეპიდემიაა) ეკონომიკურად დაანგრია მთელი ევროპა და განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერია. „შავი ჭირის“ გამო კი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფმა საფრანგეთმა და ინგლისმა ზავი დადეს, რადგან ფაქტობრივად ბრძოლა აღარ შეეძლოთ (პანდემიის ამ ტალღამ ვიკინგებამდეც კი მიაღწია და მათი დასუსტება გამოიწვია).

„დიდი მუტაციის“ დროს იცვლება ენერგეტიკა და იცვლება „დრო“

„მიწის სტიქიის“ „ჰაერის სტიქიაში“ გადასვლა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო („მცირე მუტაცია“), თუმცა მაშინდელი ციკლი მხოლოდ 20 წელს გაგრძელდა და გეოპოლიტიკური კუთხით რა ცვლილებები მოხდა 1980-2000 წლებში ალბათ ამის განხილვაც კი ზედმეტია. შემდეგი „შეერთება“ ისევ მიწის სტიქიაში იყო და უკვე 2020 წლიდან იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა გაგრძელდება დაახლოებით 200 წელი. ასე რომ, 2020 წლიდან იწყება ახალი რეალობის ფორმირება, იქნება ახალი გამოწვევები, ახალი კრიზისები და საჭირო გახდება ამ კრიზისების სწორედ ახალი გადაჭრის გზები, რომლებიც „ახლებურ აზროვნებას“ მოითხოვს (ეს შეიძლება შევადაროთ მობილური ტელეფონის განახლებას, როდესაც აპლიკაციების „აფდეითი“ ხდება).

  • სატურნი-პლუტონის შეერთება

აუცილებლად უნდა ვახსენოთ 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა. ეს არის ასტროლოგიური თვალსაზრისით მასშტაბური კრიზისის მაჩვენებელი სატურნი-პლუტონის შეერთება (ზუსტი შეერთება 2020 წლის 12 იანვარს იყო). ამ ასტროლოგიურ მოვლენას „ტრანსფორმაციის“, „ნგრევა-აშენების“ ასპექტს უწოდებენ. რეალურად, ეს ასპექტი „ადასტურებს“ 2020 წელს არსებულ კრიზისს. ის მიმანიშნებელია იმისა, რომ ბევრი სისტემა დაიშლება (რათა ახლიდან აშენდეს) ან მის ტრანსფორმაცია მოხდება. ეს ასპექტი გარკვეულწილად მიუთითებს გარკვეულ კრიზისზე, დაპირისპირებებზე (მათ შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე) და თავი რომ დავანებოთ წლის დასაწყისში ამერიკა-ირანის დაპირისპირებას ან 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ საფრთხეებს (ამაზე ცოტა მოგვიანებით), ეს უკვე ომია. ომი, რომლის ერთ მხარეს არის ვირუსი და მეორე მხარეს კაცობრიობა.

  • ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზი

ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, სატურნს, რომელიც მარტის ბოლოს მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, გარკვეული პოზიტივი უნდა მოეტანა. თუ გავიხსენებთ, სწორედ ჯერ მარტის ბოლოს და აპრილის პირველ ნახევარში იტალიაში და ესპანეთში (სადაც კოვიდით დავირუსების პიკი იყო) გამოითქვა იმის ვარაუდი, რომ ვირუსი უკან იხევდა. მაისში და ივნისი ყოველდღიური დავირუსებულების და გარდაცვლილების რაოდენობა ძალიან შემცირდა. ამ სცენარის მიხედვით პანდემია ძალას დაკარგავს და მისი გავლენა 2020 წლის მეორე ნახევარში მინიმალური იქნება.

პესიმისტური პროგნოზის მიხედვით, პანდემიის გავლენა 2021 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება, ანუ იქამდე სანამ რეტროგრადულად მოძრავი სატურნი დირექტიულად არ დაიწყებს მოძრაობას და მერწყულის ზოდიაქოში საბოლოოდ არ გადავა (ეს 2020 წლის 17 დეკემბერს მოხდება).

  • მარსი ვერძში

2020 წლის მეორე ნახევრის ერთგვარი აგრესიული ლაიტმოტივი იქნება აგრესიის, ბრძოლის, ომის პლანეტა მარსის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში. ეს 28 ივნისს მოხდება. როგორც წესი, მარსი ერთ ზოდიაქოს ნიშანში ორი თვე მოძრაობს. თუმცა ამჯერად ის სამჯერ მეტ პერიოდს დაჰყოფს და ვერძს 2021 წლის 7 იანვარს დატოვებს. ამას განაპირობებს მარსის რეტროგრადული („მარყუჟისებური“) მოძრაობა.

მარსი - ვერძის ზოდიაქოში ძალიან ხისტი და აგრესიული მოქმედებებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის მეორე ნახევარი დინამიკური, აქტიური, ენერგიული და ხისტი იქნება. როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გართულდება ურთიერთობები და მოსალოდნელია მხარეებმა უპირატესობა აგრესიულ მოქმედებებს მიანიჭონ. რაც ბუნებრივია, გაზრდის კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობას. აქედან ყველაზე რთულ თვეებად უნდა მივიჩნიოთ აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, როდესაც მარსი კვადრატულ ასპექტებს შექმნის იუპიტერთან, სატურნთან და პლუტონთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ივნისის მესამე დეკადიდან მოიმატებს ზემოთ აღწერილი ტენდენციები, პიკად მაინც აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი უნდა მივიჩნიოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კრიზისი. არ გამოირიცხება ტექნიკური ავარიები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება აღმოსავლეთ აფრიკაში (ზაირი, სუდანი, ეთიოპია), არაბეთის ნახევარკუნძულზე (იემენი, ომანი), პაკისტანში, ინდოეთში და ჩინეთში).

  • პოზიტიური ტენდენციები

მარსის ეს ინგრესია მოიტანს ჰიპერაქტიურობას, რასაც გაბედული და ინიცივიატიანი ადამიანები სასიკეთოდ გამოიყენებენ. ადამიანებში მოიმატებს თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა, ბევრი ადამიანი დაიწყებს ახალ პროექტს ან უკვე არსებულში შეიტანს ახალ იმპულსებს. ბევრი მიმართულებით მოსალოდნელია „მეორე სუნთქვის“ გახსნა და მოვლენების დინამიკური განვითარება.

2020 წლის მეორე ნახევარი ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის ზოდიაქოში მარსი ან სტელიუმი აქვთ განთავსებული. ეს ადამიანები ბევრი პრობლემის ახლებურად დანახვას შეძლებენ და ეს მათთვის განახლების, ერთგვარი „რეფრეშის“ პერიოდი გახდება. მთავარია, არ იყვნენ იმპულსურები და აჩქარებულები. ასე შექმნილ პერსპექტივებს უფრო სასიკეთოდ გამოიყენებენ.

ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

მადონამ ნაძვის ხე მისი და შვილების მიერ ქაღალდისგან დამზადებული სათამაშოებით მორთო -  ორიგინალური და ლამაზი დეკორაციები ვარსკვლავისგან

"დედამიწას ხუთი ასტეროიდი უახლოვდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"