ავტორი:

"ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3-ით მოიმატა და 755-ს შეადგენს.

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა