ავტორი:

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

მცხეთაში, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე, მდინარეების სანაპიროებზე.

მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობდა თერმული დრონით მონიტირინგი.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის კვალი ორი დღის წინ დაიკარგა. ის საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ ოჯახს აღარ უნახავს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით მისი მეგობრები ავრცელებდნენ.

გიორგი შაქარაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი "საბურთალოს გუნდში" თამაშობს.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

გიორგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დააზარალებს კონკურენტულ გარემოს და უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“