რუსთაველის გამზირზე, 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე, სიმბოლური აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებისთვის ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერებია გაკრული ასფალტზე, იმისათვის, რომ მათ სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან.
სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.