საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა და 752 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.