მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში
"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თუ სხვა კუ­თხით მათი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა, ახა­ლი არ არის. თუმ­ცა ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც 12 წლის და­ღეს­ტნე­ლი გო­გო­ნა ჰყვე­ბა, თა­ვად ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლე­ბის­თვი­საც კი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

გო­გო­ნას დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მის­მა მე­ო­რე ქმარ­მა, გერი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­იყ­ვა­ნა ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მო­ზარ­დის "ექი­მებს" ის გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბი­სას კი­ნა­ღამ შე­მო­აკ­ვდათ.

"ჩემი გო­გო­ნა ქმარ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი მო­იყ­ვა­ნა. რომ არა ჩემი მე­ზო­ბე­ლი და ახ­ლო­ბე­ლი ექთა­ნი ქალი, რო­მელ­მაც ბავ­შვი სიკ­ვდილს ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა, არა­ვინ იცის, ეს მე­რამ­დე­მე შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ ტრა­დი­ცი­ას შე­ე­წი­რა...

ჩემი ქმა­რი კი ჯი­უ­ტად იმე­ო­რებ­და, რომ რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, საქ­მე სის­რუ­ლე­ში უნდა მო­ეყ­ვა­ნა. მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე. გთხოვთ, ნუ შე­ე­გუ­ე­ბით ამ სი­მა­ხინ­ჯეს, იყ­ვი­რეთ რო­გორც შე­გიძ­ლი­ათ, თუნ­დაც ეს თქვე­ნი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­გიჯ­დეთ. ვუ­ყუ­რებ­დი ჩემი შვი­ლის გა­თეთ­რე­ბულ სა­ხეს და ვგრძნობ­დი, რომ მას ვკარ­გავ­დი. ბავ­შვს ალ­ბათ ფსი­ქი­კა სა­მუ­და­მოდ და­უ­მა­ხინჯდა" - წერს 35 წლის ასია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თა­ზე. მხო­ლოდ და­ღეს­ტან­ში, ერთი წე­ლი­წად­ში სი­ცო­ცხლის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო “ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის" 1300-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ტარ­დე­ბა.

ეს პრაქ­ტი­კა ინ­გუ­შეთ­სა და ჩეჩ­ნეთ­შიც წლე­ბია არ­სე­ბობს და ასა­კო­ვან ქა­ლებ­შიც გვხვდე­ბა. უფრო ადრე, გა­მო­ცე­მა კი­დევ ერთი ქა­ლის ის­ტო­რი­ა­ზე წერ­და. მათი ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­თი­დან ინ­გუ­შეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს 9 წლის გო­გო­ნა. მა­მამ ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის სა­ბავ­შვო გი­ნე­კო­ლოგ­თან, მა­გა­სის კლი­კი­ნა­ში მი­იყ­ვა­ნა... იუ­რის­ტე­ბის თქმით, ბავ­შვის წი­ნა­დაც­ვე­თა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის ექიმ­სა და კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეკის­რე­ბა, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, სა­ერ­თოდ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ თუ არა საქ­მეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ქა­ლის წი­ნა­დაც­ვე­თა სას­ტი­კი ტრა­დი­ცი­აა, რო­მე­ლიც სას­ტი­კად არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში 140 მი­ლი­ონ­ზე მეტი ქალი ხდე­ბა მსგავ­სი ტრა­დი­ცი­ის მსხვერ­პლი, რაც ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლუ­რად უფრო მე­ტია, რად­გან ასო­ბით ათას ქალს მსოფ­ლი­ოს­თვის ხმის მიწ­ვდე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შვი, გო­გო­ნა სას­ტი­კი ექი­მე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და და­ი­ღუ­პა...

ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აიდა გა­ჯი­ე­ვა მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერს, რომ მან თა­ვად გა­მოს­ცა­და ეს სი­სას­ტი­კე ჯერ სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და შემ­დეგ ექი­მე­ბის­გან, რო­დე­საც ინ­გუ­შეთ­ში გა­თხოვ­და. მისი თქმით, ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რა საქმრომ მის ცო­ლად მოყ­ვა­ნამ­დე მო­ი­თხო­ვა.

"ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­დი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ინ­გუ­შეთ­ში, ძი­რი­თა­დად, გო­გო­ნას მა­მე­ბი არი­ან... კლი­ნი­კის ცივ­სის­ხლი­ან­მა ექიმ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი ისე გა­მო­მის­ტუმ­რა, არც კი უკი­თხავს, ფეხ­ზე დგო­მა შე­მეძ­ლოა თუ არა..." - იგო­ნებს გო­გო­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ეს ოპე­რა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში, ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის "ია­ტაკ­ქვე­შა" ად­გი­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი.

"ძი­რი­თა­დად, წი­ნა­დაც­ვე­თას უკე­თე­ბენ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც უმა­მოდ იზ­რდე­ბი­ან, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე "ზრუ­ნა­ვენ" ან მა­მი­ნაც­ვლე­ბი, ან გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცე­ბი ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მე­ბი, რო­მელ­თაც სხვა ოჯა­ხე­ბი ჰყავთ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი ქა­ლის სე­დას თქმით, "ამ ოპე­რა­ცი­ას ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ ქა­ლებ­საც უკე­თე­ბენ, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ვინ იგებს, ამის შე­სა­ხებ ის ქა­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ, რად­გან ნორ­მა­ლურ ფაქ­ტად მი­აჩ­ნი­ათ, არ თვლი­ან, რომ აქ მათი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა".

kavkaz-uzel.eu–ს ცნო­ბით, ჩრდი­ლო (და არა მხო­ლოდ) კავ­კა­სი­ა­ში წი­ნა­დაც­ვე­თის თემა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია. ჩეჩ­ნეთ­ში 50 ქა­ლი­დან ერთი წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა. 69 წლის ამი­ნა­ტი იხ­სე­ნებს, რომ ბავ­შვო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა ბე­ბი­ა­ქალ­მა ჩა­უ­ტა­რა "ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია" და მან თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვი გო­გო­ნე­ბიც მას­თან მი­იყ­ვა­ნა. "მე თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლებ­საც ვურ­ჩევ­დი ამის გა­კე­თე­ბას" - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი, ჟურ­ნალ Даптар-ის რე­დაქ­ტო­რი სვეტ­ლა­ნა ანო­ხი­ნა გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, რომ ის თა­ვად შეხ­ვედ­რია მუფ­ტის ცოლს, რო­მელ­საც ამ პრობ­ლე­მა­ზე ესა­უბ­რა.

"ის კი, ისე­თი სა­ხით მის­მენ­და, თით­ქოს პირ­ვე­ლად ეს­მო­და ამის შე­სა­ხებ... მე ისე ვუყ­ვე­ბო­დი, თით­ქოს მისი მჯე­რო­და და შევ­თან­ხმდით, რომ ღვთის­ნი­ე­რი მუფ­ტე­ბი ან სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ და ოპ­ტი­მა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვი­დოდ­ნენ" - აცხა­დებს ანო­ხი­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, არა­ერ­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი თუ და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას საქ­მის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაებს ბეჭდავთ?
18

სად პოულობთ ?

ნაკო
384

ჩვეულებრივი სადიზმია..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ქალთა პრობლემები, განათლების მიღების თუ სხვა კუთხით მათი უფლებების შელახვა, ახალი არ არის. თუმცა ამბავი, რომელსაც 12 წლის დაღესტნელი გოგონა ჰყვება, თავად ჩრდილო კავკასიელებისთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისმა მეორე ქმარმა, გერი ძალის გამოყენებით წაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც მოზარდის "ექიმებს" ის გენიტალიების დასახიჩრებისას კინაღამ შემოაკვდათ.

"ჩემი გოგონა ქმარმა ცოცხალ-მკვდარი მოიყვანა. რომ არა ჩემი მეზობელი და ახლობელი ექთანი ქალი, რომელმაც ბავშვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, არავინ იცის, ეს მერამდემე შემთხვევა იქნებოდა, რომელიც ამ არაადამიანურ ტრადიციას შეეწირა...

ჩემი ქმარი კი ჯიუტად იმეორებდა, რომ რაღაც დროის შემდეგ, საქმე სისრულეში უნდა მოეყვანა. მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. გთხოვთ, ნუ შეეგუებით ამ სიმახინჯეს, იყვირეთ როგორც შეგიძლიათ, თუნდაც ეს თქვენი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, რომ მას ვკარგავდი. ბავშვს ალბათ ფსიქიკა სამუდამოდ დაუმახინჯდა" - წერს 35 წლის ასია სოციალურ ქსელში.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, საუბარია ქალთა წინადაცვეთაზე. მხოლოდ დაღესტანში, ერთი წელიწადში სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო “ქირურგიული ოპერაციის" 1300-ზე მეტი შემთხვევა ტარდება.

ეს პრაქტიკა ინგუშეთსა და ჩეჩნეთშიც წლებია არსებობს და ასაკოვან ქალებშიც გვხვდება. უფრო ადრე, გამოცემა კიდევ ერთი ქალის ისტორიაზე წერდა. მათი ცნობით, ჩეჩნეთიდან ინგუშეთში გადაიყვანეს 9 წლის გოგონა. მამამ ქირურგიული მანიპულაციებისთვის საბავშვო გინეკოლოგთან, მაგასის კლიკინაში მიიყვანა... იურისტების თქმით, ბავშვის წინადაცვეთაზე პასუხისმგებლობა მის ექიმსა და კლინიკის ხელმძღვანელობას ეკისრება, მაგრამ სხვა საკითხია, საერთოდ გამოიძიებენ თუ არა საქმეს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ქალის წინადაცვეთა სასტიკი ტრადიციაა, რომელიც სასტიკად არღვევს ადამიანის უფლებებს მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის შესახებ... არსებული ინფორმაციით, ისლამურ სამყაროში 140 მილიონზე მეტი ქალი ხდება მსგავსი ტრადიციის მსხვერპლი, რაც ნიშნავს, რომ რეალურად უფრო მეტია, რადგან ასობით ათას ქალს მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა არ აქვს. დაახლოებით იგივე რაოდენობის ბავშვი, გოგონა სასტიკი ექიმების მსხვერპლი გახდა და დაიღუპა...

ჩრდილო კავკასიელი ჟურნალისტი აიდა გაჯიევა მის მიერ მომზადებულ სტატიაში წერს, რომ მან თავად გამოსცადა ეს სისასტიკე ჯერ საკუთარი მშობლებისა და შემდეგ ექიმებისგან, როდესაც ინგუშეთში გათხოვდა. მისი თქმით, ეს არაადამიანური პროცედურა საქმრომ მის ცოლად მოყვანამდე მოითხოვა.

"ამ საშინელი ტრადიციის ინიციატორები ინგუშეთში, ძირითადად, გოგონას მამები არიან... კლინიკის ცივსისხლიანმა ექიმმა ცოცხალ-მკვდარი ისე გამომისტუმრა, არც კი უკითხავს, ფეხზე დგომა შემეძლოა თუ არა..." - იგონებს გოგონა.

ოფიციალურად, ეს ოპერაცია ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებში დაშვებული არ არის, მაგრამ თითქმის ყველა კლინიკაში, ამ პროცედურისთვის "იატაკქვეშა" ადგილია გამოყოფილი.

"ძირითადად, წინადაცვეთას უკეთებენ გოგონებს, რომლებიც უმამოდ იზრდებიან, ასეთ შემთხვევაში მათზე "ზრუნავენ" ან მამინაცვლები, ან გარდაცვლილი მამის ნათესავი მამაკაცები ან ბიოლოგიური მამები, რომელთაც სხვა ოჯახები ჰყავთ..." - წერს გამოცემა.

ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას ახლობელი ქალის სედას თქმით, "ამ ოპერაციას ქორწინებაში მყოფ ქალებსაც უკეთებენ, მაგრამ ამის შესახებ ვერავინ იგებს, ამის შესახებ ის ქალები არ საუბრობენ, რადგან ნორმალურ ფაქტად მიაჩნიათ, არ თვლიან, რომ აქ მათი უფლებები ირღვევა".

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, ჩრდილო (და არა მხოლოდ) კავკასიაში წინადაცვეთის თემა ტაბუდადებულია. ჩეჩნეთში 50 ქალიდან ერთი წინადაცვეთილი აღმოჩნდა. 69 წლის ამინატი იხსენებს, რომ ბავშვობაში, ადგილობრივმა ბებიაქალმა ჩაუტარა "ქირურგიული ოპერაცია" და მან თავისი ქალიშვილები და ნათესავი გოგონებიც მასთან მიიყვანა. "მე თანამედროვე ქალებსაც ვურჩევდი ამის გაკეთებას" - ამბობს ის.

ადგილობრივი აქტივისტი, ჟურნალ Даптар-ის რედაქტორი სვეტლანა ანოხინა გამოცემასთან საუბარში ჰყვება, რომ ის თავად შეხვედრია მუფტის ცოლს, რომელსაც ამ პრობლემაზე ესაუბრა.

"ის კი, ისეთი სახით მისმენდა, თითქოს პირველად ესმოდა ამის შესახებ... მე ისე ვუყვებოდი, თითქოს მისი მჯეროდა და შევთანხმდით, რომ ღვთისნიერი მუფტები ან საკითხს განიხილავდნენ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ" - აცხადებს ანოხინა, რომლის თქმითაც, არაერთი დასახიჩრებული თუ დაღუპული გოგონას საქმის არსებობის მიუხედავად, არც ერთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.