ავტორი:

როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები - ჰგვანან თუ არა დედებს?

როგორ გამოიყურებიან 2000-იანი წლების ქართველი მოდელების ულამაზესი შვილები - ჰგვანან თუ არა დედებს?

ორი ათეული წლის წინ ამ მოდელების სახელები და გვარები მთელმა საქართველომ იცოდა. მათი ფოტოები იბეჭდებოდა ყვითელი პრესის გარეკანებზე, იწვევდნენ გადაცემებში და კვირაში რამდენიმე დღე მაინც იდგნენ პოდიუმზე. ალბათ არავისთვის უცხო აღარაა, რომ 2000-იან წლებში ქართული მოდა და შოუბიზნესი ყვაოდა. დღევანდელობაში ჩვენებები იშვიათად იმართება, ახალი თაობის მოდელებით კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდება საზოგადოება, თუ წარმატებას უცხოეთში მიაღწევენ.

ძველი თაობის მოდელებიდან კი ნაწილმა დიზაინერობა დაიწყო, ზოგსაც საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს და ზოგიც უბრალოდ "კარგად" გათხოვდა... ამჯერად გაგაცნობთ ძველი თაობის მოდელების შვილებს, რომლებიც გარეგნობით მშობლებს არ ჩამორჩებიან:

ლიკა კვარაცხელია წლების წინ სპორტსმენ მურთაზ შელიას გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მის უფროს შვილს ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს, ის "ეტამის" რჩეული ქართველი მოდელია. ანა მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული. ლაშა და ანა მალე პირველ შვილს ელოდებიან.

სალომე ღვინიაშვილს უფროსი შვილი 18 წლის დათუნა აბულაძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ქორწინებაში ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან კი ორი ქალიშვილი შეეძინა.

თაკო ჩხეიძის ქმარი რუსლან აბაშიძე დიპლომატია, ცოლის წარმატებაში მას დიდი როლი მიუძღვის. თაკომ ოჯახი თინეიჯერობის ასაკში შექმნა, თუმცა მოდელობაზე უარი არ უთქვამს. ჩხეიძეს და აბაშიძეს სამი ვაჟი ჰყავთ.

მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია სამი შვილის დედაა. თიკა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამი შვილის დედა ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მას შვილები გარეგნულად ძალიან ჰგვანან.

ნინა ზარქუა და სპორტსმენი ალექსანდრე ამისულაშვილი სამ შვილს, ორ ვაჟსა და ერთ ქალიშვილს ზრდიან.

თამუნა გაბრიელაშვილს პირველი ქორწინებიდან 18 წლის ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი ჟურნალისტ ვახო მამალაძესთან ერთი ქალიშვილი.

კრისტი ყიფშიძე იმ ქართველ ქალებს მიეკუთვნება, რომლებმაც ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნეს და ახლა დიდი ასაკის შვილები ჰყავთ. ნატალია ყიფშიძე მოდელ დედას ფიზიკურად ძალიან ჰგავს და ხშირად ისინი დებიც გეგონებათ.

კრისტი ყველგან ქალიშვილთან ერთად დადის, გოგონას გენები როგორც დედის, ასევე მამის მხრიდანაც გამოჰყვა, ის პოდიუმზეც გამოდის და უკვე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.

ნინო ცქიტიშვილის უფროსი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი მოდელია. ნინოსა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს 4 შვილი, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავთ.

ირინა ონაშვილს პირველ ქორწინაში შვილი არ ჰყოლია. ორი ვაჟის დედა გახდა პოლიტიკოს ლადო ვარძელაშვილთან ქორწინების შემდეგ.

ორი შვილის, საბასა და ნიტას დედაა ერთ-ერთი ყველაზე ძველი თაობის მოდელი ლალი ტოტიკაშვილი.

ნინო ორდენიძეს ძალოვან ლევან გვაზავაზე გათხოვების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა და ყოფილი მოდელი სრულიად ჩამოშორდა პოდიუმს.

ანი კოშაძე 18 წლის ასაკში გახდა ბიზნესმენის ცოლი და ორი ქალიშვილი შეეძინა. სამოდელო სფეროს ჩამოშორდა და მოგვიანებით ჯერ პიარში, შემდეგ კი ტელევიზიით წამყვანის ამპლუაში დაბრუნდა.