ლელა წურწუმია წლებია ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. სწორედ მაშინ, როცა იგი პოპულარობის ზენიტში იყო, მისი და მეუღლის, პროდიუსერ კახი მამულაშვილის ცხოვრებაში მარიკო გაჩნდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ლელას მუდმივად გასტროლები და დატვირთული რეჟიმი ჰქონდა მისი ქალიშვილი ხშირად დროს ბებოსთან ატარებდა. დღეს გოგონა უკვე 18 წლის არის და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მშობლებთან. "მამას გოგოს" ფოტოებს მამულიჩა ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამზე". თინეიჯერი მარიკო დედას ძალიან ჰგავს.