კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა
უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის­თვის ჩუ­მად აკე­თე­ბენ კე­თილ საქ­მე­ებს, რო­მელ­თა შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ვინ არა­ფე­რი იცის. ერთ სა­ინ­ტე­რე­სო უკ­რა­ი­ნელ ქალ­ზე უნდა გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი წლის წინ ჩა­მო­ვი­და და აქ ქარ­თუ­ლი საქ­მის სამ­სა­ხურ­ში გა­ა­ტა­რა ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ქალს "ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის მცვე­ლი" შე­ვარ­ქვი, ტაძ­რის, რო­მე­ლიც V სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია და სა­დაც აღ­მო­ჩე­ნი­ლია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა, ასე­ვე V სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი...

  • უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სიყ­ვა­რულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა

ევ­გე­ნია ვო­გი­ლე­ვი­ჩი ოდე­სის ოლ­ქი­დან იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ბოლ­ნის­ში დამ­კვიდ­რდა და ტა­ძარს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლით ემ­სა­ხუ­რა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, ქვე­მო ბოლ­ნი­სი­დან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სხვებ­თან ერ­თად, ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდაც გა­იწ­ვი­ეს. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის უკ­რა­ი­ნა­ში ევ­გე­ნი­ას შეხ­ვედ­რია, მო­ე­წო­ნა და ცო­ლო­ბა სთხო­ვა.

ახალ­გაზ­რდა ქალი ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში იყო აღ­ზრდი­ლი. რო­დე­საც ბე­ბი­ას შვი­ლიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­უ­ტყვია, შეშ­ფო­თე­ბუ­ლა, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა... სა­სი­ძომ ბე­ბი­ას თავი ქარ­თვე­ლად წა­რუდ­გი­ნა - სა­კუ­თა­რი ეროვ­ნე­ბა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა და­მა­ლა, რად­გა­ნაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მის­თვის, რო­გორც მუს­ლი­მის­თვის ევ­გე­ნია არ გა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ. ბე­ბი­ამ ოჯახ­ში მი­სულ მა­მა­კაცს შვი­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ნება დარ­თო.

უკ­რა­ი­ნელ­მა გო­გო­ნამ ბოლ­ნის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე არ იცო­და, რომ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი იყო...

მოკ­ლედ, ასე აღ­მოჩ­ნდა უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდა, რომ არა­ქარ­თულ და არაქ­რის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მის­თვის ნუ­გე­ში და ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი სწო­რედ ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტა­ძა­რი გახ­და, სა­დაც ოჯა­ხით ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რო­გორც შე­ეძ­ლო, მის­თვის ემ­სა­ხუ­რა.

ომის შემ­დგომ წლებ­ში ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა არ ტარ­დე­ბო­და. ტა­ძა­რი გა­და­უ­ხუ­რა­ვი იყო, წყა­ლი ჩა­დი­ო­და, კედ­ლებს აზი­ა­ნებ­და, არც გა­ლა­ვა­ნი და ჭიშ­კა­რი ჰქონ­და და სა­ქო­ნე­ლი ტა­ძარ­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­დი­ო­და. იქა­უ­რო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოს­ლად იყო ქცე­უ­ლი...

50-იან წლებ­ში ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა, აკა­დე­მი­კოს­მა გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნიშ­ვილ­მა ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ირ­გვლივ გა­თხრე­ბი და­ი­წყო... ერთხე­ლაც, რო­დე­საც ევ­გე­ნი­ას შორი მან­ძი­ლი­დან, მხარ­ზე გა­დე­ბულ ხა­რი­ხა­ზე და­კი­დუ­ლი ორი კას­რით წყა­ლი მოჰ­ქონ­და (წყლის სა­ზი­დად რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში იყო ჩვე­უ­ლი, მე­უღ­ლის­თვის ისე­თი­ვე ხა­რი­ხა გა­უ­კე­თე­ბი­ნე­ბია), ჩუ­ბი­ნიშ­ვილს და­უ­ნა­ხავს და თან­მხლე­ბი პი­რე­ბის­თვის უთ­ქვამს - ამ ქალ­ბა­ტონს წყა­ლი აქა­უ­რო­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ მო­აქვს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი არ უნდა იყო­სო... და ევ­გე­ნი­ას გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია.

  • კი­დევ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ტა­ძა­რი და შეხ­ვედ­რა პატ­რი­არ­ქთან

რო­დე­საც აკა­დე­მი­კოს­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა გა­არ­კვია, გა­უ­ხარ­და, რომ მისი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა და ის რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, ბოლ­ნი­სის მსა­ხუ­რად გა­ნა­წე­სა. ტაძ­რის მცველ­სა და მომ­ვლელ ევ­გე­ნი­ას ხელ­ფას­საც უხ­დიდ­ნენ... ასე და­უ­კავ­შირ­და იგი ბოლ­ნი­სის სი­ონს, რო­გორც მისი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რი და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 50 წელ­ზე მეტი, ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი მრევ­ლი იყო...

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით 1989 წელს ამოქ­მედ­და. მა­ნამ­დე კი, იქ მი­სულ ყვე­ლა სტუ­მარ­სა და მომ­ლოც­ველს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღვთის­მსა­ხუ­რი­სა და გზამ­კვლე­ვის ფუნ­ქცი­ას, ევ­გე­ნია უწევ­და. უხ­სნი­და ტაძ­რის ის­ტო­რი­ას, ესა­უბ­რე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე... ამი­ტო­მაც მათ, ვინც ამ ტა­ძარ­ში ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი რო­გორც ტაძ­რის მსა­ხუ­რის სიმ­ბო­ლუ­რი სახე, ისე წარ­მო­უდ­გე­ბო­დათ.

უწ­მინ­დე­სი აფა­სებ­და მას. რო­დე­საც იგი ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში მიბ­რძან­დე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ევ­გე­ნია ვო­გი­ლე­ვი­ჩი უწევ­და მას­პინ­ძლო­ბას. ასე­თი ამ­ბა­ვიც ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც ბოლ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი იხ­სე­ნებ­და:

"ევ­გე­ნია ყვე­ბო­და ხოლ­მე, ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლი გა­გო­ნი­ლი კი მქონ­და, მაგ­რამ სა­ხე­ზე არ ვიც­ნობ­დი, ნა­ნა­ხი არ მყავ­დაო. 80-იან წლებ­ში ერთხე­ლაც, სკამ­ზე ვი­დე­ქი და ჯაგ­რი­სით ტაძ­რის გა­შა­ვე­ბულ კედ­ლებს ვხე­ხავ­დი. უკ­ნი­დან ვი­ღა­ცის ფე­ხის ხმა შე­მო­მეს­მა. შე­მოვ­ბრუნ­დი და ჩემ წინ ღვთის­მსა­ხუ­რი იდგა, რო­მე­ლიც თბი­ლად მი­ღი­მო­და. სკა­მი­დან ჩა­მო­ვე­დი და ვკი­თხე: ვინ ხართ და რო­გორ მოგ­მარ­თოთ. მე პატ­რი­არ­ქი ილია ვარო. სი­ხა­რუ­ლის­გან ვერ მო­ვი­ფიქ­რე, რა უნდა მექ­ნა და მის წინ მუხ­ლებ­ზე და­ვემ­ხეო..."

...ევ­გე­ნი­ას ტაძ­რის გა­და­სა­ხუ­რად ვინ არ შე­უ­წუ­ხე­ბია. არა­ვის ერი­დე­ბო­და, რა­ი­კო­მის მდივ­ნით და­წყე­ბუ­ლი, ვი­საც კი შე­ეძ­ლო, ტაძ­რის­თვის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა, ყვე­ლას აწუ­ხებ­და - მი­ხე­დეთ, ეს ხომ ჩვე­ნი გან­ძი და ის­ტო­რი­ა­აო. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და რუ­სე­თი­დან სპი­ლენ­ძის თუ­ნუ­ქი გა­მო­აგ­ზავ­ნი­ნა, რი­თაც გა­და­ხუ­რეს კი­დეც ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი.

წუღ­რუ­ღა­შე­ნი - XIII სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

მე­უ­ფე ეფ­რე­მის მო­ნა­თხრო­ბი­დან იმა­საც ვი­გებთ, რომ ევ­გე­ნი­ას ასე­ვე დიდი ღვაწ­ლი აქვს წუღ­რუ­ღა­შე­ნის, XIII სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის­თვის გა­წე­უ­ლი (წუღ­რუ­ღა­შე­ნი 2 კი­ლო­მეტრშია ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი­დან, სო­ფელ­ში სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა ჭარ­ბობს).

ტაძ­რის კარ­თან ქვა­ზე და­ტა­ნი­ლი ხუ­ცუ­რი წარ­წე­რაა, სა­დაც ქტი­ტო­რის ანუ აღმშე­ნე­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბაა გა­ცხა­დე­ბუ­ლი - რომ ეს ტა­ძა­რი ქავ­თარ ჩა­ჩი­ბა­ის­ძეს, დიდ­გვა­რო­ვან ფე­ო­დალს აუ­შე­ნე­ბია (ლაშა-გი­ორ­გის მე­ფო­ბის დროს ცხოვ­რობ­და); ამ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტით დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ტა­ძა­რი ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლია. მაგ­რამ სომ­ხებს, ტა­ძა­რი რომ მი­ე­სა­კუთ­რე­ბი­ნათ და გრი­გო­რი­ა­ნუ­ლად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, ის ქვა ამო­უ­ღი­ათ და და­უ­მა­ლავთ... ევ­გე­ნი­ას ბევ­რი უბ­რძო­ლია, საქ­მე­ში მი­ლი­ცი­აც კი ჩა­ურ­თავს; მერე მთე­ლი სო­ფე­ლი და­უ­ბა­რე­ბი­ათ და სომ­ხებს ქვა წუღ­რუ­ღა­შე­ნის ტაძ­რის­თვის და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ;

  • მო­ნაზვნად აღ­კვე­ცა

მოკ­ლედ, ევ­გე­ნი­ას ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო ასე­თი შე­უ­პოვ­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბით. ის შე­წი­რუ­ლი იყო ამ კუ­თხეს და ამ­ბობ­და ხოლ­მე, რომ ღმერ­თმა აქ ამის­თვის მო­მავ­ლი­ნა, სხვაგ­ვა­რად ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­დაო.

ევ­გე­ნია მე­უღ­ლეს კარ­გად ახა­სი­ა­თებ­და - კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერს მიშ­ლი­დაო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბიც აფა­სებ­დნენ უკ­რა­ი­ნელ ქალს, პა­ტივს სცემ­დნენ. შვი­ლე­ბი კი არ ჰყავ­და და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად მარ­ტო დარ­ჩა...

ევ­გე­ნია მო­ნაზვნად მე­უ­ფე ეფ­რემ­მა აღ­კვე­ცა. მე­უ­ფის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან:

"50 წელი ერთ ტა­ძარს ემ­სა­ხუ­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ნა­გა­ნად, თა­ვი­სი რწმე­ნით მო­ნა­ზო­ნი იყო. მისი აღ­კვე­ცით კი უბ­რა­ლოდ, ამ ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბა მოხ­და. მას დედა მა­რი­ა­მი (მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის სა­ხე­ლი) და­ვარ­ქვი. ამ ადა­მი­ანს ჩვენ - ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი, მრევ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეხ­მა­რე­ბო­დით, მთე­ლი ბოლ­ნი­სი პა­ტივს სცემ­და, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო იყო, გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და, სახ­სრე­ბი აწუ­ხებ­და და დამ ჩა­მო­ა­კი­თხა. გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი რომ ნახა, მისი აქე­დან წაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა...

წას­ვლა არ უნ­დო­და, აქ უფ­ლის­თვის ყვე­ლა­ფერს და­ვით­მენ, ამ მი­წას უნდა მი­ვე­ბა­რო, რად­გა­ნაც ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცაო, მაგ­რამ დამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა... ის ცრემ­ლე­ბი­თა და გუ­ლის­წყვე­ტით გა­მო­ე­თხო­ვა ქარ­თულ მი­წას... აქა­უ­რო­ბას კი სწო­რედ მფარ­ვე­ლად და შემ­წედ მო­ევ­ლი­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ მი­თხრა, რომ უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­დან ფეხს არ გავ­დგა­მო და პატ­რი­არ­ქთან მი­ვიყ­ვა­ნე. მათი შეხ­ვედ­რა გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო. ორი­ვეს თვა­ლე­ბი ცრებ­ლით ჰქონ­და სავ­სე. დედა მა­რი­ა­მი დიდ­ხანს ემ­თხვე­ო­და უწ­მინ­დესს ხელ­ზე, პატ­რი­არ­ქმა ის და­ა­სა­ჩუქ­რა, ანუ­გე­შა და სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი უთხრა: "ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი შენ გა­და­არ­ჩი­ნე!.."

P.S. ისე მოხ­და, რომ 2008 წელს ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში მი­სუ­ლი, ამ ქალ­ბა­ტონს მეც შევ­ხვდი. ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ეკ­ლე­სი­ის ჭიშ­კარ­თან ერთი არა­ქარ­თვე­ლი, ყა­ვარ­ჯნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა: ტაძ­რის სა­ნა­ხა­ვად მობ­რძან­დით?... აქა­უ­რო­ბა არ უნდა და­ი­ვი­წყოთ... ამ ტა­ძარ­ში 50 წელი ვიმ­სა­ხუ­რე... აკა­დე­მი­კოს გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილს აქ გა­თხრე­ბის დროს გვერ­დი­დან არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ. ვინ იცის, რა არ გა­დამ­ხდე­ნია, მაგ­რამ უკვე მოვ­ხუც­დი, 85 წლის ვარ და სი­ა­რუ­ლიც მი­ჭირს. ამი­ტომ, უკ­რა­ი­ნი­დან დამ ჩა­მო­მა­კი­თხა (მის გვერ­დით მდგა­რი ქალი გა­მაც­ნო) მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მივ­ყა­ვარ... სი­მარ­თლე გით­რათ, აქა­უ­რო­ბა არ მეთ­მო­ბა, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვე­ღარ გა­ვუ­წიე და წას­ვლა­ზე დავ­თან­ხმდი...

ევ­გე­ნია ვო­გი­ლე­ვიჩს, იგი­ვე დედა მა­რი­ამს მა­შინ ფოტო გა­და­ვუ­ღე და კე­თი­ლი მგზავ­რო­ბა ვუ­სურ­ვე...

ფო­ტო­ე­ბი: georgian travel guide; ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე: მფლო­ბე­ლი - ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
1

წუღრუღაშენის ქართული წარწერის შესახებ კიდევ ერთი გავცელებული ინფორმაცია არის:მისი "ქართულად აღიარებაში",მართლაც ქართული წარწერებიანმა ქვამ შეიტანა გადამწყვეტი როლი,მაგრამ ის შიგ ტახარში იყო დამალული: ეს ინფორმაცია იქ მცხოვრებმა ხანდაზმული ბერძენმა ქალბატონმა გაუმხილა საქართველოს საპატრიაროს წარმომადგენელს.

 

 

ჟანა
0

ძალიან მესიამოვნა ამ ქალბატონის გაწეული ღვაწლი, ეკლესიის გადასარჩენად და მოსავლელად. ვისურვებდი მიმელოცა ყველა ქრისტიანული დღესასწაული და მესურვა მისთვის ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. რა თქმა უნდა თუ ის ცოცხალია ამჟამად გამეხარდება.

ავტორი:

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

ზოგჯერ ისე ხდება, ადამიანები თავისთვის ჩუმად აკეთებენ კეთილ საქმეებს, რომელთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. ერთ საინტერესო უკრაინელ ქალზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში ბევრი წლის წინ ჩამოვიდა და აქ ქართული საქმის სამსახურში გაატარა ლამის მთელი ცხოვრება.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ქალს "ბოლნისის სიონის მცველი" შევარქვი, ტაძრის, რომელიც V საუკუნის ისტორიული ძეგლია და სადაც აღმოჩენილია პირველი ქართული წარწერა, ასევე V საუკუნით დათარიღებული...

  • უკრაინელი გოგონა, რომელიც საქართველოში სიყვარულმა ჩამოიყვანა

ევგენია ვოგილევიჩი ოდესის ოლქიდან იყო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბოლნისში დამკვიდრდა და ტაძარს წლების განმავლობაში გულით ემსახურა. გასული საუკუნის 40-იან წლებში, ქვემო ბოლნისიდან მეორე მსოფლიო ომში სხვებთან ერთად, ერთი აზერბაიჯანელი ახალგაზრდაც გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ, ის უკრაინაში ევგენიას შეხვედრია, მოეწონა და ცოლობა სთხოვა.

ახალგაზრდა ქალი ქრისტიანულ ოჯახში იყო აღზრდილი. როდესაც ბებიას შვილიშვილის საქართველოში გათხოვების შესახებ შეუტყვია, შეშფოთებულა, მაგრამ სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა... სასიძომ ბებიას თავი ქართველად წარუდგინა - საკუთარი ეროვნება და სარწმუნოება დამალა, რადგანაც მოსალოდნელი იყო, მისთვის, როგორც მუსლიმისთვის ევგენია არ გაეტანებინათ. ბებიამ ოჯახში მისულ მამაკაცს შვილიშვილზე დაქორწინების ნება დართო.

უკრაინელმა გოგონამ ბოლნისში ჩამოსვლამდე არ იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლე აზერბაიჯანელი იყო...

მოკლედ, ასე აღმოჩნდა უკრაინელი ქალბატონი საქართველოში, სადაც საბოლოოდ მიხვდა, რომ არაქართულ და არაქრისტიანულ ოჯახში აღმოჩნდა, მაგრამ მისთვის ნუგეში და ნათელი წერტილი სწორედ ბოლნისის სიონის ტაძარი გახდა, სადაც ოჯახით ახლოს ცხოვრობდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, როგორც შეეძლო, მისთვის ემსახურა.

ომის შემდგომ წლებში ბოლნისის სიონში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა. ტაძარი გადაუხურავი იყო, წყალი ჩადიოდა, კედლებს აზიანებდა, არც გალავანი და ჭიშკარი ჰქონდა და საქონელი ტაძარში თავისუფლად შედიოდა. იქაურობა ფაქტობრივად, ბოსლად იყო ქცეული...

50-იან წლებში ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინიშვილმა ბოლნისის სიონის ირგვლივ გათხრები დაიწყო... ერთხელაც, როდესაც ევგენიას შორი მანძილიდან, მხარზე გადებულ ხარიხაზე დაკიდული ორი კასრით წყალი მოჰქონდა (წყლის საზიდად როგორც უკრაინაში იყო ჩვეული, მეუღლისთვის ისეთივე ხარიხა გაუკეთებინებია), ჩუბინიშვილს დაუნახავს და თანმხლები პირებისთვის უთქვამს - ამ ქალბატონს წყალი აქაურობისთვის უჩვეულოდ მოაქვს და აზერბაიჯანელი არ უნდა იყოსო... და ევგენიას გამოლაპარაკებია.

  • კიდევ ერთი გადარჩენილი ტაძარი და შეხვედრა პატრიარქთან

როდესაც აკადემიკოსმა მისი წარმომავლობა გაარკვია, გაუხარდა, რომ მისი ვარაუდი გამართლდა და ის როგორც ქრისტიანი, ბოლნისის მსახურად განაწესა. ტაძრის მცველსა და მომვლელ ევგენიას ხელფასსაც უხდიდნენ... ასე დაუკავშირდა იგი ბოლნისის სიონს, როგორც მისი ერთგული მსახური და იქიდან მოყოლებული, 50 წელზე მეტი, ბოლნისის სიონის პირველი და ერთადერთი მრევლი იყო...

ბოლნისის სიონი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს ამოქმედდა. მანამდე კი, იქ მისულ ყველა სტუმარსა და მომლოცველს, ფაქტობრივად, ღვთისმსახურისა და გზამკვლევის ფუნქციას, ევგენია უწევდა. უხსნიდა ტაძრის ისტორიას, ესაუბრებოდა ქრისტიანობაზე... ამიტომაც მათ, ვინც ამ ტაძარში ადრეული წლებიდან დაიწყო სიარული, ეს ქალბატონი როგორც ტაძრის მსახურის სიმბოლური სახე, ისე წარმოუდგებოდათ.

უწმინდესი აფასებდა მას. როდესაც იგი ბოლნისის სიონში მიბრძანდებოდა, ფაქტობრივად, ევგენია ვოგილევიჩი უწევდა მასპინძლობას. ასეთი ამბავიც ყოფილა, რომელსაც ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი იხსენებდა:

"ევგენია ყვებოდა ხოლმე, ჩვენი პატრიარქის სახელი გაგონილი კი მქონდა, მაგრამ სახეზე არ ვიცნობდი, ნანახი არ მყავდაო. 80-იან წლებში ერთხელაც, სკამზე ვიდექი და ჯაგრისით ტაძრის გაშავებულ კედლებს ვხეხავდი. უკნიდან ვიღაცის ფეხის ხმა შემომესმა. შემოვბრუნდი და ჩემ წინ ღვთისმსახური იდგა, რომელიც თბილად მიღიმოდა. სკამიდან ჩამოვედი და ვკითხე: ვინ ხართ და როგორ მოგმართოთ. მე პატრიარქი ილია ვარო. სიხარულისგან ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მექნა და მის წინ მუხლებზე დავემხეო..."

...ევგენიას ტაძრის გადასახურად ვინ არ შეუწუხებია. არავის ერიდებოდა, რაიკომის მდივნით დაწყებული, ვისაც კი შეეძლო, ტაძრისთვის დახმარება აღმოეჩინა, ყველას აწუხებდა - მიხედეთ, ეს ხომ ჩვენი განძი და ისტორიააო. საბოლოოდ, მაინც თავისი გაიტანა და რუსეთიდან სპილენძის თუნუქი გამოაგზავნინა, რითაც გადახურეს კიდეც ბოლნისის სიონი.

წუღრუღაშენი - XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მეუფე ეფრემის მონათხრობიდან იმასაც ვიგებთ, რომ ევგენიას ასევე დიდი ღვაწლი აქვს წუღრუღაშენის, XIII საუკუნის ტაძრისთვის გაწეული (წუღრუღაშენი 2 კილომეტრშია ბოლნისის სიონიდან, სოფელში სომეხი მოსახლეობა ჭარბობს).

ტაძრის კართან ქვაზე დატანილი ხუცური წარწერაა, სადაც ქტიტორის ანუ აღმშენებელის ვინაობაა გაცხადებული - რომ ეს ტაძარი ქავთარ ჩაჩიბაისძეს, დიდგვაროვან ფეოდალს აუშენებია (ლაშა-გიორგის მეფობის დროს ცხოვრობდა); ამ ისტორიული დოკუმენტით დასტურდება, რომ ეს ტაძარი ნამდვილად ქართულია. მაგრამ სომხებს, ტაძარი რომ მიესაკუთრებინათ და გრიგორიანულად გამოეცხადებინათ, ის ქვა ამოუღიათ და დაუმალავთ... ევგენიას ბევრი უბრძოლია, საქმეში მილიციაც კი ჩაურთავს; მერე მთელი სოფელი დაუბარებიათ და სომხებს ქვა წუღრუღაშენის ტაძრისთვის დაუბრუნებიათ;

  • მონაზვნად აღკვეცა

მოკლედ, ევგენიას ცხოვრება სავსე იყო ასეთი შეუპოვრობის მაგალითებით. ის შეწირული იყო ამ კუთხეს და ამბობდა ხოლმე, რომ ღმერთმა აქ ამისთვის მომავლინა, სხვაგვარად ჩემი საქართველოში მოხვედრა წარმოუდგენელი იქნებოდაო.

ევგენია მეუღლეს კარგად ახასიათებდა - კარგი ადამიანი იყო, არაფერს მიშლიდაო. აზერბაიჯანელებიც აფასებდნენ უკრაინელ ქალს, პატივს სცემდნენ. შვილები კი არ ჰყავდა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დარჩა...

ევგენია მონაზვნად მეუფე ეფრემმა აღკვეცა. მეუფის მოგონებებიდან:

"50 წელი ერთ ტაძარს ემსახურა და ფაქტობრივად, შინაგანად, თავისი რწმენით მონაზონი იყო. მისი აღკვეცით კი უბრალოდ, ამ ფაქტის დადასტურება მოხდა. მას დედა მარიამი (მარიამ მაგდალინელის სახელი) დავარქვი. ამ ადამიანს ჩვენ - ღვთისმსახურები, მრევლი ყველანაირად ვეხმარებოდით, მთელი ბოლნისი პატივს სცემდა, მაგრამ მაინც მარტო იყო, გადაადგილება უჭირდა, სახსრები აწუხებდა და დამ ჩამოაკითხა. გაჭირვებაში მყოფი რომ ნახა, მისი აქედან წაყვანა გადაწყვიტა...

წასვლა არ უნდოდა, აქ უფლისთვის ყველაფერს დავითმენ, ამ მიწას უნდა მივებარო, რადგანაც ჩემს მეორე სამშობლოდ საქართველო იქცაო, მაგრამ დამ მაინც თავისი გაიტანა... ის ცრემლებითა და გულისწყვეტით გამოეთხოვა ქართულ მიწას... აქაურობას კი სწორედ მფარველად და შემწედ მოევლინა. უკრაინაში გამგზავრების წინ მითხრა, რომ უწმინდესის კურთხევის გარეშე საქართველოდან ფეხს არ გავდგამო და პატრიარქთან მივიყვანე. მათი შეხვედრა გულისამაჩუყებელი იყო. ორივეს თვალები ცრებლით ჰქონდა სავსე. დედა მარიამი დიდხანს ემთხვეოდა უწმინდესს ხელზე, პატრიარქმა ის დაასაჩუქრა, ანუგეშა და საოცარი სიტყვები უთხრა: "ბოლნისის სიონი შენ გადაარჩინე!.."

P.S. ისე მოხდა, რომ 2008 წელს ბოლნისის სიონში მისული, ამ ქალბატონს მეც შევხვდი. ტაძრის ტერიტორიაზე უნდა შევსულიყავი, რომ ეკლესიის ჭიშკართან ერთი არაქართველი, ყავარჯნებზე დაყრდნობილი ხანდაზმული ქალბატონი გამომელაპარაკა: ტაძრის სანახავად მობრძანდით?... აქაურობა არ უნდა დაივიწყოთ... ამ ტაძარში 50 წელი ვიმსახურე... აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილს აქ გათხრების დროს გვერდიდან არ მოვცილებივარ. ვინ იცის, რა არ გადამხდენია, მაგრამ უკვე მოვხუცდი, 85 წლის ვარ და სიარულიც მიჭირს. ამიტომ, უკრაინიდან დამ ჩამომაკითხა (მის გვერდით მდგარი ქალი გამაცნო) მშობლიურ ქალაქში მივყავარ... სიმართლე გითრათ, აქაურობა არ მეთმობა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და წასვლაზე დავთანხმდი...

ევგენია ვოგილევიჩს, იგივე დედა მარიამს მაშინ ფოტო გადავუღე და კეთილი მგზავრობა ვუსურვე...

ფოტოები: georgian travel guide; ეროვნული ფოტომატიანე: მფლობელი - ლევან თაქთაქიშვილი