საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს
"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძის არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მი­მართ ადევ­ნე­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი რ.ნ.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რ.ნ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 151-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

"შსს ქ.თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ რ.ნ.-სთვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თ.ჭ. არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა იგი 2020 წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე სის­ტე­მა­ტუ­რად, პი­რა­დად ამ­ყა­რებ­და გო­გო­ნას­თან არა­სა­სურ­ველ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ურე­კავ­და სხვა­დას­ხვა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" და "Instagram"-ის მეშ­ვე­ო­ბით მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და.

ასე­ვე რ.ნ. სის­ტე­მა­ტუ­რა­დუ­კავ­შირ­დე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სავს და მე­გობ­რებს და მათი მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­და თ.ჭ.-სთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. 2020 წლის 7 ივ­ნისს რ.ნ. სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან დახ­ვდა და­ზა­რა­ლე­ბულს და მას­თან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას შე­ე­ცა­და, რის შე­დე­გა­დაც თ.ჭ.-ს შე­ე­შინ­და და კორ­პუ­სის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის დახ­მა­რე­ბით დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში.

ასე­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 13 თე­ბერ­ვალს, თ.ჭ.-მ ბრალ­დე­ბუ­ლის­გან „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. 2020 წლის 17 ივ­ნისს თ.ჭ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, იუ­რის­ტმა დღეს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლის დაც­ვა სთხო­ვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
2

მისასალმებელია პროკურატურის გადაწყვეტილება, ყველა უნდა აცნობირებდეს რომ დანაშაული დასჯადია ! 

MAGDA
1

თებერვალში დაემუქრა და არაფერი უთხრეს ივნისის ბოლომდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ ვახო ჭუმბურიძის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინა.

"შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების "ფეისბუქის" და "Instagram"-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურადუკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იურისტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ქალიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამართალდამცველებს ქალიშვილის დაცვა სთხოვა. მისი ინფორმაციით, გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა რამდენჯერმე განხორციელდა.

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებს - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"