სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა
გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ძებ­ნი­ლი, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ლ.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით გ.ლ. დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით.

სა­სა­მარ­თლო­ში და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 10 იან­ვარს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ გუ­და­ურ­ში, ე.წ. „კუ­დე­ბი 3“ ტრა­სა­ზე თხი­ლა­მუ­რით სრი­ა­ლი­სას გ.ლ.-მ უგუ­ლე­ბელ­ყო წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბი, არ გა­უ­წია კონ­ტრო­ლი თა­ვის მოძ­რა­ო­ბას, არ შე­უ­ფარ­და სრი­ა­ლის სიჩ­ქა­რე და მა­ნე­რა არ­სე­ბულ პი­რო­ბებს და გა­რე­მოს, არ შე­არ­ჩია წინა მოს­რი­ა­ლის­თვის უსაფრ­თხო მარ­შრუ­ტი და დის­ტან­ცია და უკ­ნი­დან, დიდი სის­წრა­ფით შე­ე­ჯა­ხა იმა­ვე სას­რი­ა­ლო ტრა­სა­ზე მოს­რი­ა­ლე არას­რულ­წლო­ვან 12 წლის ს.ტ.-ს, რო­მე­ლიც შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ძებ­ნი­ლი გ.ლ. ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­ა­კა­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

ქარ­თუ­ლი მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ სრუ­ლად იქნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი და მხა­რე­თა ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და გ.ლ.-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეტა­პი­რე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 2016 წლის 10 იან­ვარს გუ­და­ურ­ში ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. გო­გო­ნას დიდი სის­წრა­ფით შე­ე­ჯა­ხა თხი­ლა­მუ­რე­ბით მოს­რი­ა­ლე 18 წლის ბიჭი. გო­გო­ნა ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. ს

ტა­ტიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ექი­მის, და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აკა­დე­მი­კოს და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი იყო.

მა­ლე­ვე გა­ირ­კვა რომ სა­ლო­მეს 22 წლის გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი მის დას­ჯას მო­ი­თხოვ­და, თუმ­ცა 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლომ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს.

გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა - 22 წლის ახალ­გაზ­რდას სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ლი­პარ­ტე­ლი­ანს სას­ჯე­ლი და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და, ვი­ნა­ი­დან იგი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზრიანა
29

მძიმე საქმეა , ვის უნდა მკვლელი იყოს , მაგრამ ეგ ახალგაზრდა ვერც წარმოიდგენდა რომ მსგავსი შედეგი შესაძლებელი იყო დამდგარიყო , ამიტომაც რადგანაც რეგულაციები მკაცრი არ იყო , შ.ს.ს. მ ვერ გაართვა თავი თავის დროზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას , ამიტომაც ციხით გვინდა ჭკუა ვასწავლოთ ამ

ახალგაზრდას , არ ვიცი ვინაა , მაგრამ ყველა ნორმალურ ადამიანს შეიძლება მსგავსი რამ შეემთხვას , ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ასეთი სიტუაციისაგან , არ ჯობდა ეგ პერიოდი რამე ისეთი გაეკეთებინა რაც ქალაქს გამოადგებოდა , ან ესწავლა , ან სხვა რამეში დაეხარჯა დრო , შეგნებულ ადამიანს არ სჭირდება ციხე იმისთვის რომ ჭკუა ისწავლოს , იქნებ არის ეს ადამიანი შეგნებული , იქნებ განიცდის , ამ ფაქტზე მახსენდება ლისზე რო დაჯდა გოგო ავტომობილის სასწავლებლად ბიჭმა რო დასვა , ისეთ გზაზე ატარებინებდა ბავშვები დარბოდნენ ამ გოგომ ვერ დაიმკრჩილა ახალ ნასწავლმა საჭე დაეჯახა ბავშვს და გარდაიცვალა , განაჩენი რამდენიმე წელი იყო , როცა მოსამართლემ რამდენიმე წელი არ მახსოვს ზუსტად რამდენი მიუსაჯა , ცუდათ გახდა , გული წაუვიდა , მანამდეხ როგორც ინფორმაცია გაჟღერდა ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო , ჩვენ თანამკქალაქეები ოგ ეააარაცაქს გაგებიდ უნდა მოვდკიდოღ , უფრო რრარცილრბი ვიყოღ , წრეწსწდიგი რა რრგულაციები პრეცრნდდნტიდან გამიმდინარრ კი არ უნდა მივიღოღ , პრრცრნციული უსაფრღცორბის რაღცალისწრინფვირ , სხვა ქვეყნეების გამკცდილებიდაბ უნდა გაციღვალისწინოთ და პირცელივე შემთხვევისას არ უნდა მოვკლათ ადამიანი .

Ivan
40

მე რამდენადაც ვიცი არ იმალებოდა და ჩეხეთშიც სასწავლებლად იყო წასული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა.

ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. გოგონა ადგილზევე დაიღუპა. ს

ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო.

მალევე გაირკვა რომ სალომეს 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. გარდაცვლილის ოჯახი მის დასჯას მოითხოვდა, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

გასული წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა - 22 წლის ახალგაზრდას სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლიპარტელიანს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს