მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

იუ­რისტ ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძის 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ ადევ­ნე­ბი­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"2020 წლის 7 ივ­ნისს, ქ.თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ინ­ტენ­სი­უ­რად ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, 2020 წლის 17 ივ­ნისს, რ. ნ. -ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტი­თა (მუ­ქა­რა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) და 151-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით (ადევ­ნე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ)" - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძემ პო­ლი­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

" რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ას და გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვერ დავ­მა­ლავ რამ­დე­ნად გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ღეს ეს სა­კი­თხი და ნამ­დვი­ლად წუხ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს-მად­ლო­ბა ამის­თვის" - და­წე­რა ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, იუ­რის­ტმა დღეს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლის დაც­ვა სთხო­ვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ზაზა
8
არ მგონია მაგან დაისვენოს,ნაძირალას გამოუჩნდება ეხლა დამცველები.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

იურისტ ვახო ჭუმბურიძის 15 წლის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)" - აცხადებენ შსს-ში.

ვახო ჭუმბურიძემ პოლიციას გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

" რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის" - დაწერა ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იურისტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ქალიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამართალდამცველებს ქალიშვილის დაცვა სთხოვა. მისი ინფორმაციით, გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა რამდენჯერმე განხორციელდა.

"თქვა, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა" - შსს-ს ინფორმაციით, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება გააკეთა

გურამ ამირხანაშვილი შსს-ში დაიბარეს - უწყებამ "ოქროს მოწმე" გამოკითხა

"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი