Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე
"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია მძი­მე სენს ებ­რძვის. დი­აგ­ნო­ზი მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, რო­დე­საც ძლი­ე­რი ხვე­ლის შემ­დეგ ექიმს მი­მარ­თეს.

ხა­თუ­ნა თვე­ე­ბი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლობ­და. ამ­ჟა­მად ის სა­ქარ­თვე­ლო­შია და მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ისა­უბ­რა. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი კურ­სი და­ას­რუ­ლა და შე­დე­გიც კარ­გი აქვს.

"შარ­შან, ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მახ­ვე­ლებ­და, თან ისე ვიხ­რჩო­ბო­დი... დიდ­ხანს ვით­მენ­დი, რად­გან არ მიყ­ვარს ექი­მებ­ში სი­ა­რუ­ლი. გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნი­ნიმ მან­ქა­ნა­ში ჩა­მის­ვა და მო­ტყუ­ე­ბით წა­მიყ­ვა­ნა ექიმ­თან. გა­და­მი­ღეს ფილ­ტვებ­ზე და მი­თხრეს, რომ რა­ღაც არ მოს­წონ­დათ. და­მი­ბა­რეს მე­ო­რე დღეს, "კა­ტეს" გა­სა­კე­თებ­ლად.

ექიმ­თან წას­ვლას არ ვა­პი­რებ­დი. ნი­ნი­სი შე­მე­შინ­და და ამი­ტომ მარ­ტო წა­ვე­დი. ექიმ­მა მი­თხრა, ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, რა­ღაც არ მომ­წონს და ბი­ოფ­სია უნდა გა­ი­კე­თო­თო. ბი­ოფ­სი­ის გა­გო­ნე­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მჭირს. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ტი­რი­ლით ნი­ნის, და­ვი­ღუ­პე რა­ღაც არ მოს­წონთთ­ქო... ზუს­ტად 5 წუთ­ში, ნინი, ჩემი ძმა და თით­ქმის მთე­ლი თბი­ლი­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემს და­სამ­შვი­დებ­ლად მო­ვი­და. იქვე გა­და­წყდა, რომ ბი­ოფ­სია სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ერ­თა­დერ­თი, რი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ში­ნო­და, ეს და­ა­ვა­დე­ბაა... მა­მა­ჩემ­მა იცო­და, ეს ისე­თია მა­მა­ლი მგლის არ ეში­ნი­აო, არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია, ამის გარ­და. სულ მქონ­და ტვინ­ში, რომ მე ეს არა­სო­დეს და­მე­მარ­თე­ბა.

უმ­ძი­მე­სია ეს ეტა­პი. პე­რი­ო­დუ­ლად ყუ­რე­ბი ჩა­მოყ­რი­ლი მაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ არა­სო­დეს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მოვ­კვდე­ბი. სულ იმას ვფიქ­რობ, რომ დიდ­ხანს ვი­ცო­ცხლებ" - აღ­ნიშ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

მან ოჯახ­ზეც ისა­უბ­რა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა მძი­მე პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლის თა­ნად­გო­მა.

"უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დე­ბი გვაქვს მე და ზუ­რას გავ­ლი­ლი. ბევ­რჯერ იყო სას­წორ­ზე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ეს. ახლა ჩემი ავად­მყო­ფო­ბით ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ზუ­რას­გან მო­ზღვა­ვე­ბულ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ. არ ვიცი ვე­ცო­დე­ბი, თუ... თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია.

მინ­და გი­თხრათ, რომ ზუ­რამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში... ზო­გა­დად რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ისე­თი, რაც მას არ მო­წონს, ან - მე. ჩვე­ნი კონ­ფლიქ­ტი ძი­რი­თა­დად ამა­ზეა, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი დრო გა­ვი­და, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად სულ რომ არა­ფე­რი ვუ­თხრათ, ერ­თმა­ნე­თის მა­ინც გვეს­მის" - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინოლა
2

ძალიან დადებითი ადამიანია. თავს არ ახვევს მაყურებელს მის პრობლემას. ჯანმრთელობას ვუსურვებ.

gia
0

 მთავარია არ დაეცეთ სულიერად. უფალი გფარავდეთ! გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ავტორი:

"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე

"უმძიმესი ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. დიაგნოზი მარჯვენა ფილტვის სიმსივნეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახმა სრულიად შემთხვევით გაიგო, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმს მიმართეს.

ხათუნა თვეები ისრაელში მკურნალობდა. ამჟამად ის საქართველოშია და მისი ავადმყოფობის შესახებ პირველად გადაცემა "პროფილში" ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა და შედეგიც კარგი აქვს.

"შარშან, ზაფხულში ძალიან მახველებდა, თან ისე ვიხრჩობოდი... დიდხანს ვითმენდი, რადგან არ მიყვარს ექიმებში სიარული. გაუსაძლისი რომ გახდა ეს ყველაფერი, ნინიმ მანქანაში ჩამისვა და მოტყუებით წამიყვანა ექიმთან. გადამიღეს ფილტვებზე და მითხრეს, რომ რაღაც არ მოსწონდათ. დამიბარეს მეორე დღეს, "კატეს" გასაკეთებლად.

ექიმთან წასვლას არ ვაპირებდი. ნინისი შემეშინდა და ამიტომ მარტო წავედი. ექიმმა მითხრა, ქალბატონო ხათუნა, რაღაც არ მომწონს და ბიოფსია უნდა გაიკეთოთო. ბიოფსიის გაგონებაზე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირს. მაშინვე დავურეკე ტირილით ნინის, დავიღუპე რაღაც არ მოსწონთთქო... ზუსტად 5 წუთში, ნინი, ჩემი ძმა და თითქმის მთელი თბილისი საავადმყოფოში ჩემს დასამშვიდებლად მოვიდა. იქვე გადაწყდა, რომ ბიოფსია საზღვარგარეთ გამეკეთებინა.

ერთადერთი, რისაც მთელი ცხოვრება მეშინოდა, ეს დაავადებაა... მამაჩემმა იცოდა, ეს ისეთია მამალი მგლის არ ეშინიაო, არაფრის შემშინებია, ამის გარდა. სულ მქონდა ტვინში, რომ მე ეს არასოდეს დამემართება.

უმძიმესია ეს ეტაპი. პერიოდულად ყურები ჩამოყრილი მაქვს ხოლმე, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მოვკვდები. სულ იმას ვფიქრობ, რომ დიდხანს ვიცოცხლებ" - აღნიშნა ჟორდანიამ.

მან ოჯახზეც ისაუბრა და განსაკუთრებულად აღნიშნა მძიმე პერიოდში მეუღლის თანადგომა.

"უმძიმესი პერიოდები გვაქვს მე და ზურას გავლილი. ბევრჯერ იყო სასწორზე ჩვენი ქორწინება, მაგრამ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს. ახლა ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი ვეცოდები, თუ... თუმცა ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელია.

მინდა გითხრათ, რომ ზურამ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში... ზოგადად რაღაცეები ხდება ყოველდღიურად ისეთი, რაც მას არ მოწონს, ან - მე. ჩვენი კონფლიქტი ძირითადად ამაზეა, მაგრამ იმდენად დიდი დრო გავიდა, ერთად გავიზარდეთ, რომ რაღაცნაირად სულ რომ არაფერი ვუთხრათ, ერთმანეთის მაინც გვესმის" - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

"ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია... ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს" - თეა გოდოლაძე აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია" - რას წერს კახა კალაძე კლინიკიდან?