„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პლატფორმა, რომლის მემორანდუმსაც დღეს ხელი ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოაწერეს, საარჩევნოდ „ლელოსთან“ გაერთიანდეს.
მისი თქმით, „ლელო“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მათ ხედვებთან ყველაზე ახლოს არის.
„არ დავმალავთ, რომ ჩვენ „ლელოსთან“ გვაქვს კონსულტაციები, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საერთო ჯამში რას სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, ვნახოთ. „ლელო“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ხედვებთან ყველაზე ახლოს არის“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.