ავტორი:

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - რას ამბობს პილოტი უკანასკნელ ჩანაწერში

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - რას ამბობს პილოტი უკანასკნელ  ჩანაწერში

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც NBA-ს ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ემსხვერპლნენ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მფრინავმა არა ზობაიანმა ავიამეთვალყურეებს აცნობა, რომ ის მაღლა მიფრინავდა მაშინ, როცა რეალურად ეშვებოდა და უკვე აღარ შეეძლო განესაზღვრა, თუ რა მანევრირებას ასრულებდა.

აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში 1 700 გვერდიანი ანგარიში მოამზადა, საიდანაც ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ დასკვნები არ უნდა გაკეთოს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ მოხდა ავიაკატასტროფა, რადგანაც ეს არის ანალიზი, რომელსაც სრული სურათის შესაქმნელად კიდევ დაემატება სხვა დოკუმენტები.

ანგარიშის მიხედვით, მფრინავმა არა ზობაიანმა, როცა უკანასკნელად დაუკავშირდა დისპეჩერებს რადიოსიგნალით, თქვა, რომ ის ღრუბლებს ზემოთ იყო 1.2 კმ-ით, თუმცა ამ დროს რეალურად ის უკვე კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასას ბორცვზე ეშვებოდა და სულ მცირე დროში კატასტროფაც მოხდა. ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიცავს ტექსტურ შეტყობინებებსაც მფრინავს, კობის მძღოლსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კობი ბრაიანტის ფრენის მომზადებაში და მის წარმართვაში იღებდნენ მონაწილეობას.

ფრენის დაწყებამდე მათ განიხილეს ამინდის პირობები. განხილვისას მფრინავი ამბობს: "ამინდი კარგად გამოიყურება“.

აღსანიშნავია, რომ კობი ბრაიანტის ცოლი, ვანესა ბრაიანტი არა ზობაიანის ოჯახსა და ავიაკომპანია sland Express Helicopters--ს უჩივის. სწორედ ამ ავიაკომპანიის კუთვნილება იყო ვერტმფრენი.

ვანესას სარჩელში ნათქვამია, რომ 26 იანვარს, როცა ავიაკატასტროფა მოხდა, ღრუბლები დაბლა იყო, ასევე იყო ნისლის სქელი ფენა, რაც ფრენისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა. სარჩელის თანახმად, თავდაპირველად პილოტმა შესაბამისი სიფრთხილე არ გამოიჩინა და როცა ტურ-კომპანია დაშვებას ითხოვდა, მან აიღო სპეციალური ნებართვა ფრენის გასაგრძელებლად. ვანესა ბრაიანტი მიიჩნევს, რომ პილოტმა, ზობაიანმა ფრენის წესები დაარღვია.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ზობაიანმა ვერ შეძლო ამინდის პირობების მონიტორინგი. აფრინდა მაშინ, როცა უკვე წინასწარ იყო ცნობილი რთული მეოტეოროლოგიური პირობების შესახებ და როდესაც რთულ პირობებში აღმოჩნდა, მაინც გააგრძელა ფრენა მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის არე შეზღუდული იყო და არ შეეძლო სწორად ნავიგაცია. როგორც აღვნიშნეთ, ვანესა ბრაიანტი ავიაკომპანიასაც უჩივის, რადგანაც როგორც გაირკვა, ვერტმფრენს არ ჰქონდა გამაფრთხილებელი სპეციალური სისტემა.

ავიაკატასტროფა 26 იანვარს მოხდა. ბორტზე მფრინავის ჩათვლით 9 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს - "ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლებამ გასცა"

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით