სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს
"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

იუ­რის­ტი და ფი­ნან­სის­ტი ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე მის 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე წერს. მისი თქმით, მო­ძა­ლა­დის­გან შვი­ლის დაც­ვის მიზ­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თა, თუმ­ცა ორი კვი­რაა მათ­გან არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მი­უ­ღია, არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა კი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და:

"თი­ნის და­ბა­დე­ბას და­ვეს­წა­რი და ეს პა­ტა­რა არ­სე­ბა რომ მა­ნა­ხეს, რო­მე­ლიც არ ტი­რო­და და უბ­რა­ლოდ თვა­ლებს აცე­ცებ­და გული, სული შე­მეკ­რა და მას მერე სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს. მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ისიც პა­ტა­რა იყო და ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ახლა უკვე 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს და მუ­დამ ვა­მა­ყობ მი­სით, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა და თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­დო­ნალდსში იმუ­შა­ვა, რო­მელ­მაც იცის მე­გობ­რის ფასი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი გული აქვს, კატა რო­მე­ლიც გვყავს - გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვდილს და მო­უ­ა­რა (ახლა უკვე 3 წე­ლია სახ­ლშია და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია).

უფრო პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც გეგ­მავ­და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს და ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბო­და და რაც მთა­ვა­რია ერთ-ერთი თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით გა­და­ი­ხა­და ბავ­შვთა სახ­ლში.(რად­გან უნ­დო­და რომ ბავ­შვე­ბი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ მშობ­ლე­ბის სით­ბოს )

მო­სა­ყო­ლი ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია ძა­ლი­ან არ მო­გა­ბეზ­როთ თავი.

ახლა მთა­ვა­რი: 6 ივ­ნისს გა­ვი­გე, რომ ჩემს შვილს აწუ­ხებ­და ერთი სრულ­წლო­ვა­ნი ტიპი, რო­მელ­საც ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ში, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით თუ ცო­ლად არ გაჰ­ყვე­ბო­და... და ნუ კი­დევ ბევ­რი რამ რაც არ მინ­და სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­ტა­ნო (რად­გან არ მინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვა­ყე­ნო ზი­ა­ნი ისევ ჩემს შვილს, რო­მელ­საც ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­უ­ზი­ან­და)

რა გა­ვა­კე­თე მე, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე?

- და­ვუ­კავ­შირ­დი მის მშო­ბელს და ვთხო­ვე შეხ­ვედ­რა მას­თან და მის ნა­ბიჭ­ვარ შვილ­თან. დამ­თან­მხდა. შემ­დეგ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ გა­ექ­ცა და ვე­ღარ მოჰ­ყავ­და. კი ბა­ტო­ნო, მა­შინ ავირ­ჩევ გზას, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ვარ­კვიო სა­კი­თხე­ბი, რად­გან მე ნაღ­დად არ მაქვს ლან­ჩხუთ­ში ამის დევ­ნის თავი და შე­სა­ბა­მი­სად მივ­მარ­თავ პო­ლი­ცი­ას­თქო.

მე­ო­რე დღეს ვი­სა­უბ­რეთ მის­მა "ბი­ძამ" და მე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ადა­მი­ან­მა ბო­დი­შე­ბი მი­ხა­და და თა­ვის თავ­ზე აიღო ეს სა­კი­თხი, რომ არას­დროს ესე­თი ამ­ბა­ვი აღარ გან­მე­ორ­დე­ბო­და. ცოტა რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის ნი­ა­დაგ­ზე ასე და­ვი­შა­ლეთ. ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან არ იყო გა­სუ­ლი 4 სა­ა­თი, რო­დე­საც ეს მა­ნი­ა­კი სა­ღა­მოს დახ­ვდა ჩემს შვილს "პა­დი­ეზდ­თან" ორ თამხლებ პირ­თან. რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხა თი­ნიმ და ამო­ას­წრო სახ­ლში, გუ­ლა­მო­ვარ­დნი­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი და კრუნ­ჩხვებ­ში. გა­მას­წრო ამ ნა­ბიჭ­ვარ­მა... რა გა­ვა­კე­თე? მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, რომ­ლე­ბიც მოგ­როვ­დნენ ამ შემ­თხვე­ვი­დან ძა­ლი­ან მალე, გა­მო­ვი­ძა­ხეთ პო­ლი­ცია და და­ვი­წყეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბა.

აი, აქ და­ი­წყო კი­ნოს მთა­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

12 დღეა დავ­დი­ვართ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ვა­ღა­მებთ, ვა­თე­ნებთ, გვარ­თმე­ვენ ჩვე­ნე­ბებს, თი­ნის და­უ­ნიშ­ნეს სამ­ხა­რა­უ­ლის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა - ეგეც გა­ვა­კე­თეთ არის სა­ში­ნე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტია. ამ დროს რა ხდე­ბა - ეს ტიპი და­დის გა­რეთ არ­ხე­ი­ნად. ხან მე და­მი­კო­მენ­ტა­რებს რა­მეს, წაშ­ლის, ხან სხვას მი­ახ­ტე­ბა. თი­ნის კი­დევ მი­წე­რა ამ პე­რი­ოდ­ში. შე­დე­გი არის -0. გა­და­ვი­ნაც­ვლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მე-11 დღეს, პრო­კუ­რორ­მაც და­ჭე­რას სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ შევ­ძლებ­თო, მაგ­რამ აკ­რძალ­ვას გა­ვუ­კე­თებ­თო, ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შე­ვალ­თო.

მე­ო­რე დღეს ისევ პო­ლი­ცი­ა­ში დაგ­ვი­ბა­რეს, რომ თინი რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ეც­ნოთ.

პო­ლი­ცი­ის შე­სას­ვლელ­თან დამ­ხვდა ეს ტიპი მომ­ღი­მა­რი ცი­ნი­კუ­რი სა­ხით. წა­მის მე­ა­სე­დი და­მაკ­ლდა ალ­ბათ, რომ იქვე ჩა­მე­დო მი­წა­ში. რა თქმა უნდა, ისევ გა­ი­წე­ლა აქ საქ­მე და სა­დღაც 3 სა­ა­თი დავ­ყა­ვით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ეს ტიპი სხვა ოთახ­ში ყავ­დათ, სა­ნამ ჩვენს საქ­მეს ას­რუ­ლებ­დნენ. და რაც მთა­ვა­რია, რო­დე­საც გა­რეთ ვი­დე­ქით, ეს პი­როვ­ნე­ბა ფან­ჯრი­დან ხან ტაშს გვიკ­რავ­და, ხან გვი­ღი­მო­და - მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას ას­რუ­ლებ­და.

ეს ტიპი დღეს და­დის ქუ­ჩა­ში ცი­ნი­კუ­რი სა­ხით... და მე რა გა­ვა­კე­თე?

ისე­დაც დას­ტრე­სი­ლი ბავ­შვი, ვა­ტა­რე 12 დღე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ბე­ბი­ას­თან ერ­თად, რად­გან მე მოწ­მის სტა­ტუ­სი მქონ­და და ბე­ბია უნდა ყო­ფი­ლი­ყო არას­რულ­წო­ვა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კარ­გი გა­სა­გე­ბია სჭირ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, ცო­ტაც გა­ვუძ­ლოთ მამი და ესე ვამ­შვი­დებ­დი. და ბო­ლოს რა მოხ­და მე-12 დღეს ამ ტიპ­მა შე­მა­ცი­ლა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ღი­მი­ლით და ცი­ნიზ­მით.

ჩემს ერ­თა­დერთ შვილს, რო­მე­ლიც სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს, რო­მე­ლიც ჩემი გაზ­რდი­ლია, ერთი ღერი თმა რომ ჩა­მო­უ­ვარ­დეს, ალ­ბათ ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, მე რისი გამ­კე­თე­ბე­ლი ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ ამ ნა­ბიჭ­ვრის საქ­ცი­ელ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რამე რომ მოხ­დეს და მერე ვინ და­მი­ცავს?

გუ­ლის სიღ­რმე­ში ნამ­დვი­ლად არ მქონ­და სურ­ვი­ლი და არც არა­სო­დეს არ მექ­ნე­ბა ვინ­მეს და­ჭე­რის ან გამ­წა­რე­ბის, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ­დელ­მა საქ­ცი­ელ­მა ჩა­მიკ­ლა, რო­დე­საც მის ავად­მყო­ფურ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას და ცი­ნი­კურ ღი­მილს პი­რის­პირ შე­ვას­კდი.

ამ საქ­მეს ესე ვერ დავ­ტო­ვებ და არც ვი­ღაც ლან­ჩხუ­თე­ლი მა­ნი­ა­კის ში­შით ვერ ვა­ცხოვ­რებ ჩემს ოჯახს. ან მოხ­დე­ბა ფაქ­ტე­ბის სწო­რად და­ლა­გე­ბა ან მო­ვი­თხოვ თქვენს დახ­მა­რე­ბას, ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ და ვი­საც კონ­კრე­ტუ­ლად ესე­თი ტი­პის საქ­მე­ზე გი­მუ­შა­ვი­ათ

P.S.რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ას და გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვერ დავ­მა­ლავ რამ­დე­ნად გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ღეს ეს სა­კი­თხი და ნამ­დვი­ლად წუხ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს - მად­ლო­ბა ამის­თვის.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა - თუ თქვენ ვერ და­მი­ცავთ, მო­მი­წევს ჩე­მით თა­ვის დაც­ვა და ეს სტა­ტუ­სიც ბა­რემ აქ იყოს, წი­ნას­წარ საქ­მის კურ­სში გა­ყე­ნებთ" - წერს ჭუმ­ბუ­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
3

ყოჩაღ, თქვენს ნერვებს! მე აქამდე მოვკლავდი იმ ნაძირალას!

გიორგი
1

არასრულწლოვნის შევიწროვება (თუნდაც სრულწლოვნის) ესე არავის არ უნდა შერჩეს, უფრო ეფექტური მექნიზმებია საჭირო.

 

მე ვთვლი რომ შემაკავებელი მექანიზმების ამუშავება ცალკეულ შემთხვეევებში დაუყოვნებლივ უნდა იყოს შესაძლებელი. თუ ადამიანს საერთო არაფერი აქვს მსხვერპლთან და არ ავიწროვებს შემაკავებელი მექანიზმები ვერ შეძლებს რაიმე ზიანის მოტანას ვინმესთვის ასეთ შემთხვევაში. ხოლო თუ სიმართლეა ასეთ მექანიზმს გამოძიების დასრულებამდე მსხვერპლის ან პოტენციური მსხვერპლის დაცვა შეუძლია.

 

თუნდაც შემაკავებელი მექანიზმები ორმხრივი იყოს გამოძიების დასრულებამდე, თუნდაც იმიტომ რომ პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ ჰქონდეს არცერთ მხარეს, თუნდაც პირდაპირი ან ირიბი ფორმით (რათქმაუნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვგულისხმობ) ზოგადად შესაძლებელია ასეთი რამეც რომ რომელიმე მხარემ (თუნდაც მომჩივანმა) მეორეს პროვოკაციაც მოუწოს, ვიმეორებ ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ ზოგადად ვიძახი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

იურისტი და ფინანსისტი ვახო ჭუმბურიძე მის 15 წლის ქალიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე წერს. მისი თქმით, მოძალადისგან შვილის დაცვის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, თუმცა ორი კვირაა მათგან არანაირი შედეგი არ მიუღია, არასრულწლოვან გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა კი ამ ხნის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა:

"თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს - გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია).

უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშვთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )

მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

ახლა მთავარი: 6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა... და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)

რა გავაკეთე მე, როდესაც ეს ამბავი გავიგე?

- დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. დამთანმხდა. შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო.

მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ. ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს "პადიეზდთან" ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში. გამასწრო ამ ნაბიჭვარმა... რა გავაკეთე? მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება - ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს, წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0. გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს, პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო.

მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ, რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ, სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით, ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა, ხან გვიღიმოდა - მიზანმიმართულ პროვოკაციას ასრულებდა.

ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით... და მე რა გავაკეთე?

ისედაც დასტრესილი ბავშვი, ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად, რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი. კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია, ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ალბათ ყველა მიხვდება, მე რისი გამკეთებელი ვარ. დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში, შესაბამისად, რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს?

გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს. ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან მოვითხოვ თქვენს დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ

P.S.რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს - მადლობა ამისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა - თუ თქვენ ვერ დამიცავთ, მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს, წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ" - წერს ჭუმბურიძე.

"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა... მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, დახმარება გაუწიეს" - რას წერს მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციაზე

"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე

"ორჯერ ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითია" - თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა